შინაარსზე გადასვლა

ილო ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯიბლაძე.
ილო ჯიბლაძე
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1916(1916-12-25)
დაბ. ადგილი ბათუმი
გარდ. თარიღი 5 მაისი, 1992(1992-05-05) (75 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი

ილო (ილარიონ) ჯიბლაძე (დ. 25 დეკემბერი, 1916 — გ. 5 მაისი, 1992) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1969), დოცენტი (1972).

ილო ჯიბლაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1941 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც დაბრუნდა 1945 წლის ნოემბერში. 1946 წელს მუშაობა დაიწყო აჭარის ასსრ განათლების სამინისტროში ინსპექტორად; იმავე წლის ნოემბრიდან გადავიდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე.[1]

ილო ჯიბლაძემ საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1969 წელს თემაზე: „ქ. ბათუმისა და ქ. ტუაფსეს შედარებითი ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“. მის სადისერტაციო ნაშრომში დეტალურად არის განხილული და ერთმანეთთან შედარებული ორი ქალაქის — ბათუმისა და ტუაფსეს მრეწველობა, განათლება, კულტურის კერები და საქალაქო მეურნეობა ეკონომიკურ-გეოგრაფიულ ჭრილში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა.[1]

  • ბათუმის რაიონი : ეკონ-გეოგრ. დახასიათება (ავტორი). ბათუმი, [აჭარის] სახელგამი, 1960.
  1. 1.0 1.1 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.