ტოპაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოპაზი
საერთო
კატეგორიასილიკატური მინერალები
ქიმიური ფორმულაAl2SiO4(F,OH)2
იდენტიფიკაცია
ფერიუფერო, წყლისებრ-გამწვირვალე, ყვითელი, მონაცრისფრო, მომწვანო, ყავისფერი, იშვიათად ვარდისფერი, იისფერი, მწვანე, ცისფერი, ჩალისებრ-ყვითელი
კრისტალის სინგონიარომბული
ტკეჩადობა(001) მიმართ სრული
მინერალის მონატეხისაფეხურისებრი, ნიჟარისებური
სიმაგრე მოოსის სკალით8
მინერალის ელვარებამინისებრი
ხაზის ფერითეთრი
ხვედრითი წონა3.5-3.6

ტოპაზი — ალუმინის ფლუოროსილიკატის კრისტალი (მინერალი). მისი ქიმიური ფორმულაა Al2SiO4(F,OH)2.

იგი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ძვირფას ქვებს.

ტოპაზი შეიძლება იყოს უფერო, თეთრი, ღია ცისფერი, ღია ყვითელი, ყვითელი-ყავისფერი, ყავისფერი მოვარდისფრო და ვარდისფერი. უფრო მუქი ფერები მიიღწევა გახურებით ან რადიაციით. ეს არის მძიმე, მყარი მინერალი, კრისტალური ფორმებით. ქვის სახელწოდება მომდინარეობს წითელი ზღვის კუნძულ ტოპაზოსგან (τοπαζος, დღევანდელი ზაგარბადი).

ტოპაზი განსაკუთრებით მომრავლდა XIX საუკუნეში ურალში, ქალაქ ალაბასკას მახლობლად. დღეს იგი დიდი რაოდენობით მოიპოვება ბრაზილიაში, თუმცა ბევრ სხვა ადგილასაც გვხვდება.

ტოპაზის ქორწინება ქორწინების 44 წლისთავის სიმბოლოა ფრანგულ ფოლკლორში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]