ილია ხეროდინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ხეროდინაშილი
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1934 (1934-07-05) (89 წლის)
საქართველო, ქ.ხაშური
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი (1981), ღირსების ორდენი (2002), ღირსების ორდენი (2009), თბილისის საპატიო მოქალაქე (2022)

ილია შალვას ძე ხეროდინაშვილი (დ. 5 ივლისი, 1934, ხაშური) — გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, მსოფლიოს შეცვლის და საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი, საქართველოს გაზის დარგში პირველი მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

საქართველოში გაზიფიკაციის დაწყების ისტორიული თარიღია 1959 წლის 26 დეკემბერი, როცა ილია ხეროდინაშვილმა, როგორც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანის მეტალურგიული ღუმელების გაზიფიკაციის ხელმძღვანელმა, აანთო ცისფერი ალი მერვე მარტენის ღუმელში.

საქართველოს დასახლებული პუნქტების გაზიფიკაცია ხორციელდება ილია ხეროდინაშვილის ინოვაციური ტექნოლოგიებით.

ილია ხეროდინაშვილმა 2007 წელს, პირეველად მსოფლიოში, შეიმუშავა  გაზის გამანაწილებელი სისტემების ფუნდამენტური ზოგადი მეცნიერული თეორია, რომელიც გამოიცა მონოგრაფიის სახით.

ილია ხეროდინაშვილი იყო ინიციატორი საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყო კორიდორად მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისათვის, თურქეთში ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს ოქროს მედლით  დაამთავრა ქ. თბილისის 32-ე საშუალო სკოლა.

1958 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი, კვალიფიკაცია ინჟინერ-მეტალურგი (მეტალურგიული ღუმელების სპეციალობით).

1981 წელს დაამთავრა საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბ., 2016

1990 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის საგარეო ვაჭრობის აკადემია, სპეციალობა – საგარეო ეკონომიკური კავშირები. გაიარა სტაჟირება გერმანიაში).

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – მუშად, თბოტექნიკოსად, გაზის მეურნეობის ოსტატად, თბოტექნიკური ლაბორატორიის უფროსად.

1967-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს გაზიფიკაციის მთავარ სამმართველოში, „საქმთავარგაზში“

1981-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწიფო კომიტეტში, „საქგაზსახკომში“ თავმჯდომარის  მოადგილედ.

1985-1988 წლებში ტრესტ „თბილგაზის“ ტრესტის მმართველად.

1988-1993 წლებში მუშაობდა საკავშირო გაზის მრეწველობის სამინისტროში, „მრეწვგაზში“.

1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მძიმე მრეწველობისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო მრჩეველად.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბ., 2016. - გვ.435

1996-2000 წლებში მუშაობდა შპს „ორგტექსერვისი“ გენერალური დირექტორად.

1997-2001 წლებში მუშაობდა საპროექტო–საძიებო და სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის, „ჰიდროპროექტის“ დირექტორის მოადგილედ თბოენერგეტიკის დარგში.

1999 წლის 15 აგვისტოდან დღევანდელ დღემდე მუშაობს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“.

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (21 ოქტომბერი, 2011 წლის დიპლომი №2481).
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (15 აპრილი, 1998 წლის დიპლომი №077).
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (21 ნოემბერი, 2007 წლის დიპლომი №2-266).

წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი - საქართველოს გაზის დარგის გამოჩენილი მოღვაწე, ილია ხეროდინაშვილის მოღვაწეობის 50 წლისთავი (ნახევარი საუკუნე ქვეყნის და გაზის დარგის სამსახურში), ქუთაისი, 2010
  • საქართველოს გაზის დარგის მეცნიერებათა პირველი აკადემიური დოქტორი (1998 წლის აპრილი)
  • აშშ-ს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი - სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების ახალი მაღალეფექტური სისტემები, თბილისი, 2007წ.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ხეროდინაშვილი არის 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მათ შორის სამი მონოგრაფიის, ოცდაცხრამეტი სტატიის და ოცდათორმეტი გამოგონების.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს ენერგეტიკოსები, ენციკლოპედია, თბ., 2016. - გვ.435
  • საქართველოს გაზის დარგის გამოჩენილი მოღვაწე, ილია ხეროდინაშვილის მოღვაწეობის 50 წლისთავი (ნახევარი საუკუნე ქვეყნისა და გაზის დარგის სამსახურში), ქუთაისი, 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი — სისტემური მიდგომა და გაზმომარაგების სისტემის კლასიფიკაცია, ძირითადი ტერმინები და მაჩვენებლები, ქუთაისი, 2012

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)