იოზეფ სიგერ-ჰრონსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფ სიგერ ჰრონსკი
მშობლიური სახელი Jozef Cíger-Hronský
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1896
ზვოლენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 ივლისი, 1960 (64 წლის)
ლუჰანი, ბუენოს აირესი, არგენტინა
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია
არგენტინის დროშა არგენტინა
პროფესია მწერალი, დრამატურგი, პედაგოგი, პუბლიცისტი

იოზეფ სიგერ-ჰრონსკი ( სლოვაკ. Jozef Cíger-Hronský ; დ. 1896 წლის 23 თებერვალი, ზვოლენი, ავსტრია-უნგრეთი (ახლანდელი ბანსკობისტრიცკის რეგიონი, სლოვაკეთი ) — გ. 1960 წლის 13 ივლისი, ლუჰანი, არგენტინა ) — სლოვაკი მწერალი, დრამატურგი, მასწავლებელი, პუბლიცისტი, მდივანი და ორგანიზაცია ორგანიზაცია  „მატიცა სლოვენსკას“ ერთ-ერთი ლიდერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოზეფ სიგერ-ჰრონსკი დაიბადა 1896 წელს  ცენტრალური სლოვაკეთის ქალაქ ზვოლენში საშუალო შეძლების დურგლების ოჯახში.

მომავალმა მწერალმა დაწყებითი განათლება მიიღო ზვოლენის (1902–1907) და კრუპინეს (1907–1910) საჯარო სკოლებში. 1914 წლამდე სწავლობდა უნგრეთის ქალაქ ლევიცეს პედაგოგიურ სკოლაში,  რომლის დამთავრების  შემდეგ  შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა მასწავლებლად სხვადასხვა ადგილას. თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა, ვინაიდან 1917-1918 წლებში გააგზავნეს იტალიის ფრონტზე, სადაც  მსახურობდა ქვეითად.

მისი პირველი პროზაული ნაწარმოები  გამოიცა 1920-იან წლებში (ნოველების და მოკლე პროზის სახით). პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად 1928-1945 წლებში მუშაობდა საბავშვო ჟურნალ Slniečko (მზე) -ს რედაქტორად. 1933 წელს გახდა „მატიცა სლოვენსკას“ მდივანი, მოგვიანებით,  1940 წელს  კი — მისი ლიდერი, ამ პოსტზე 1945 წლამდე დარჩა.[2]

1930-იანი წლების ბოლოს შეუერთდა გლინკას სლოვაკეთის სახალხო პარტიას (ľudáci).. 1944 წელს, სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების შემდეგ, დააპატიმრეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან.

სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ დევნის შიშით, ის ემიგრაციაში წავიდა ავსტრიაში, შემდეგ იტალიაში და საბოლოოდ დასახლდა არგენტინაში, სადაც მუშაობდა დიზაინერად ტექსტილის ქარხანაში.

არგენტინაში ყოფნის პერიოდში  ჩამოაყალიბა  „მატიცა სლოვენსკა“ საზღვარგარეთ (Zahraničná Matica slovenská).  ის იყო უცხოეთში მყოფი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და უცხოეთში  სლოვაკეთის მწერალთა და ხელოვანთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე.

გარდაიცვალა 1960 წელს არგენტინაში.

1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს ჩეხოსლოვაკიაში, შემდეგ კი 1993 წელს საზეიმოდ დაკრძალეს მარტინის სახალხო სასაფლაოზე.[3]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთობლივი საფლავი ჯ. ციგერ-გრონსკი და პოეტი სტეფან კრჩმერი მარტინის სახალხო სასაფლაოზე

იოზეფ სიგერ-ჰრონსკი ლირიკული პროზის წარმომადგენელია.  ის არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საბავშვო მწერალი სლოვაკეთში.

მისი, როგორც პროზაიკოსის, დებიუტი  1920-იან წლებში შედგა.

იოზეფ სიგერ-გრონსკის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „იოზეფ მაკი“, რომელშიც ავტორი ცდილობდა შეექმნა მითი სლოვაკეთის შესახებ. მწერალი ცნობილი გახდა ცხოველების შესახებ ზღაპრებით ("მამაცი კურდღელი", "მამაცი კურდღელი აფრიკაში", "ბუდკაჩიკი და დუბკაჩიკი", "სამი ჭკვიანი ბავშვი"). იგი ავტორია ბავშვებისთვის შექმნილი  პირველი მხატვრული და ისტორიული სლოვაკური ნაწარმოებისა  — მოთხრობები „ფალკონერი ტომაშის“ შესახებ.

მწერლის ნაწარმოებები ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.[4]

რჩეული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროზა
  • 1923 — U nás (თხზულებების კრებული)
  • 1925 — Domov (თხზულებების კრებული)
  • 1927 — Žltý dom v Klokočove (რომანი)
  • 1929 — Medové srdce (თხზულებების კრებული)
  • 1930 — Proroctvo doktora Stankovského (რომანი)
  • 1932 — Chlieb (რომანი)
  • 1932 — Podpolianske rozprávky (თხზულებების კრებული)
  • 1933 — Jozef Mak (რომანი)
  • 1933 — Tomčíkovci (თხზულებების კრებული)
  • 1934 — Sedem sŕdc (რომანი)
  • 1938 — Jarný vietor a iné rozprávky
  • 1939 — Na krížných cestách (роман)
  • 1940 — Cesta slovenskou Amerikou (მოგზაურის ჩანაწერები)
  • 1940 — Pisár Gráč (რომანი)
  • 1944 — Na Bukvovom dvore (რომანი)
  • 1944 — Šmáková mucha (რომანი)
  • 1947 — Tri listy
  • 1947 — Predávač talizmanov Liberius Gaius od Porta Colina (რომანი)
  • 1948 — Andreas Búr Majster (რომანი)
  • 1960 — Svet na trasovisku (რომანი)
  • 1997 — Pohár z brúseného skla (თხზულებების კრებული)
დრამატურგია
  • 1926 — Firma Moor
  • 1929 — Červený trojuholník
  • 1929 — Návrat
ნაწარმოებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
  • 1924 — Najmladší Závodský
  • 1925 — Kremnické povesti
  • 1926 — Janko Hrášok
  • 1928 — Pod kozúbkom
  • 1930 — Smelý Zajko
  • 1931 — Smelý Zajko v Afrike
  • 1931 — Zakopaný meč
  • 1932 — Budkáčik a Dubkáčik
  • 1932 — Sokoliar Tomáš
  • 1932 — Brondove rozprávky
  • 1932 — Zábavky strýca Kurkovského
  • 1933 — Zlatý dážď
  • 1934 — Zlaté hodinky
  • 1935 — Strýcovo vrtielko
  • 1936 — Tri rozprávky
  • 1937 — Zlatovlasá sestra
  • 1939 — Budatínski Frgáčovci
  • 1940 — Tri múdre kozliatka
  • 1941 — Traja bratia

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. WNKLER, TOMÁŠ. Je to omyl alebo zase zámerná mystifikácia? [online]. Petit Press, [cit. 2022-08-03]. Dostupné online.
  2. Kružliak: Hronský, Jozef, in: Biographisches Lexikon zur Geschichte Südosteuropas. Bd. 2. München 1976, S. 190 f. (გერმ.)
  3. Jozef Cíger Hronský // ენციკლოპედია ბროკჰაუზი(გერმ.) / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. Архив изобразительного искусства — 2003.(სლოვაკ.)