იოსებ ჯავახიშვილი
იოსებ ჯავახიშვილი (დ. 16 აგვისტო, 1897, სოფელი ხოვლე, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 13 სექტემბერი, 1982) — თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი 1953, პროფესორი 1954. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოსებ ჯავახიშვილი დაიბადა 16 აგვისტოს, 1897 წელს, სოფელ ხოვლეში, კასპის მუნიციპალიტეტში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1922 წელს. 1954-1957 წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარულ-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1957-1967 წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 1967-1982 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მისი მონაწილეობით დაარსდა რესპუბლიკური კარდიორევმატოლოგიური დისპანსერი და გაიხსნა კარდიორევმატოლოგიური კაბინეტები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში.