იინგლაკ ჩინავატი
| იინგლაკ ჩინავატი | |
| ტაილანდის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 5 აგვისტო, 2011 – 7 მაისი, 2014 | |
| მონარქი | პუმიპონ ადულიადეტი |
| წინამორბედი | აპხისიტ ვესტაჩივა |
| მემკვიდრე | ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი |
ტაილანდის თავდაცვის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 30 ივნისი, 2013 – 7 მაისი, 2014 | |
| წინამორბედი | სუკამპოლ სუვანატატი |
| მემკვიდრე | ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი |
| დაბადებული | 21 ივნისი, 1967 სან-კამპანგი, ტაილანდი |
| პოლიტიკური პარტია | პჰია თაი |
| მეუღლე | ანუსორნ ამორჩატი |
| შვილები | 1 |
| განათლება | ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი, სურეის უნივერსიტეტი |
| პროფესია | პოლიტიკოსი, ბიზნსემენი |
| რელიგია | თერავადა, ბუდიზმი |
| ხელმოწერა | |
იინგლაკ ჩინავატი (ტაი. ยิ่งลักษณ์ ชินวัตร; დ. 21 ივლისი, 1967, სან-კამპჰენგ ჩიანგმაი) — ტაილანდის 28-ე პრემიერ-მინისტრი, პჰია-თაის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ექს-პერმიერის და მილიარდერის ტაქსინ ჩინავატის უმცროსი და.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ქალაქ ჩიანგმაის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და კენტუკის უნივერსიტეტი მაგისტრის წოდებით. მუშაობდა ძმის, ტაქსინის, კომპანიაში Advanced Info Service PCL — დირექტორ-განმკარგველად. კომპანია ტაილანდში უმსხვილესი მობილური ოპერატორია. 2006 წელს მომხდარი გადატრიალებისა და ტაქსინის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ პოლიტიკაში მოვიდა, ჯერ სახალხო ხელისუფლების პარტიაში შევიდა, პარტიის აკრძალვის შემდეგ კი ფჰია-თჰაიში. ტაქსინის ბისნესსტრუქტურებმა, რომელთაც სათავეში იინგლაკი ედგა, ფინანსური დახმარება გაუწია დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ „გაერთიანებულ ფრონტს“ („წითელპერანგიანებს“).
2011 წლის 5 აგვისტოს ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. იინგლაკ ჩინავატი პირველი ქალია, რომელიც ტაილანდში პრემიერის პოსტზე დაინიშნა. იინგლაკმა 500 პარლამენტარიდან 296-ის მხარდაჭერა მიიღო.