იკვის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იკვი)
Jump to navigation Jump to search
იკვის მონასტერი

იკვის მონასტერიXI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. რესტავრაციისას აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.

გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. აღმოსავლეთი ნაწილში არის სამკვეთლო და სადიაკვნე. გუმბათის ყელის დასაყრდნობად აფრებია გამოყენებული. ინტერიერში ნათლად იკითხება ჯვრის ფორმა, რადგან სადიაკვნე და სამკვეთლო არ ერწყმის შიგა სივრცეს; ისინი დაბალი, ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება ძირითად მოცულობას. ტაძრის გეგმა ნათლად მჟღავნდება გარე მასებშიც ოთხივე ფასადი შემკულია ორმაგლილვიანი თაღედის სისტემით. ტაძარს აქვს ფართო მოჩუქურთმებული საპირეებითა და ტიმპანებით შემკული ორი შესასვლელი. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.

პრინც კლაუსის ფონდისა და კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „ისტორიალი" იკვის XI საუკუნის ფრესკების კონსერვაციას განახორციელებს[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]