ინგლისის თასის ფინალი 1986

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინგლისის თასის ფინალი 1986 — 1986 წლის 10 მაისს უემბლის სტადიონზე გამართული ინგლისის ასოციაციის თასის რიგით 105-ე ფინალი. ფინალში შედგა მერსისაიდული დერბი ლივერპულსა და ევერტონს შორის. თასის ფინალამდე 7 დღით ადრე ლივერპულმა ლიგის ტიტული მოიგო, ევერტონი კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. ამ დროისთვის ლივერპულური ორი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში წამყვან კლუბებად მიიჩნეოდა.

ლივერპულმა მატჩი 3–1 მოიგო, რითაც მოთამაშე-მწვრთნელმა კენი დალგლიშმა სეზონი ორი ტიტულით დაასრულა. პირველი გოლი ევერტონის შემტევმა გარი ლინეკერმა გაიტანა, მეორე ტაიმში იან რაშის დუბლით და კრეიგ ჯონსტონის გოლებით ლივერპულმა გამარჯვება გაიფორმა. როგორც ინგლისის ჩემპიონი ლივერპული შემდგომ სეზონზე ევროპის თასზე უნდა გასულიყო, ხოლო მეორე ადგილოსანი ევერტონი უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე, მაგრამ ეიზელის კატასტროფის გამო ინგლისურ კლუბებს აეკრძალათ ევროტურნირებზე მონაწილეობა. ლივერპული ფორმალურად განაცხადში იყო შეყვანილი.[1]

ინგლისის თასზე ეს ლივერპულის მესამე გამარჯვებაა 1974 წლის შემდეგ. ევერტონი კი მესამედ გავიდა ფინალში, სადაც ორჯერ დამარცხდა. ბოლოს ევერტონი ერთი წლით ადრე იყო ფინალში, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა გაიმარჯვა.

ოცი წლის შემდეგ, 2006 წლის აპრილს, ენფილდზე საქველმოქმედო მატჩით გაიხსენეს ეს თამაში, სადაც ლივერპულმა გაიმარჯვა 1-0, გოლის ავტორი იყო ჯონ დურნირი.[2]

დეტალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 მაისი 1986
15:00 BST
ლივერპული 3–1 ევერტონი უემბლი, ლონდონი
მაყურებელი: 98,000
მსაჯი: ალან რობინსონი (ჰემფშირი)
რაში გოლი 56'83'
ჯონსტონი გოლი 62'
Report ლეინეკერი გოლი 27'
ლივერპული
ევერტონი
GK 1 ზიმბაბვეს დროშა ბრიუს გრობელარი
RB 4 შოტლანდიის დროშა სტივ ნიკოლი
CB 2 ირლანდიის დროშა მარკ ლოურენსონი
CB 6 შოტლანდიის დროშა ალან ჰანსენი ()
LB 3 ირლანდიის დროშა ჯიმ ბეგლინი
RM 8 ავსტრალიის დროშა კეიგ ჯონსტონი
CM 10 დანიის დროშა იან მიოლბიო
CM 11 შოტლანდიის დროშა კევინ მაკდონალდი
LM 5 ირლანდიის დროშა რონი უილანი
SS 7 შოტლანდიის დროშა კენი დალგლიში
CF 9 უელსის დროშა იან რაში
შემცვლელი:
MF 12 ინგლისის დროშა სტივ მაკმაონი
მოთამაშე-მწვრთნელი:
შოტლანდიის დროშა კენი დალგლიში
GK 1 ინგლისის დროშა რობი მიმსი
RB 2 ინგლისის დროშა გარი სტივენსი შეცვლაზე გამოყვანა 72 წუთის შემდეგ 72'
CB 4 უელსის დროშა კევინ რატკლიფი ()
CB 5 ინგლისის დროშა დერეკ მოუნტფილდი
LB 3 უელსის დროშა პეტ ვან დე ჰაუ
RM 7 ინგლისის დროშა ტრევორ სტივენი
CM 6 ინგლისის დროშა პიტერ რეიდი
CM 10 ინგლისის დროშა პოლ ბრეისველი
LM 11 ირლანდიის დროშა კევინ შიდი
CF 8 ინგლისის დროშა გარი ლინეკერი
CF 9 შოტლანდიის დროშა გრაამ შარპი
შემცვლელი:
FW 12 ინგლისის დროშა ედრიან ჰიტი შეცვლაზე შესვლა after 72 წუთი 72'
მწვრთნელი:
ინგლისის დროშა ჰოვარდ კენდელი

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Liverpool v Everton 1986 FA Cup Final: as it happened. Guardian (9 May 2020). ციტირების თარიღი: 14 May 2020.
  2. Rogers, Paul. (1 May 2006) Reds leave it late to win Replay 86. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 15 September 2017.