ბორის ლიატოშინსკი
ბორის ლიატოშინსკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 ნოემბერი (4 დეკემბერი), 1894[1] [2] |
დაბ. ადგილი | ჟიტომირი[3] |
გარდ. თარიღი | 15 აპრილი, 1968[3] [4] [5] [6] [1] [2] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | კიევი[3] |
დასაფლავებულია | ბაიკოვეს სასაფლაო |
ხელმოწერა | |
ბორის ლიატოშინსკი ვიკისაწყობში |
ბორის მიკოლაიოვიჩ ლიატოშინსკი (უკრ: Бори́с Миколáйович Лятоши́нський; დ. 3 იანვარი, 1895 ― 15 აპრილი, 1968) ― უკრაინელი კომპოზიტორი, დირიჟორი და მასწავლებელი. XX საუკუნის უკრაინელი კომპოზიტორების ახალი თაობის წამყვანი წევრი. არაერთი ჯილდოსა და წოდების მფლობელი, მათ შორის: უკრაინის სახალხო არტისტისა და სსრკ-ის ორი სახელმწიფო პრემიის (1946, 1952).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის ლიატოშინსკი 1895 წლის 3 იანვარს ჟიტომირში (იმ დროისთვის რუსეთის იმპერია, დღევანდელი უკრაინა) ინტელექტუალთა ოჯახში დაიბადა. მამამისი, ნიკოლაი ლეონტიევიჩ ლიატოშინსკი გარდა მასწავლებლობისა, სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. დედა, ოლგა ბორისოვნა ფორტეპიანოზე უკრავდა და მღეროდა.[7]
1918 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1919 წელს - კიევის კონსერვატორია. 1920 წლიდან კიევის კონსერვატორიაში მასწავლებლად, ხოლო 1935 წლიდან პროფესორად მუშაობდა. 1944-1949 წლებში იყო პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემიის მუსიკის თეორიის კათედრის ხელმძღვანელი.
ბორის ლიატოშინსკი გარდაიცვალა 1968 წლის 15 აპრილს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Birukov, Sergei. Jubilee of Boris Lyatoshinsky. Melodia, 1/10, (1995), 9 10.
- Belza, Igor. Boris Lyatoshinsky: zacluszhenniy deyatel ucckustva v Ukraunskoi Sovetskoi Sozialisticheskoi Respublike. Boris Lyatoshinsky: honoured statesman of Arts of Ukrainian Soviet Social Republic. Misteztvo, 1947.
- Grecenko, L. and Matusevich, N., ed. Boris Lyatoshinsky: Vospominaniya, Pisma, Materialu. Chast I. Boris Lyatoshinsky: Recollections, Letters, Materials. Part I: Recollections. Kuiv, Muzichna Ukraina Press, 1985.
- Lyatoshinsky, Boris. Vospominaniya. Pisma. Materiali. Memories. Letters. Materials. Part I. Musichna Ukraina, 1985.
- Lyatoshinsky, Boris. Vospominaniya. Pisma. Materiali. Memories. Letters. Materials. Part II. Musichna Ukraina, 1986.
- Boris Lyatoshinsky: Tvorcheskie Portreti Sovetskih Compositorov. Boris Lyatoshinsky: Creative Portraits of Soviet Composers. Kuiv: Musichna Ukraina, 1981.
- Zaporozshez, Nikolai. Boris Lyatoshinsky- Sovetskiy Kompositor. Boris Lyatoshinsky the Soviet Composer. Abon Press, 1960.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Boris Lyatoshynsky. Naxos Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-12. ციტირების თარიღი: 2008-12-16.
- Liatoshinsky. Onno van Rijen's Soviet Composers Site (March 4, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 5, 2009. ციტირების თარიღი: 2008-12-16.
- University of Nottingham, music department, dissertation by N. Stevens 'Lyatoshinsky: The journey of the defiant composer in Stalin's controlled Russia'
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Musicalics
- ↑ 2.0 2.1 Visuotinė lietuvių enciklopedija
- ↑ 3.0 3.1 3.2 Лятошинский Борис Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Самохвалов В. Борис Лятошинський.