დიდი მთავარი
იერსახე
დიდი მთავარი — მთავართა უპირველესის წოდება კიევის რუსეთსა და ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში (X საუკუნიდან კიევის დიდი მთავარი, XVIII საუკუნიდან ვლადიმირის დიდი მთავარი და სხვა). რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (XV საუკუნის მიწურული) ამ ტიტულს მხოლოდ მოსკოვის დიდი მთავარი ატარებდა. 1547 წელს შევიდა რუსეთის მეფის, ხოლო 1721 — იმპერატორის ტიტულში. რუსეთის იმპერიაში დიდი მთავარები ეწოდებოდათ იმპერატორის ოჯახის წევრებს. XIV-XVI საუკუნეებში ამ ტიტულს ლიტვის გამგებლებიც ატარებდნენ. 1569 წელს ლიტვის დიდ მთავრის ტიტული პოლონეთის სამეფო ტიტულსაც მიემატა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 3, გვ. 526, თბ., 1978