ინციდენტი სურუგის ყურის თავზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
JAL 907 და JAL 958 რეისები
JAL2001incident.png
ზოგადი მონაცემები
თარიღი 31 იანვარი, 2001 წელი
მიზეზი დისპეჩერის შეცდომა
ადგილი იაპონიის დროშა იაპონია, იაიძუსთან ახლოს, სურუგას ყურის თავზე
პირველი თვითმფრინავი
ტიპი Boeing 747-446D
ავიაკომპანია იაპონიის დროშა Japan Airlines
რეგისტრაცია JA8904
გამოფრენა იაპონიის დროშა ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი
დანიშნულება იაპონიის დროშა ნაჰას საერთაშორისო აეროპორტი (ოკინავა)
მგზავრი 411
ეკიპაჟი 16
დაშავებული 100
გადარჩენილი 427 (ყველა)
მეორე თვითმფრინავი
ტიპი DC-10-40D
ავიაკომპანია იაპონიის დროშა Japan Airlines
რეგისტრაცია JA8546
გამოფრენა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა კიმჰეს საერთაშორისო აეროპორტი (პუსანი)
დანიშნულება იაპონიის დროშა ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი
მგზავრი 237
ეკიპაჟი 13
დაშავებული 0
გადარჩენილი 250 (ყველა)
JAL 907 რეისის დაზარალებული მგზავრების ბორტზე განლაგების რუკა.

ინციდენტი სურუგის ყურის თავზე31 იანვარი 2001 წელი, ცაში სურუგის ყურის (იაპონია) სანაპიროს თავზე სიძუოკის პრეფექტურაში Japan Airlines-ის ორი ლაინერის მონაწილეობით მოხდა საავიაციო ინციდენტი, რომელნიც გადამკვეთი კურსით ფრენისას ცოტათი ასცდნენ ერთმანეთთან შეჯახებას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი დროით 15:36 საათზე ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტიდან გამოფრინდა თვითმფრინავი ბოინგ 747-446D სარეგისტრაციო ნომრით „JA8904“, რომელიც შიდა ავიარეის JAL907-ს ახორციელებდა და მიფრინავდა ნაჰაში[1]. მის ბორტზე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის 16 წევრი 40 წლის კაპიტან მაკოტო ვატანაბეს (იაპონ. 渡辺 誠) ხელმძღვანელობით და აგრეთვე 411 მგზავრი. მალე თვითმფრინავმა 11700 მეტრის (39000 ფუტის) სიმაღლე დაიკავა. ამავდროულად 11100 მეტრის (37000 ფუტის) სიმაღლეზე მისი გზის გადამჭრელად მიფრინავდა თვითმფრინავი DC-10-40D სარეგისტრაციო ნომრით „JA8546“, რომელიც საერთაშორისო რეის JAL958-ს ასრულებდა სამხრეთ კორეული კიმჰის აეროპორტიდან (ქ. პუსანი) იაპონიის ნარიტის აეროპორტში. მის ბორტზე 13 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა კაპიტან ტაცუიუკი აკაძავოს (იაპონ. 赤沢 達幸) მეთაურობით და 237 მგზავრი[1].

თვითმფრინავები უსაფრთხო 600 მეტრის (2000 ფუტის) ინტერვალით უნდა დასცილებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ 15:54 საათზე ტოკიოს ფრენების მართვის ცენტრში, რომელიც ქალაქ ტოკოროძავაში მდებარეობს, 26 წლის სტაჟიორმა ჰიდეკი ჰატიტანიმ (იაპონ. 蜂谷 秀樹), რომელიც ამავდროულად ათეულ სხვა ასეთ რეისთან მუშაობდა, ეკრანზე დაინახა რეის 907-სა და 958-ს გადამკვეთი ტრაექტორია და რეის 958 (DC-10)-ს ბრაძენა მისცა, რომ 10500 მეტრის (35000 ფუტის) სიმაღლეზე დაშვებულიყვნენ. თუმცა მას აერია და შემთხვევით არასწორი ნომერი 907 (B747) დაასახელა. ცოტა მოგვიანებით, შეამჩნია რა, რომ 958 ისევ იგივე სიმაღლეზე მიფრინავდა, სტაჟიორმა ამ რეისს მარჯვნივ გადახვევის ბრძანება მისცა. რეის 958-ის ბორტზე ეს ბრძანება ვერ გაიგეს. სტაჟიორის ხელმძღვანელმა, იასუკო მომიიმ (იაპონ. 籾井 康子), გააცნობიერა რა არსებული სიტუაციის სახიფათოობა, ეთერში გასცა ბრძანება „957, დაიწყეთ სიმაღლის აკრეფა“, თუმცა ამ მომენტში რადარებზე არანაირი რეისი 957 არ იყო. ამ დროს რეის 907-ის (B747) TCAS-ის სისტემამ სიმაღლის აკრეფის ბრძანების გაცემა დაიწყო, ამავდროულად კი რეის 958-ის ( DC-10) პილოტებს სიმაღლის შემცირების ბრძანებას აძლევდა. პილოტმა ვატანაბემ ყურადღება არ მიაქცია TCAS-ის ბრძანებას და განაგრძო დისპეჩერის მიერ გაცემული დაშვების ბრძანების შესრულება. პილოტმა აკაძავამ კი სისტემის ბრძანების თანახმად, ასევე დაშვება დაიწყო. ასე რომ ორივე თვითმფრინავი ახლა უკვე ერთ სიმაღლეზე მიფრინავდნენ ურთიერთ გადამკვეთი გზით.

15:55:02-ზე ეთერში როგორც იქნა გაისმა რეის 907-სთვის ბრძანება, რომელიც ამ მომენტში 10860 მეტრის (36200 ფუტის) სიმაღლეზე იმყოფებოდა, რომ 11700 მეტრის (39000 ფუტის) სიმაღლეზე ასულიყო, მაგრამ ამ ბრძანების შესრულება ვატანაბემ ვეღარ მოასწრო, რადგან სულ რამდენიმე წამში მან შეამჩნია მისი საფრენის გზის გადამკვეთად მომფრინავი რეისი 958 და საჭევარი მისგან მთლიანად წინ გასწია, აიძულა რა თვითმფრინავ 747-ს მკვეთრად ქვევით მიმართულიყო და თვითმფრინავ DC-10-ის ქვევით ჩაეყვინთა. თვითმფრინავები 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე დასცილდნენ. თვითონ ვატანაბემ განაცხადა, რომ სხვაობა სიმაღლეში მხოლოდ 11 მეტრი (35 ფუტი) იყო. მოგვიანებით უცნობმი მგზავრი ტელეარხ NHK-ს ერთ-ერთ გადაცემაში ყვებოდა: „მე არასდროს მენახა, რომ თვითმფრინავი ასე ახლოს დაფრინავდეს. მე მეგობა, რომ ჩვენ ჩამოვვარდებოდით“ (ინგლ. I have never seen a plane fly so close. I thought we were going to crash). კადენის სამხედრო ბაზის აკადემიის სტუდენტმა ალექს ტერნერმა (ინგლ. Alex Turner), გამოითვალა, რომ მანევრის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე წამს შეადგენდა.

რადგანაც თვითმფრინავების გადაკვეთისას ბორტგამცილებლები უკვე ემსახურებოდნენ მგზავრებს, ბოინგის მკვეთრმა მანევრმა გამოიწვია ცხელ სასმელიანი ურიკების გადაყირავება, ბევრი ბორტგამცილებელი და ღვედშეუკრავი მგზავრები კი ზემოთ აისროლა და ჭერს მიაჯახა. ერთი ბიჭი 4 სავარძლით უკან გადაისროლა, ხოლო 54 წლის ქალმა ფეხიც კი მოიტეხა. სულ რეის 907-ს ბორტზე სერიოზული ტრავმა 9 ადამიანმა მიიღო: 2-მა ბორტგამცილებელმა და 7-მა მგზავრმა[1]. კიდევ 81-მა მგზავრმა და 10 ბორტგამცილებელმა კი უმნიშვნელო ტრავმები[1] — უმეტესწილად დამწვრობები და დაჟეჟილობები. 16:45 საათზე რეისი 907 მცირე დაზიანებებით უკან დაბრუნდა და ტოკიოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. რეის 958 ბორტზე არავინ დაშავებულა.

ორივე თვითმფრინავზე მყოფთაგან არავინ გარდაცვლილა. თუ ეს შეჯახება მაინც მოხდებოდა, შეიძლებოდა 677 ადამიანი დაღუპულიყო, რაც 94-ით გადააჭარბებდა იმ დროისთვის ყველაზე დიდი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა რიცხვს.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო დღის 6 საათისთვის საავადმყოფოებში ისეც იყვნენ რეის 907-ის 8 მგზავრი, ხოლო დავდაპირველად ჰოსპიტალიზირებულთაგან 22 მგზავრი უკვე გაწერეს. კომპანია Japan Airlines-მა რეის 907-ის ყველა მგზავრს ოფიციალური ბოდიში გაუგზავნა, აღსანიშნავია ის რომ დაჭრილებს პირადად მოუხადეს, სხვებს კი — პოსტით. ასევე იაპონიის მთავრობამ მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ შესაბამისი ზომები მიეღოთ, რათა ასეთი ინციდენტები აღარ განმეორებულიყო მომავალში. თუმცა ICAO-მ თავდაპირველად აღარ განაგრძო გამოძიება. 2002 წლის 1 ივლისს, რეის 907-სა და 958-ის ინციდენტიდან 18 თვის შემდეგ, გერმანიის საჰაერო სივრცეში ბოდენის ტბის მიდამოებში მსგავს გარემოში შეეჯახნენ Ту-154М (ბაშკირეთის ავიახაზები) და B757 (DHL), რის შედეგადაც დაიღუპა 71 ადამიანი. ამან საბოლოოდ აიძულა ICAO, რათა იაპონიის ცაში მომხდარი ინციდენტი გამოეძიებინა. იმავე წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ იქნა ანგარიში გამოძიების შესახებ.

სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის 7 მაისს ტოკიოს პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება დისპეჩერბის ჰიდეკი ჰატიტანისა და იასუკო მომიის მიმართ და ასევე პილოტ მაკოტო ვატანაბეს მიმართ ეჭვით პროფესიულ გულგრილობაში. მალე პილოტ ვატანაბეს ყველა ბრალდება მოხსნეს, რადგანაც იმ დროს არსებული ავიაკომპანიების ინსტრუქციები TCAS-ის ბრძანებებს არ ანიჭებდნენ უპირატესობას დისპეჩერის ბრძანებებზე. აგრეთვე TCAS-მა ბრძანებების გაცემა ინციდენტამდე 50 წამით ადრე დაიწყო და დისპეჩერებს კიდევ ჰქონდათ დრო, რომ სიტუაცია გამოესწორებინათ. 2004 წლის 30 მარტს დისპეჩერებს ჰატიტანისა და მომიის წაუყენეს ბრალდება პროფესიულ გულგრილობაში, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

როდესაც ჰატიტანი და მომიი ტოკიოს ოლქის სასამართლოზე წარდგნენ, იმ დროისთვის ისინი უკვე 30 და 35 წლისანი იყვნენ, საკუთარი თავი მათ უდანაშაულოდ ცნეს. დისპეჩერების ადვოკატები იმის დამტკიცებას ცდილობდანენ, რომ მომხდარში დამნაშავეები თვითონ პილოტები იყვნენ. 2004 წლის 9 სექტემბერს გაიმართა წინასწარი მოსმენები, რის შემდეგაც 2005 წლის 16 ნოემბრამდე მომხდარი ინციდენტის მოდელირებით ჩატარებულ იქნა 12 გამოცდა. მათი შედეგებით ბრალდებამ განაცხადა, რომ ბრალდებულებმა უგულებელჰყვეს მოთხოვნები ორი თვითმფრინავის სწორად დაცილების შესახებ, გასცემდნენ არასწორ მითითებებს, ხოლო ხელმძღვანელმა ვერ შეძლო სტაჟიორის შეცდომის გამოსწორება. საპასუხაოდ დაცვა ამტკიცებდა, რომ არასწორ ბრძანებებს მყისიერ არ გამოუწვევია შეჯახების საშიშროება, არსებული ინსტრუქციები TCAS-ის შესახებ არ იყვნენ სათანადონი, ხოლო თვითმფრინავის პოზიციის ნავიგაციური კომპიუტერი არასწორ მონაცემებს აჩვენებდა.

2006 წელს პროკურორმა ჰატიტანისთვის 1 წლიანი სასჯელი მოითხოვა, ხოლო მომიისთვი — 1,5 წლიანი. მაგრამ იმავე წლის 20 მარტს ჩატარებულმა სასამართლომ მოსამართლე ჰისაჰარუ იასუის (იაპონ. 安井 久治) თავმჯდომარეობით ისინი უდანაშაულოდ აღიარა, ჩათვალა რა, რომ სტაჟიორს ვერ შეეძლო საშიშროების წინასწარგანჭვრეტა და რომ რეისების ნომრების არევა არ წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ამასთანავე მოსამართლე ჰისაჰარუ იასუიმ აღნიშნა, რომ ძიება პილოტების მიმართ ამ შემთხვევაში არის „არაშესაფერისი“. 31 მარტს ტოკიოს საოლქო პროკურორმა აპელაცია შეიტანა ტოკიოს მთავარ სასამართლოში. იმავე წელს იაპონიის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება Japan Airlines-სა და Tokio Marine & Nichido Fire Insurance-სთვის საერთო ჯამში 82,4 მილიონი იენის გამოყოფის შესახებ, რათა დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის შესაძლებლობა მიეცათ.

2008 წლის 11 აპრილს ტოკიოს მთავარმა სასამართლომ, აპელაციის განხილვის შემდეგ, გააუქმა 2006 წლის გადაწყვეტილება და დისპეტჩერები ჰატიტანი და მომიი დამნაშავეებად ცნო. თავმჯდომარე მოსამართლემ კენ სუდამ (იაპონ. 須田 賢) 33 წლის ჰატიტანის 1 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 39 წლის მომიის თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, ამასთანავე ორივე განაჩენი აღსრულების 3 წლით გადატანას ითვალისწინბდნენ. მოსამართლე სუდამ განაცხადა, რომ რეისების ნომრების არევა „ელემენტარული შეცდომებია“. დისპეჩერების წარმომადგენელმა ადვოკატებმა აპელაცია შეიტანეს, მაგრამ 2010 წლის 26 ნოემბერის უმაღლესმა სასამართლოს ისინი უარყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]