ვასილი გრიგოროვიჩ-ბარსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესთიგმენის მონასტერი ათონზე. ჩანახატი გრიგოროვიჩ-ბარსკის ხელნაწერიდან (1744).

ვასილი გრიგოლის ძე გრიგოროვიჩ-ბარსკი (რუს. Василий Григорьевич Григорович-Барский; დ. 1 იანვარი, 1701, კიევი, — გ. 7 ოქტომბერი, 1747, იქვე) — მალოროსიელი მოგზაურ-მომლოცველი, მწერალი.

სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, მაგრამ სწავლა ავადმყოფობის გამო შეწყვიტა. 1724 წელს შევიდა ლვოვის იეზუიტთა აკადემიაში მოგონილი გვარით (ბარსკი), მაგრამ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარიცხეს აკადემიიდან. 1724 წლიდან იმოგზაურა და მოილოცა რომი, საბერძნეთი, სირია და პალესტინა. 1735 წელს ანტიოქიის პატრიარქმა სილვესტრმა ბერად აკურთხა ვასილის სახელით. 1747 წელს, უკვე მძიმედ დაავადებული, დაბრუნდა კიევში. გრიგოროვიჩ-ბარსკის მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერები რუსულ ენაზე ცალკეულ ფრაგმენტებად რამდენჯერმე გამოიცა XVIII–XIX საუკუნეებში. აქვს ცნობები იერუსალიმისა და ათონის ქართული სავანეების შესახებ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში უნახავს ქართველ მეფეთა პორტრეტები. დაწვრილებით აქვს აღწერილა ათონის ივერთა მონასტერი, მისი ისტორია, ქართველთა საქმიანობა, შეისწავლა სავანეში დაცული ძველი საბუთები. ქართველთა ნაკვალევი მან ფილოთეოსის მონასტერშიც შენიშნა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Первое посещение святой Афонской горы, СПб., 1886; Второе посещение святой Афонской горы, СПб., 1887.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]