ივანე ჯაში
ივანე ჯაში (დ. 23 აპრილი, 1901, ჭოგნარი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მაისი, 1984) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივანე ჯაში დაიბადა 1901 წლის 23 აპრილს, სოფელ ჭოგნარში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი.
1930–1935 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო ნაწილში, 1941–1973 წლებში — პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. 1931–1934 და 1941–1981 წლებში ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე. ივანე ჯაშის მეთოდური მითითებები „სოციალისტურ სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაცია“ (1957, 1963) გამოყენებულია სსრკ უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი საგნის მეთოდურ მითითებებში. მისი მონაწილეობით შედგენილი მუხრანის სასწავლო მეურნეობის საორგანიზაციო გეგმა სანიმუშოდ იქნა აღიარებული სსრკ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლებისათვის. თანაავტორი და რედაქტორია დამხმარე სახელმძღვანელოებისა: „მებაღეობისა და მევენახეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში“, „მემინდვრეობის ორგანიზაცია“, „მებოსტნეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში“ 1953, „სუბტროპიკული მეურნეობის ორგანიზაცია“ (1951) და სხვა.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მიღებული აქვს ნ. ი. ვავილოვის ოქროს მედალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 547–548.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი აგრონომები
- დაბადებული 1901
- დაბადებული 23 აპრილი
- გარდაცვლილი 10 მაისი
- გარდაცვლილი 1984
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებულები