ილია რიპსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია რიპსი
დაბ. თარიღი 12 დეკემბერი, 1948(1948-12-12) (75 წლის)
დაბ. ადგილი რიგა
მოქალაქეობა  სსრკ
 ისრაელი
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლატვიის უნივერსიტეტი და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Zlil Sela
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები Anna and Lajos Erdős Prize in Mathematics

ილია რიპსი ( ებრ. אליהו (איליה) רִיפְּס ინგლ. Eliyahu Rips, ასევე Ilya Rips; ; გვარი. დ. 1948, რიგა ) — ისრაელელი მათემატიკოსი, რომელიც ცნობილია ნაშრომებით გეომეტრიულ ჯგუფთა თეორიაზე. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც სტატიის თანაავტორი ბიბლიის კოდირებული ინფორმაციის შესახებ.[1]

რიპსი გაიზარდა ლატვიაში (იმ დროს შედიოდა სსრკ-ს შემადგენლობაში). მამა, არონ რიპსი, მათემატიკის მასწავლებელი იყო. ილიამ იყო პირველი ლატვიელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში. რვა წელიწადში ოქროს მედალზე დაამთავრა რიგის 23-ე საშუალო სკოლა (ახლანდელი ლომონოსოვის სახელობის გიმნაზია). 1969 წლის 9 აპრილს რიპსმა ( ლატვიის უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტმა) სცადა თავის დაწვა რიგის ცენტრში თავისუფლების ძეგლთან, რათა გაეპროტესტებინა ვარშავის პაქტის ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა.[2]

ილია რიპსი გაამწესეს „სპეციალური ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ მსუბუქი ხარისხის შიზოფრენიის დიაგნოზით, სადაც იძულებითი მკურნალობა დაენიშნა. მან ორი წელი გაატარა იზოლატორსი და 1972 წელს, დასავლელი მათემატიკოსების ზეწოლის ქვეშ, საბჭოთა ხელისუფლებამ მას ისრაელში ემიგრაციის უფლება მისცა. ყოფილი ათეისტი, რიპსი შემდგომში მართლმადიდებელი ებრაელი გახდა .

როდესაც დამწვრობის შმდეგ გამოჯანმრთელდა და ასპირანტურა დაასრულა, რიპსმა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე დაიწყო მუშაობა. 1979 წელს რიპსმა მიიღო ისრაელის მათემატიკური კავშირის ერდეშის პრიზი. რიპსის მნიშვნელოვანი ნაშრომი (ძირითადად გამოუქვეყნებელი) ეხება ჯგუფების მოქმედებას R-ხეებზე.

ბიბლიის კოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს რიპსმა დორონ ვიცტუმთან და იოავ როზენბერგთან ერთად გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში Statistical Science, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაბადების წიგნის ებრაული ტექსტი (რომელიც ბიბლიის ნაწილია) შეიცავს კოდირებულ ინფორმაციას. 1997 წელს ჟურნალისტმა მაიკლ დროსნინმა (Michael Drosnin) აღწერა ეს ჰიპოთეზა პოპულარულ წიგნში „ბიბლიის კოდი“. [3] რიპსმა ოფიციალურად მოახდინა დისტანცირება საკუთარი შედეგების ინტერპრეტაციისგან დროსნინის წიგნში. [4] .წიგნის გამოცემის შემდეგ ჰიპოთეზამ ბიბლიური კოდის შესახებ ორაზროვანი, მათ შორის უარყოფითი [5] შეფასებები მიიღო.

რჩეული სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • E. Rips, Group actions on R-trees, preprint
  • E. Rips, Subgroups of small cancellation groups. Bull. London Math. Soc. 14 (1982), no. 1, 45—47.
  • Rips, E.; Sela, Z. Structure and rigidity in hyperbolic groups. I. Geom. Funct. Anal. 4 (1994), no. 3, 337—371.
  • Rips, E. Sela, Z. Canonical representatives and equations in hyperbolic groups. Invent. Math. 120 (1995), no. 3, 489—512.
  • Rips, E.; Sela, Z. Cyclic splittings of finitely presented groups and the canonical JSJ decomposition. Ann. of Math. (2) 146 (1997), no. 1, 53—109.
  • Sapir, Mark V.; Birget, Jean-Camille; Rips, Eliyahu, Isoperimetric and isodiametric functions of groups. Ann. of Math. (2) 156 (2002), no. 2, 345—466.
  • Birget, J.-C.; Ol'shanskii, A. Yu.; Rips, E.; Sapir, M. V., Isoperimetric functions of groups and computational complexity of the word problem. Ann. of Math. (2) 156 (2002), no. 2, 467—518.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Secret Codes In The Bible And The Torah? Investigators YES! - KMPH FOX 26". KMPH-TV. 2 February 2012. Retrieved 28 February 2012.
  2. Brendan McKay (1997). "Assassinations Foretold in Moby Dick!". Retrieved 6 October 2019.
  3. «Библейский код. В Библии разгадан древний код». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-18. ციტირების თარიღი: 2014-10-20.
  4. Public Statement by Dr. Rips on Michael Drosnin’s theories.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-05. ციტირების თარიღი: 2010-02-23.
  5. Scientific Refutation of the Bible Codes by Brendan McKay and Friends.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-06. ციტირების თარიღი: 2010-02-23.