შინაარსზე გადასვლა

იგორ შამო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგორ შამო

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 თებერვალი, 1925(1925-02-21)[1]
დაბ. ადგილი კიევი[1]
გარდ. თარიღი 17 აგვისტო, 1982(1982-08-17) (57 წლის)
გარდ. ადგილი კიევი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
ეროვნება ებრაელები[1]
საიტი igorshamo.de
იგორ შამო ვიკისაწყობში

იგორ ნაიმოვიჩ შამო (უკრ: І́гор Нау́мович Шамо́; დ. 21 თებერვალი, 1925 ― გ. 17 აგვისტო, 1982) ― უკრაინელი საბჭოთა კომპოზიტორი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1975), ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემიის ლაურეატი (1976), ქალაქ კიევის ჰიმნის მუსიკის ავტორი (სიმღერა უკრ: Як тебе не любити, Києве мій!)

იგორ შამო 1925 წლის 21 თებერვალს, ებრაულ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა მუსიკის ცნობილ პედაგოგთან, დ. პისარევსკისთან. 1941 წელს კიევის კონსერვატორიის მუსიკალური სკოლა დაამთავრა. კომპოზიციის კლასში იან ფრენკელთან ერთად სწავლობდა.[2] მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ უფაში გადავიდა, სადაც სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა.[3] 1942 წლის მაისში თავისი ინიციატივით წავიდა ფრონტზე. პირველ უკრაინულ ფრონტზე საბჭოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

ომის დასრულების შემდეგ, 1946 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნული მუსიკის აკადემიაში ჩაირიცხა, რომელიც 1951 წელს დაამთავრა. სწავლობდა ბორის ლიატოშინსკისა და ლევკო რევუცკისთან. 1928 წელს უკრაინის კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა.

იგორ შამო 1982 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა.[4] დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.[5]

ჯილდოები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1960: შრომის სიმამაცის ორდენი
  • 1964: საპატიო ნიშანი
  • 1971: ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1972: უსს რესპუბლიკის კომსომოლის ლენინური პრემია
  • 1975: უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი
  • 1976: ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია
  • 1982: უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

რესურსები ინეტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 birth certificate
  2. Таисия БАХАРЕВА. (21 февраля 2015) Дочь Игоря Шамо: «Песня "Києве мій" была написана под заказ». Факты и комментарии. ციტირების თარიღი: 2015-4-26.
  3. Nevichana (n.d.).
  4. Дмитрий Червинский. (16 августа 2002) Вспоминая маэстро. Заркало недели. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-25. ციტირების თარიღი: 2015-4-26.
  5. Шамо Игорь Наумович на сайте «Некрополи Киева»
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იგორ_შამო“-დან