ინდონეზიური სამზარეულო
ინდონეზიური სამზარეულო — ერთ-ერთი გამორჩეული აზიური სამზარეულო. ინდონეზიის ეროვნული სამზარეულო წარმოადგენს ამ ქვეყნის მცხოვრებ ხალხთა კულინარიული ტრადიციების ერთობლიობას. იგი შედგება რამდენიმე მიმართულებით, რომლებიც გარკვეულ ეროვნულობაში იყო თანდაყოლილი, მაგრამ თანდათანობით ნაციონალური აღმოჩნდა.
ნასი გორენგი ინდონეზიურ სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდონეზიური საჭმელია, ძირითადად შეხვდებით როგორც ქუჩის საჭმელების ბაზრობებზე, ასევე ხუთ ვარსკვლავინი რესტორნების მენიუებში. ნასი გორენგს ამზადებენ, როგორც ბოსტნეულით, ასევე ზღვის პროდუქტეებითა და ქათმით. ინდონეზიური სამზარეულოე ერთ-ერთი გამორჩეული სამზარეულოა, უგემრიელესი კერძების ფართო არჩევანია ამ ქვეყნის სამზარეულოში, მათ შორის ასევე გამორჩეულია: გადო-გადო (მიწის თხილის სოუსის სალათი) - ეს არის რამდენიმე სახით მოთუშული ბოსტნეული. ძირითადად კვერცხთან, ტოფუსთან და ფერმენტირებული სოიოს ორცხობილასთან ერთადაც. ევროპული სამზარეულოს ნაირსახეობას წარმოადგენს პილმენი შიმეი, რომელიც არის თევზის შიგთავსით. ინდონეზიური სამზარეულოს მთავარ და გამორჩეულ კერძს წარმოადგენს კალიო უდანგ დან ქუმი, მის უმთავრესს ინგრედიენტს კრევეტები და კალმარი წარმოადგენს. ძირითადად მომზადებულია ლიმონის ფოთლებით, ჯინჯერითა და ქოქოსის რძით. ეს უკანასკნელი კერძს განსაკუთრებულ არომატსა და გემოს ანიჭებს.
ინდონეზიური სამზარეულო სიცხარითაც ძალზედ გამორჩეულია, აქ ჩვენ ვხვდებით სამბალს, ჩილის სოუსს. ინდონეზიური კეტჩუპი, რომელიც სიცხარეში ჩინურ წიწაკას არ ჩამოუვარდება.
ინდონეზიური სამზარეულოს კერძები ხშირად წარმოდგენილია საკმაოდ რთული არომატებით, რომელიც შეიძინა გარკვეული ინგრედიენტების და სანელებლების ნარევიდან. ინდონეზიურ კერძებს აქვთ მდიდარი არომატი; ყველაზე ხშირად გამოყენებულია ქონდარი. ინდონეზიელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ცხელ და ცხარე საჭმელს.
ინდონეზიური საკვები არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფერადი სამზარეულო, მსოფლიოში თავისი ინტენსიური არომატით.
ვეგეტარიანელობა ინდონეზიაში კარგად არის წარმოდგენილი, რადგან არსებობს ვეგეტარიანული კერძები, ხორცის შემცვლელების ფართო არჩევანით წარმოდგენილი.
არქიპელაგიურ ერში, ზღვის პროდუქტები უხვად არის, მას ჩვეულებრივ იყენებენ ინდონეზიელი მაცხოვრებლები სანაპირო რაიონებში. თევზი განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ ინდონეზიის რეგიონებში, სადაც ადამიანების უმეტესობა მეთევზეობით არის დაკავებული.
ბრინჯი თანამედროვე ინდონეზიის ყველა კლასისთვის არის და ის ცენტრალურ ადგილს იკავებს ინდონეზიურ კულტურაში. ინდონეზიურ სამზარეულოში ვხვდებით: ქოქოსის რძეში მოხარშული ბრინჯი; მოხარშული ბრინჯი ქოქოსის რძით და ცედრათი; ბრინჯის კრეკერი; ბრინჯის ღვინო და შემწვარი ბრინჯი.
როგორც მაჰმადიანური უმრავლესობის ქვეყანა, ინდონეზიელი მუსულმანები იზიარებენ ისლამურ კანონებს, რომლებიც კრძალავს ალკოჰოლურ სასმელებს. თუმცა, უძველესი დროიდან, არქიპელაგში ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელები მაინც იყო ცნობილი. აქ ჩვენ ვხვდებით პალმის ღვინოს, ასევე ინდონეზიაში პოპულარულია ბალიზიური ბრინჯის ღვინო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Owen, Sri. "Indonesian Food and Cookery" ISBN 978-0907325000 Prospect Books, 1980
- Owen, Sri. "Sri Owen's Indonesian Food" ISBN 978-1910496718 Pavilion Books, 2015
- Wongso, William. "Flavors of Indonesia: William Wongso's Culinary Wonders" ISBN 978-9798926327 Bab Publishing, 2016
- Ford, Eleanor. "Fire Islands: Recipes from Indonesia" ISBN 978-1911632047 Murdoch Books, 2019