ჟოაო აველანჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟოაო აველანჟი
ჟოაო აველანჟი
ფიფას მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1974 – 1998
წინამორბედისტენლი როუზი
მემკვიდრეიოზეფ ბლატერი

დაბადებული8 ივნისი, 1916
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
გარდაცვლილი16 აგვისტო, 2016 (100 წლის)

ჟოაო (ჟუან[1]) აველანჟი (პორტ. Jean-Marie Faustin Goedefroid de Havelange ან João Havelange. დ. 8 მაისი, 1916, რიო-დე-ჟანეირო — გ. 16 აგვისტო, 2016) — ფიფას მეშვიდე პრეზიდენტი. თანამდებობაზე იმყოფებოდა 1974–1998 წლებში. 1998 წელს აირჩიეს ფიფას საპატიო პრეზიდენტად.

აველანჟი ბრაზილიის მოქალაქეა. 1963 წლიდან სოკ-ის წევრია. როგორც სპორტსმენი ორჯერ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში. 1936 წელს როგორც მოცურავე, ხოლო 1952 წელს, როგორც ბრაზილიის წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გადადის ადმინისტრაციულ სფეროში. 1955–1963 წლებში ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის წევრია. ხოლო შემდეგ სამუშაოდ გადადის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მიღებული ნორმების მიხედვით პორტუგალიური სახელი João გადმოიცემა როგორც ჟუან.