ილჰან ომარი
ილჰან ომარი | |
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი მინესოტის მე-5 ოლქიდან | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 3 იანვარი, 2019 |
წინამორბედი | კიტ ელისონი |
მინესოტის წარმომადგენელთა პალატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი, 2017 – 3 იანვარი, 2019 | |
წინამორბედი | ფილის კანი |
მემკვიდრე | მოჰამუდ ნური |
დაბადებული | 4 ოქტომბერი, 1981 მოგადიშო, სომალი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | აჰმედ ნურ საიდ ელმი (ქ. 2009, გ. 2017) აჰმედ ჰირსი (ქ. 2018) |
შვილები | 3 |
განათლება | ჩრდილოეთ დაკოტის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ილჰან აბდულაჰი ომარი[1] (ინგლ. Ilhan Abdullahi Omar; დ. 4 ოქტომბერი, 1981, მოგადიშო, სომალი)[2] — ამერიკელი სომალელი პოლიტიკოსი მინესოტიდან. 2016 წელს, ომარი აირჩიეს მინესოტის წარმოამდგენელთა პალატის წევრად, დემოკრატიულ-ფერმერ-ლეიბორისტული პარტიის რიგებიდან. ამით ის პირველი ამერიკელი სომალელი გახდა, რომელიც შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.[3]
2019 წლის 3 იანვარს, ომარი აშშ-ის კონგრესის პირველი ამერიკელი სომალელი წევრი გახდა. წარმოადგენს მინესოტის მე-5 საარჩევნო ოლქს, რაც მოიცავს მინეაპოლისს, ედინას, რიჩფილდს, ოქროს ველსა და სხვა გარეუბნებს. დემოკრატიული პარტიის სხვა წევრთან, რაშიდა ტლაიბთან ერთად, რომელიც მიჩიგანის მე-13 საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, ომარი კონგრესში პირველად არჩეული ორი მუსლიმი ქალბატონიდან ერთ-ერთია.[4] ომარი ასევე კონგრესში არჩეული პირველი ამერიკელი სომალელია და პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შევიდა მინესოტიდან.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ილჰან ომარი
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოფიციალური გვერდი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ NDSU Fall 2011 Graduates
- ↑ Profile: Rep. Ilhan Omar (DFL-MN).
- ↑ Blair, Olivia (November 9, 2016). „Ilhan Omar: Former refugee is elected as America's first Somali American Muslim woman legislator“. The Independent. London. ციტირების თარიღი: November 9, 2016.
- ↑ Golden, Erin (November 7, 2018). „Ilhan Omar makes history, becoming first Somali-American elected to U.S. House“. Star Tribune. ციტირების თარიღი: November 7, 2018.
- ↑ O'Grady, Siobhán. (November 7, 2018) Trump demonized Somali refugees in Minnesota. One of them just won a seat in Congress. en. ციტირების თარიღი: November 7, 2018