ივან გრიგოროვიჩ-ბარსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან გრიგოროვიჩ-ბარსკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1713[1] [2]
დაბ. ადგილი კიევი[3] ან Litky, Cossack Hetmanate[4]
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი, 1785(1785-09-10)[1]
გარდ. ადგილი კიევი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[5]
მოქალაქეობა Cossack Hetmanate
რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი Kyiv-Mohyla Academy
მნიშვნელოვანი პროექტები Cathedral of the Nativity of the Theotokos, Regimental Office House, Church of the Intercession, Kyiv, Peter the Great house, Kyiv, Saint Cyril's Monastery და Mezhyhirya Monastery

ივან გრიგოროვიჩ-ბარსკი ( დ. 1713 წლის იანვარი, კიევი — გ. 1791 წლის 10 სექტემბერი, კიევი) — კიეველი არქიტექტორი, უკრაინული ბაროკოს უკანასკნელი მთავარი წარმომადგენელი, ვაჭარი, მაგისტრატის რაიცა (მრჩეველი).

ეკუთვნოდა გრიგოროვიჩ-ბარსკების ოჯახს. იყო მოგზაურის და მწერლის ვასილი გრიგოროვიჩ-ბარსკის უმცროსი ძმა. დაიბადა 1713 წელს მდიდარი ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა კიევ-მოგილიანის აკადემიაში.

არქიტექტურის შესწავლა მან უკვე ზრდასრულ ასაკში დაიწყო. აშენებდა უკრაინული ბაროკოს სტილში:

  • კიევში : კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია (1743) პოდოლზე, კირილოვის მონასტრის კარიბჭის ეკლესია (1748-1760; არ არის შემორჩენილი), ღვთისმშობლის შობის ეკლესიის სამრეკლო (1754-1761) და კიევ-პეჩორის ლავრის ამაღლების ეკლესია (1759-1763), პოკროვსკის (1766) და წმინდა ნიკოლოზ ნაბერეჟნის (1772-1785) ეკლესია პოდოლში. 1770 წელს აღადგინა ღვთისმშობლის სახელობის პიროგოშჩის ეკლესია;
  • ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი (1752-1764 წწ. ანდრეი ვ. კვასოვთან ერთად) და პოლკის კანცელარიის შენობა (1753-1758 წწ.) —კოზელეცში; სამი წმინდანის ეკლესია ჩერნიგოვის გუბერნიის სოფ. ლემეში (1760-1761); საკათედრო ტაძარი და სამრეკლო მეჟიგორსკის მონასტერში, კიევთან (1766 წ.); ტაძარი კრასნოგორსკის მონასტერში (1769) — ამჟამად ჩერკასის რეგიონი; აღდგომის ეკლესია და ორსართულიანი ეკლესია-სამრეკლო (ორივე 1772 წ.,) - ჩერნიგოვში .

პოდოლში ააგო ქალაქის წყალმომარაგების სისტემა სამსონის შადრევანი პავილიონით (1748-1749 წწ.).

გრიგოროვიჩ-ბარსკის გვიანდელ შემოქმედებაში შეიმჩნეოდა გადახრა კლასიციზმისკენ.

1996 წელს რეჟისორმა ვალენტინ სოკოლოვსკიმ გადაიღო სატელევიზიო ფილმი ივან გრიგოროვიჩ-ბარსკის შესახებ (" უკრტელეფილმი ").

გრიგოროვიჩ-ბარსკის წინაპარად ითვლებოდა მეომარი გრიგოროვიჩი, რომლის 1195 წლის პრუსიელებზე გამარჯვება აღინიშნა "ლუბეჩის" გერბით. ამ მოვლენის შესახებ საუბარი იყო ამონაწერში „კიევის საქალაქო წიგნებიდან“, რომელიც გამოქვეყნდა 1784 წელს კიევის სათავადაზნაურო კრების მოთხოვნით. [6] 1787 წელს გრიგოროვიჩ-ბარსკის ოჯახი ჩაწერეს "კიევის გენეალოგიურ წიგნში".

2011 წელს მოიჭრა "გრიგოროვიჩ-ბარსკების საგვარეუ, ლო" 10 გრივნიანი ვერცხლის მონეტა. მასზე შეცდომითაა მითითებული ივან. გრიგოროვიჩ-ბარსკის თარიღად 1785 წელი 1791 წლის ნაცვლად.

2013 წელს ივან გრიგოროვიჩ-ბარსკის საპატივცემულოდ გამოიცა უკრაინული საფოსტო კონვერტი, რომელზეც შეცდომით იყო განთავსებული მწერალ დიმიტრი გრიგოროვიჩის პორტრეტი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლი ტატიანა დანილოვნა (დ. 19.1.1727- გ.12.2.1792, ქორწინების თარიღი 15.1.1744) — კიევის მაღაზიის მეპატრონის, ბურგომისტრ დანილ ჩიშინიჩ-ვლასენკოს ქალიშვილი.

ი.გ.გრიგოროვიჩ-ბარსკის ოჯახი 1795 წლის მიხედვით

შვილები: მიქაელი (5.9.1745), ჯულიანა (16.3.1747-4.7.1749), ალექსანდრე (12.5.1749-22.10.1794), იოაკიმე (10.9.1751-1815), ვასილი (5.4.1753-25.17)., ნიკოლაი (6.5.1754-28.6.1754), ივანე (13.9.1755-1833), აგაფია (4.2.1757-3.9.1779), პარასკევა (15.10.1758-8.12.1758), სტეპანი (23.1759). გერასიმე (3.3.1761-1769), ირინა (25.4.1762, ქორწინებაში ჯერ სკოროდუმოვა, შემდეგ ჩიჟოვა/ჩიჟევსკაია), ტატიანა (17.1.1765, ქორწინებაში გუშჩინა, შემდეგ სვეშნიკოვა), ევდოკია (5.8.1766), ანა (1.1770). ქორწინებაში ხოტიანოვსკაია).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Union List of Artist Names
  2. Popova L. I. Grigorovich-Barsky, Ivan // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T034914
  3. Григорович-Барский Иван Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. Традиційно вважається Київ, проте по часу народження сталося до переїзду родини в Київ у 1715
  5. Union List of Artist Names — 2010.
  6. Платонов А. А.. (2021-11-03) Выпись с Книг Градских Воеводства Киевского 1784 года декабря 23 дня. ციტირების თარიღი: 2021-11-03