შინაარსზე გადასვლა

ილანა კლოსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილანა კლოსი
სრული სახელი ილანა შერილ კლოსი
საცხოვრებელი ადგილი ნიუ-იორკი და ჩიკაგო
დაიბადა 22 მარტი, 1956 (1956-03-22) (68 წლის)
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა
პროფესიონალი 1973
თამაში მემარცხენე
ერთეულები
უმაღლესი რეიტინგი მე-19 (1976)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1976, 1979)
უიმბლდონი 3რ (1975, 1976, 1978)
აშშ-ის ღია პირველობა 3რ (1973, 1978)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 2-4
ტიტულები კარიერაში 19
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა მეოთხედფინალი (1983)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (1976, 1979)
უიმბლდონი ნახევარფინალი (1976)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1976)

ილანა შერილ კლოსი (ინგლ. Ilana Sheryl Kloss; დ. 22 მარტი, 1956) — პროფესიონალი ჩოგბურთელი, მწვრთნელი და 2001 წლიდან World TeamTennis-ის კომისიის წევრი.[1] მსოფლიოს პირველი ჩოგანი წყვილთა შორის (1976) და მე-19 ერთეულთა შორის (1979).[2] მფლობელი ტიტულებისა: უიმბლდონი ერთეულთა შორის (1972), აშშ-ის ღია პირველობა ერთეულთა შორის (1974) და აშშ-ის ღია და როლან გაროსი შერეულ წყვილთა შორის (1976).

ილანა დაიბადა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკა, არის ებრაელი.[3][4]

იგი არის ამერიკელი ჩოგბურთელის, ბილი ჯინ კინგის პარტნიორი.[5] 2018 წლის სექტემბერში გახდნენ ბეისბოლის გუნდ Los Angeles Dodgers-ის[6] და ლოს-ანჯელესში დაფუძნებული ქალთა საფეხბურთო კლუბის Angel City FC-ის მცირე წილის მფლობელები. Angel City FC-ის დამფუძნებელ წევრთა შორის არიან: ნატალი პორტმანი, ევა ლონგორია, მია ჰემი, სერენა უილიამსი, ჯესიკა ჩესტეინი, ჯენიფერ გარნერი და იუთუბერი ლილი სინჰი. გუნდი აშშ-ის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველ თამაშს 2022 წელს გამართავს.[7][8]

პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე, მან მოიგო უიმბლდონის ჯუნიორის ტიტული ერთეულებში 1972 წელს. [9] ასევე მოიგო SA ტიტული წყვილთა შორის ლინკი ბოშოფთან ერთად (1973, 1975, 1977).[10]

1974 წელს მოიპოვა ამერიკის ღია ჯუნიორთა ტიტული ერთეულთა შორის.[2] ის არის სამხრეთ აფრიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი.[11][2]

1976 წელს დაიკავა პირველი ადგილი წყვილთა შორის და მე-19 ადგილი ერთეულთა შორის მსოფლიოში. იმავე წელს, მან მოიგო ამერიკის ღია პირველობის (თიხის კორტზე), იტალიის ღია პირველობის, ჰამბურგის ღია პირველობის, the British Hard Courts Championship და ჰილტონ ჰედის ტურნირები წყვილთა შორის და საფრანგეთის ღია პირველობა (როლან გაროსი) შერეულ წყვილთა შორის.[2] მისი მეწყვილე ყველაზე ხშირად იყო ლინკი ბოშოფი.[2] 1977 წელს მან მოიგო კანადის, გერმანიის და ბრიტანეთის თიხის საფარიანი ტურნირები.[2]

1999 წელს კლოსმა მოიგო ამერიკის ღია ტურნირი წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის.[2]

1973-77 წლებში კლოსი იყო სამხრეთ აფრიკის გუნდის წევრი, რომელმაც იასპარეზა ბილი ჯინ კინგის თასსზე (Federation Cup) — 12 მოგება, 5 მარცხი.[12]

კლოსი 2006 წელს შეიყვანეს დიდების დარბაზის სიაში — US National Jewish Sports Hall of Fame. 2010-ში დიდების დარბაზის სიაში — International Jewish Sports Hall of Fame.[2]

კლოსი 1974 წელს შეუერთდა WTT-ის გუნდს — San Francisco Golden Gaters,[13] 1975-ში გუნდთან ერთად ფინალამდეც მიაღწია.[14] მან 1976 წლის სეზონზე დატოვა Golden Gaters ევროპაში თიხის საფარიან კორტებზე მონაწილეობის სრულად მისაღებად, რადგან WTT-ის გრაფიკთან ხდებოდა დამთხვევა.[15] იგი Golden Gaters-ს 1978 წლის სეზონზე დაუბრუნდა. 1983 წელს იყო Chicago Fyre-ის მწვრთნელი და დასახელდა წლის მწვრთნელად. 1985-ში იყო Miami Beach Breakers-ის მოთამაშე და მწვრთნელი. WTT-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა 1987 წელს და დირექტორთა საბჭოს წევრი 1991-ში. 2001 წლიდან World TeamTennis-ის გენერალური დირექტორი და კომისიის წევრია.[1]

დიდი სლემის ტურნირის ფინალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა წყვილები: 1 (1 ტიტული)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1976 აშშ-ის ღია პირველობა თიხა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ლინკი ბოშოფი საბჭოთა კავშირის დროშა ოლგა მოროზოვა

დიდი ბრიტანეთის დროშა ვირჯინია უეიდი
6–1, 6–4

შერეული წყვილები: 1 (1 ტიტული)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება 1976 როლან გაროსი თიხა ავსტრალიის დროშა კიმ ვარვიკი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ლინკი ბოშოფი

როდეზია კოლინ დაუდსველი
5–7, 7–6, 6–2
  1. 1.0 1.1 Ilana Kloss. WTT.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Ilana Kloss.
  3. (21 September 2008) Day by Day in Jewish Sports History. 
  4. 'The Greatest Jewish Tennis Players of All Time' Book Released. World Tennis Magazine (29 October 2014). ციტირების თარიღი: 6 January 2019
  5. Portrait of a Pioneer: a Billie Jean King Documentary | TV Show Recaps, Celebrity Interviews & News About & For Gay, Lesbian & Bisexual Women. AfterEllen.com (26 April 2006). ციტირების თარიღი: 11 February 2011
  6. Addition of King, Kloss sends 'strong message' (21 September 2018). ციტირების თარიღი: 31 October 2018
  7. Creditor, Avi. NWSL L.A. Team Reveals Name, Even More High-Profile Investors. Sports Illustrated. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021.
  8. „Natalie Portman part of L.A. ownership group for NWSL expansion team in 2022“. Los Angeles Times. July 21, 2020. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. Greenberg, Martin Harry. (21 September 1979) The Jewish lists : physicists and generals, actors and writers, and hundreds of other lists of accomplished Jews. New York : Schocken Books.
  10. Jewish Affairs. Jewish Board of Deputies. (21 September 1986).
  11. US Open junior champions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-11. ციტირების თარიღი: 2021-03-03.
  12. Player profile – Ilana Kloss. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-30. ციტირების თარიღი: 2021-03-03.
  13. Chatoian, Ralph (23 April 1974). „An Analysis of the Pro Tennis League“. Daily Independent Journal. San Rafael, California. p. 28.
  14. Mulligan, Stephen (2011). „3. 1971–1975“, Were You There?: Over 300 Wonderful, Weird, an Wacky Moments from the Pittsburgh Civic/Mellon Arena. RoseDog Books, გვ. 62–64. ISBN 978-1-4349-8552-1. 
  15. Chatoian, Ralph (9 March 1976). „Golden Gaters Add Some French to Arsenal“. Daily Independent Journal. San Rafael, California. p. 24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილანა_კლოსი“-დან