ივანე ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე ქავთარაძე (დ. 1897 — გ. 2 აგვისტო, 1944, ვარშავა) — ქართველი ისტორიკოსი და სამხედრო პირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა შორის იყო ივანე (იან) ქავთარაძე. პოლონეთში 1920-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდა. პროფესიით ისტორიკოსი იყო. საქართველოს ისტორიის ლექციებს კითხულობდა ვარშავის აღმოსავლეთის ინსტიტუტში. აღმოსავლეთის ინსტიტუტი 1924 წლის დეკემბერში შეიქმნა, პოლონური აღმოსავლეთმცოდნეობის ტრადიციების განახლების მიზნით. ოციანი წლების მეორე ნახევარში ინსტიტუტთან დაარსდა აღმოსავლეთის შესწავლის სკოლა, რომელიც 1930 წელს განათლებისა და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დამტკიცებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gruzja w zarysie historycznym. Warszawa : Wydaw. Instytutu Wschodniego, 1929.
  • На путях к конфедерации Кавказа. Варшава: [б. и.], 1937.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოლბაია დ., ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939, ვარშავა, 2019, გვ. 228

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]