ირადა აშუმოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირადა აშუმოვა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1958(1958-02-25) (66 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
სიმაღლე 158
ქვეყანა აზერბაიჯანი

ირადა სულეიმან ქიზი აშუმოვა (დ. 25 თებერვალი, 1958, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი. პირველი ქალი სპორტსმენი რომელმაც წარადგინა აზერბაიჯანი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[1]

აშუმოვამ მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრზე პისტოლეტით სროლაში. მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1985 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, 10 მ-ზე პნევმატური იარაღით სროლაში. პნევმატურ სროლაში გუნდურ ჩათვლაში მოიპოვა ოქროს მედალი. 1998 წელს ბარსელონაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 25 მეტრზე სროლაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. ოთხი წლის შემდეგ ფინეთის ქალაქ ლაჰტიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 25 მეტრზე სროლაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1985 წელს 10 მეტრზე პნევმატური იარაღით სროლაში ვარნაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი. 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზე 25 მეტრზე სროლაში მოიპოვა ოქროს მედალი. ამავე წელს 10 მეტრზე პნევმატორი იარაღით სროლაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1994 წელს მილანში გამართულ ეტაპზე 10 მეტრზე პნევმატური იარაღით სროლაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 25 მეტრზე სროლაში აგრეთვე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 1996 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 25 მეტრზე სროლაში. ამავე წელს მილანში გამართულ ეტაპზე მოიპოვა ვერცხლის მედალი 25 მეტრზე პისტოლეტით სროლაში. 2003 წელს ამავე დისციპლინაში მოიპოვა ვერცხლის მედალი ფორტ-ბენინგში გამართულ ეტაპზე. 2004 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მილანში გამართულ ეტაპზე, 25 მეტრზე იარაღით სროლაში.

2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აგრეთვე იასპარეზა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში. ვერ მოახერხა მედლის მოპოვება ამ კატეგორიაში. ამავე წელს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე 25 მეტრზე სროლაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1985 წელს საბჭოთა კავშირის რიგებში დაამყარა მსოფლიო რეკორდი ამ დისციპლინაში.

აშუმოვა მონაწილეობდა 2012 წლის ლონდონში, დიდ ბრიტანეთში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[2]

აშუმოვა არის აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მასწავლებელი ბაქოში. არის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის სტიპენდიანტი 2002 წლის ნოემბრიდან. დაქორწინებულია სპორტული სროლის მწვრთნელ ვლადიმერ ლუნევზე. მათი ვაჟი არის ახალგაზრდა მსროლელი რუსლან ლუნევი.

აშუმოვას მიღებული აქვს მედალი „პროგრესი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. First female competitors at the Olympics by country. Olympedia. ციტირების თარიღი: 8 June 2020
  2. Irada Ashumova. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-24. ციტირების თარიღი: 2021-10-25.