საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
|
| |
| ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირი |
|---|---|
| სათავო ოფისი | თბილისი |
მმართველი |
დავით ნარმანია — თავმჯდომარე |
| საიტი | gnerc.org |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) — სპეციალური უფლებამოსილების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან.
სემეკის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, კომისიის დებულება და კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
სემეკი ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაცია/ირიგაციის სექტორების საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას, ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში მარეგულირებელი და ადმინისტრაციული პრაქტიკის ჰარმონიზებისა და ამ სექტორების განვითარების მიზნით სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
სემეკი ყოველი წლის 31 მაისამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას. კომისიის ანგარიშები ხელმისაწვდომია კომისიის ვებ-გვერდზე.[1]
ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირება და ტარიფების განსაზღვრა; *რეგულირებული საწარმოების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის *საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
- ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; ყველა კატეგორიის მომხმარებლის ელექტროენერგიით და *ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგებისათვის, აგრეთვე წყალმომარაგების სისტემით მომსახურებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში წარმოშობილი დავების განხილვა/გადაწყვეტა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
სემეკის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომისია არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო, სადაც სამართლებრივი აქტების მიღება ხდება კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
კომისია შედგება 5 წევრისგან. კომისიის წევრობის კანდიდატს ასახელებს საქართველოს მთავრობა ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს სპეციალურად შექმნილი შესარჩევი კომისია. კომისიის წევრობის შერჩეულ კანდიდატს საქართველოს მთავრობა ითანხმებს შესარჩევი კომისიის მიერ შესაბამისი კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საქართველოს მთავრობის წარდგინებით კომისიის წევრობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ -მინისტრის თანახელმოწერით . საქართველოს პარლამენტი კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. კომისიის წევრი თანამდებობაზე აირჩევა 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
თავმჯდომარეს კომისიის არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან სემეკის თავმჯდომარეა დავით ნარმანია.[2]
ბიუჯეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომისია ფინანსურად დამოუკიდებელია და აქვს თავისი ბიუჯეტი. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. რეგულირების საფასურს ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის ბიუჯეტი დამტკიცებამდე, განიხილება საჯარო სხდომაზე.
აპარატის სტრუქტურული ერთეულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების სრულფასოვნად განსახორციელებლად სემეკს ჰყავს აპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები. აპარატის სტრუქტურას შედგება შემდეგი ერთეულებისაგან.
- კომისიის მისამართი
- კომისიის მისამართია: ქ. თბილისი. ადამ მიცკევიჩის N19
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-02-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ წლიური ანგარიშები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-25. ციტირების თარიღი: 2025-05-07
- ↑ სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს 1tv.ge