იოჰან ლამბერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოჰან ლამბერტი
ფრანგ. Jean-Henri Lambert
JHLambert.jpg
დაბ. თარიღი 26 აგვისტო 1728(1728-08-26)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი მიულუზი[1]
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი 1777(1777-09-25)[1] [4] [2] [5] [3] (49 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი[6]
მოქალაქეობა Flag of Switzerland.svg შვეიცარია
საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა

იოჰან ლამბერტი (გერმ. Johann Heinrich Lambert; დ. 26 აგვისტო, 1728, ელზასი — გ. 25 ოქტომბერი, 1777, ბერლინი) — გერმანელი ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. აკადემიკოსი ბერლინსა და მიუნხენში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელი ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი იოჰამ ჰენრიხ ლამბერტი დაიბადა 1728 წლის 26 სგვისტოს ელზასში (ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთი) ღარიბი თერძის ოჯახში. იოჰან ლამბერტს შესანიშნავი ხელწერა ჰქონდა, რის გამოც თხუთმეტი წლის ასაკში გადამწერის თანამდებობა მიიღო. შემდეგ კი ბაზელის პროფესორის - იზელინის მდივანი გახდა. თავისუფალ დროს ლამბერტი მეცნიერულ მუშაობას ახმარდა. 1764 წელს ფრიდრიხ დიდმა ლამბერტი ბერლინში მიიწვიეს, იქ იგი აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და სამშენებლო სამუშაოების მთავარ ინსპექტორად დანიშნეს.

იოჰან ლამბერტის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1759-1761 წლებში ლამბერტმა გამოაქვეყნა შრომების სერია, რომლებშიც ფოტომეტრიის თეორია დაამუშავა. ფოტომეტრიაში იგი, უპირველესად ცდილობს სინათლის გაზომვის ზოგადი პრინციპების დადგენას; აქედან გამომდინარე იოჰან ლამბერტი თეორიულად საზღვრავს სინათლის ძალას ცალკეულ შემთხვევებში და ადარებს ექსპერიმენტების შედეგებს; ლამბერტი ჯერ არჩევს მნათი სხეულის აბსოლუტურ განათებულობას, შემდეგ კი ხილულ, ანუ თვალით აღქმულ სიკაშკაშეს. ამის შესაბამისად ფოტომეტრიაში ლამბერტი აყალიბებს შემდეგ ძირითად დებულებებს: რაიმე ზედაპირის განათებულობა ტოლია სინათლის ძალის შეფარდებისა სინათლის წყარომდე მანძილის კვადრატთან; წერტილოვანი წყაროს მიერ რომელიმე ზედაპირის განათებულობა ტოლია სინათლის ძალისა და ზედაპირზე სინათლის დაცემის კუთხის კოსინუსის ნამრავლის შეფარდდებისა სინათლის წყარომდე მანძილის კვადრატთან. ამ ზოგადი დებულებებიდან ლამბერტს მათემატიკური გზით გამოჰყავს მრავალი კანონი სხვადასხვა პირობებში სხეულის განათბულობის შესახებ. შემდეგ იოჰან ლამბერტი იხილავს სარკიდან არეკლილი და სარკეში გასული სინათლის რაოდენობას. განსაზღვრა მზის სიკაშკაშის ფარდობა სავსე მთვარის სიკაშკაშესთან. ამის შემდეგ იოჰან ლამბერტმა შექმნა საკუთარი ტიპის ფოტომეტრი, რომლითაც პრაქტიკულად შეამოწმა თავისი მოსაზრებები.

1761-1766 წლებში იოჰან ლამბერტს ეკუთვნის მათემატიკაში π რიცხვის ირაციონალობის დამტკიცება, შრომები პარალელურად წრფეების, სფერული ტრიგონომეტრიული და ალგებრული განტოლებების შესახებ და სხვა. იგი სისტემატურად იყენებს ჰიპერბოლურ ფუნქციებს. მან შექმნა აგრეთვე ნატურალური ციფრების ცხრილი 102000-მდე 1770 წელს. იოჰან ლამბერტმა შრომების ერთი ნაწილი ასტრონომიას მიუძღვნა. თავის შრომებში იგი პირველი იხსენიებს ორმაგ ვარსკვლავებს. იოჰან ლამბერტს ეკუთვნის ფილოსოფიური ხასიათის ნაშრომებიც.

იოჰან ლამბერტი გარდაიცვალა ბერლინში 1777 წლის 25 ოქტომბერს. მეცნიერის საპატივსაცემოდ მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს, რომელიც აღმოაჩინეს 1878 წელს და კრატერს მთვარის ხილულ მხარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., იშხნელი ა., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. IV, თბ., 1980, გვ., 76-77
  • И. Г. Ламберт. Сборник статей к 250-летию со дня рождения // Историко-математические исследования. — М.: Наука, 1980. — № 25. — С. 189—260.
  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп.. — Киев: Наукова думка, 1986. — 512
  • Круглов А. Н. О понятии феноменологии.// Историко-философский ежегодник. М.: Наука, 2006. С.101-104.
  • Кузичева З. А. Учение о знаках Г. И. Ламберта // Современная логика: проблемы теории, истории и применения в науке: Материалы VII Общероссийской научной конференции. 20—22 июня 2002 г. СПб., 2002. С. 332—334. ISBN 5-288-03115-0
  • Paola Basso Filosofia e geometria : Lambert interprete di Euclide. Firenze : La nuova Italia, 1999. — X, 263 p. ISBN 8822142357
  • Athanase Papadopoulos et Guillaume Théret, " La théorie des parallèles de Johann Heinrich Lambert : Présentation, traduction et commentaires ", Collection Sciences dans l’histoire, Librairie Albert Blanchard, Paris, 2014. ISBN 978-2-85367-266-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118568876 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive
  3. 3.0 3.1 Indiana Philosophy Ontology Project
  4. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. SNAC — 2010.
  6. Ламберт Иоганн Генрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.