იერუსალემ პოსტი
იერსახე
„იერუსალემ პოსტი“ (ინგლ. The Jerusalem Post) — ინგლისურენოვანი პლაკატური ტიპის ყოველდღიური გაზეთი ისრაელში. დაფუძნებულია 1932 წლის 1 დეკემბერს ამერიკელი ჟურნალისტის გერშონ აგრონის მიერ როგორც „პალესტინური ფოსტა“ (ინგლ. The Palestine Post). 1950 წლიდან გაზეთი გამოდის „იერუსალემ პოსტის“ სახელწოდებით. მართალია იერუსალემ პოსტის მკითხველი (ათი ათასობით) საზოგადოება ვერ შეედრება სხვა ებრაული გაზეთების მკითხველებს რაოდენობრივად, მაგრამ, იერუსალემ პოსტს, განსხვავებით სხვა გამოცემებისგან, არაერთი უცხოელი ჟურლანისტი ჰყავს, რადგან გაზეთი მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება.