ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი
იერსახე
| ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი | |
| ტაილანდის 29-ე პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 მაისი, 2014 – 22 მაისი, 2014 | |
| მონარქი | რამა IX |
| წინამორბედი | იინგლაკ ჩინავატი |
| მემკვიდრე | პრაიუთ ჩან-ოჩა |
| დაბადებული | 25 იანვარი, 1948 |
| პოლიტიკური პარტია | პჰია თჰაი |
| რელიგია | ბუდიზმი |
ნივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი (ტაი. นิวัฒน์ธำรง บุญทรงไพศาล, ინგლ. Niwatthumrong Boonsongpaisan; დ. 25 იანვარი 1948) — ტაილანდის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ტაილანდის 29-ე პრემიერ-მინისტრი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2014 წლის 7 მაისიდან. მანამდე იყო ვიცე-პრემიერი, ვაჭრობის მინისტრი, ტაილანდის პარლამენტის დეპუტატი. 2014 წლის 22 მაისს ტაილანდის სამეფო არმიის ხელმძღვანელმა პრაიუთ ჩან-ოჩამ გამოაცხადა ახალი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ და ბუნსონპაისანის ნაცვლად შეუდგა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას.