თავისუფლების ქანდაკება (რიგა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავისუფლების ქანდაკება (ლატვ. Brīvības piemineklis) — ქანდაკება რიგაში. ააგეს 1935 წელს ლატვიის დამოუკიდებლობისათვის ომის გმირთა პატივსაცემად. ძეგლი დგას რიგის ცენტრში თავისუფლების ბულვარში. ქანდაკების ავტორები არიან კარლის ზალე და ერნესტ შტალბერგი.

სსრკ-ს მიერ ლატვიის ოკუპაციის შემდეგ დაისვა საკითხი ქანდაკების გადატანის, ან სულაც დემონტაჟის შესახებ, თუმცა ცნობილი სკულპტორის ვერა მუხინას (რომელიც დაიბადა რიგაში), არქიტექტორ ლევ რუდნევისა (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რიგაში) და ქანდაკების ავტორის ერნესტ შტალბერგის დამსახურებით ძეგლი შეინარჩუნეს თავის ადგილზე პირვანდელი სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]