იოსებ ბახტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ ბახტაძე (დ. 2 აპრილი, 1929 — გ. ივნისი, 2005) — ქართველი მხატვარი და პედაგოგი. დაიბადა სოფელი კუხში, ხონის რაიონში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და ამავე აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მხატვრულ–კომპლექსური გაფორმების დარგში. მონაწილეობდა თბილისის (1970), ნოვოროსიისკის (1972), სანქტ–პეტერბურგის (1976) მხატვრულ–კომპლექსური, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შენობის გაფორმებაში. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის, თერჯოლის და სხვა ქალაქების სამხატვრო გალერეებსა და მუზეუმებში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1986 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ღირსების ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო: ენციკლოპედია, ტ. I, თბ., 1997, გვ. 383, სოსო ბახტაძე, ხსოვნა, საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, 2005, 5 ივნისი, N132 (5165), გვ. 8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]