ივრეის მარკა
იერსახე
ივრეის მარკა — მარკა, რომელიც არსებობდა X საუკუნეში თანამედროვე იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე. მისი დედაქალაქი იყო ქალაქი ივრეა. ივრეის მარკას მართავდნენ ივრეის დინასტიის წარმომადგენლები.
მარკა შეიქმნა 888 წელს იტალიის მეფე გვიდოს მიერ ანსკარისთვის, რომელიც მას მხარს უჭერდა საფრანგეთის ტახტისთვის ბრძოლაში, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ანსკარის შთამომავლები მარკას მართავდნენ მთელი X საუკუნე, ზოგიერთი მათგანი იტალიის მეფეც ხდებოდა, თუმცა XI საუკუნის დასაწყისში ივრეის მარკგრაფის ტიტული ვაკანტური გახდა და იმპერატორმა კონრად II-მ აღარ დანიშნა ახალი მარკგრაფი.
ივრეის მარკგრაფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანსკარი (888—902)
- ადალბერტი I (902—924)
- ბერენგარი II (924—950)
- გი (950—965)
- ადალბერტ II (965—970)
- კონრადი (970 — დაახლ. 990)
- არდუინი (დაახლ. 990—1015)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wickham, Chris. Early Medieval Italy: Central Power and Local Society 400-1000. MacMillan Press: 1981.