ილმენის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ილმენის მთები
ილმენის ნაკრძალის ხედი მთებიდან
ილმენის ნაკრძალის ხედი მთებიდან
კოორდინატები: 55°03′ ჩ. გ. 60°06′ ა. გ. / 55.050° ჩ. გ. 60.100° ა. გ. / 55.050; 60.100
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩელიაბინსკის ოლქი
უმაღლესი წერტილი მ. ილმენთაუ
სიმაღლე 753 
სიგრძე 50 კმ
ილმენის მთები — რუსეთი
ილმენის მთები

ილმენის მთები,[1] ილმენის ქედი, ილმენები — ქედი სამხრეთ ურალში, რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. სიგრძე 50 კმ-ზე მეტი, სიმაღლე 753 მეტრამდე (მთა ილმენთაუ). წარმოადგენს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ხაზოვნად გადაჭიმულ, ძველი ბლოკის ძლიერ დისლოცირებულ შვერილს, რომელსაც დაბალმთიანი რელიეფი ახასიათებს.[2] აგებულია გრანიტებით, გნაისებით, რთული და მრავალფეროვანი შემადგენლობის (ილმენიტი, აპატიტი, გრანატი, ტოპაზი და სხვ.) პეგმატიტური ძარღვებით.[3] რთულმა გეოლოგიურმა აგებულებამ და ფორმირების ხანგრძლივმა ისტორიამ ილმენის მთებში განაპირობა მრავალფეროვანი ქანების უნიკალური კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული მინერალების გაჩენა. მთებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსული გეოლოგიის ისტორიაში: XVIII საუკუნეში აქ აღმოჩინეს და შეისწავლენ ქანების ახალი სახეობები — მიასკიტები, ხოლო პეგმატიტურ ძარღვებში ნაპოვნია დაახლოებით 250 მინერალი (მათ შორი 11 — მსოფლიოში პირველად). ილმენის მთებს იკვლევდნენ რუსი მეცნიერები: დ. ბელიანკინი, ვ. ვერნადსკი, ა. ზავარიცკი, ა. ფერსმანი და სხვ. ბევრი ლამაზი ტბაა.[2] კალთები შემოსილია ფიჭვისა და არყის ტყეებით, ხეობებში მდელოები და ჭაობებია.[3] აღმოსავლეთ კალთაზე შექმნილია ილმენის ნაკრძალი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ალექსანდრე, ილმენის მთები // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად, ტ. 1-ლი გამოცემა, თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. 2.0 2.1 2.2 ИЛЬМЕНСКИЙ ХРЕБЕТ // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 120.
  3. 3.0 3.1 Ильменские горы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 10 — М., 1972.