ინგა მამუჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ინგა მამუჩიშვილი
დაბ. თარიღი 1962
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო

ინგა მამუჩიშვილი (დ. 17 ივნისი, 1962, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

ბიგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1991 წელს — კრწანისის რაიონის მთავარი პედიატრი. 1991 წელს (3 თვე) — არაბეთის გაერთიანებული ემირატები — წითელი ჯვრის კლინიკა — ექიმი-პედიატრი. 1992-1995 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი და ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი-პედიატრი. 1996-2004 წლებში – ამავე კათედრის ასისტენტი. 2004-2006 წლებში — დოცენტი. 2004-2011 წლებში — ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორი. 2004-2011 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს წევრი, დიდი საბჭოს წევრი, სადისერტაციო საბჭოს წევრი. 2011-2019 წლებში — „სეუ“-ს პროფესორი და კლინიკა სეუ-ს ექიმი-პედიატრი. 2011-2015 წლებში — მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი. 2015-2017 წლებში — კლინიკა „Medical House“, ექიმი პედიატრი. 2017 წლიდან — “მზიურიმედი”, ექიმი- პედიატრი. 2019 წლიდან — კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალს“-ის პედიატრიული ამბულატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში. 72 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2016 წელს მიენიჭა „წლის საუკეთესო პედიატრის“ წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ასთმური კომპონენტით მიმდინარე ბრონქო–პულმონური პათოლოგიების კლინიკური ვარიანტების განმსაზღვრელი ფაქტორები და იმუნომოდულაციის ეფექტურობა ბავშვთა ასაკში“, დაიცვა 1995 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ნეიროჰუმორული და ენერგოუზრუნველყოფის სისტემების ურთიერთკავშირის სტრესინდუცირებული დარღვევები მოზარდებში“, დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პედიატრია: სახელმძღვ. სამედ. უნ-ტისა და ინ-ტების სპეც. სტუდ. თბილისი, მედეა, 2001, გვ. 336
  • სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში, თბილისი, 2000, გვ. 15
  • გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში: დამხმ. სახელმძღვ. სტუდენტ მედიკოსებისა და ახალგაზრდა ექიმებისათვის, თბილისი, საქართველო, 1997, გვ. 256

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 183
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 349

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]