შინაარსზე გადასვლა

იმერული ბალიშა ცრუფარიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერული ბალიშა ცრუფარიანა (ლათ. Neopulvinaria imeretina), მწუწნავი მწერი კოქციდების ქვერიგისა. ვაზის და სხვა მცენარეების მავნებელია. პოლიმორფული სახეობაა. დედლის სხეულის სიგრძეა 3—11 მმ. ჭრელია, კვერცხის დების პერიოდში გამოყოფს თეთრ საკვერცხე ჩანთას (ოვისაკს). 1955 წელს პირველად აღწერეს საქართველოში (კერძოდ, იმერეთში), შემდეგ — საფრანგეთსა და იტალიაში. იმერული ბალიშა ცრუფარიანა საქართველოს ვაზის საშიში მავნებელია. მის მოსასპობად იყენებენ ფოსფორორგანოების პრეპარატებს, რომლებსაც შემოდგომაზე ასხურებენ მცენარეს.