შინაარსზე გადასვლა

იგორ კოსტალევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგორ კოსტალევსკი

რუს. И́горь Матве́евич Костоле́вский
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1948 (1948-09-10) (77 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი

იგორ კოსტალევსკი (რუს. И́горь Матве́евич Костоле́вский, დ. 10 სექტემბერი, 1948, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი (1995)[1], ლენინური კომკავშირის პრემიის (1978) და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის (2000) ლაურეატი.

იგორ კოსტალევსკი დაიბადა მოსკოვში, 1948 წლის 10 სექტემბერს. 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი (ГИТИС) — ა. გონჩაროვის კურსი. კოსტალევსკი შეუერთდა მოსკოვის მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური თეატრის დასს, რომელთანაც დაკავშირებულია თითქმის მთელი მისი სასცენო კარიერა.

კინოში გადაღება კოსტალევსკიმ 1970 წლიდან დაიწყო. მისი დებიუტი შედგა ფილმში „ოჯახი, როგორც ოჯახი“. კარიერის დასაწყისიდანვე დაიმკვიდრა რომანტიული გმირის ამპლუა. ნამდვილი პოპულარობა კინოში 1975 წელს მოუტანა დეკაბრისტ ივან ანენკოვის როლმა ფილმში „შორეული ბედნიერების ვარსკვლავი“, რომელმაც „უსახელო ვარსკვლავთან“ (რეჟ. მ. კოზაკოვი, 1979) ერთად, რუსეთის I არხის შეფასებით, კოსტალევსკი „მილიონების კუმირი“ გახადა. პოპულარობის ახალი ტალღა მსახიობს საბჭოთა მზვერავის, ანდრეი ბოროდინის როლმა მოუტანა ფილმიდან „თეირანი-43“ (რეჟ. ა. ალოვი და ვ. ნაუმოვი, 1980).

არის რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირისა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი. 2017 წლის მარტში აირჩიეს რუსეთის ნაციონალური პრემიის — „ოქროს ნიღაბი“ პრეზიდენტად.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1972განთიადი აქ წყნარი იცისА зори здесь тихие…მიშა
1975შორეული ბედნიერების ვარსკვლავიЗвезда пленительного счастьяივან ანენკოვი
1976გაზაფხულის გაწვევაВесенний призывალიკ პოლუხინი
1977და ეს ყველაფერი მასზეაИ это всё о нёмევგენი სტოლეტოვი
1978უსახელო ვარსკვლავიБезымянная звездаმარინ მიროიუ (მასწავლებელი)
1979ავტოფარეხიГаражმილოსერდოვის ვაჟი
1980თეირანი-43Тегеран-43ანდრეი ბოროდინი (მზვერავი)
1980უხელფასო შვებულებაОтпуск за свой счётიური
1980კანონიერი ქორწინებაЗаконный бракიგორ ვოლოშინი
1989ლაბირინთში შესასვლელიВход в лабиринтოლეგ მურომცევი
1990მარადი ქმარიВечный мужველჩანინოვი
2001რუსი ლამაზმანიРусская красавицаმწერალი
2007ომი და მშვიდობაВойна и мирმეფე ალექსანდრე
1998მოსაცდელი დარბაზიЗал ожиданияბანკირი ზემინი
2010კოშკიБашняპროფესორი ბერგერი
2021ვერცხლისფერი მგელიСеребряный волкალექსანდრე ვოლკოვი, ფსბ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1978 — ლენინური კომკავშირის პრემია ევგენი სტოლეტოვის როლისთვის ტელესერიალში „და ეს ყველაფერი მასზეა“
  • 1984 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1986 — წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, ჟურნალ საბჭოთა ეკრანის გამოკითხვით
  • 1995 — რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1997 — მოსკოვის მერიის პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
  • 2000 — რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
  • 2004 — ღირსების ორდენი
  • 2009 — ორდენი „სანშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ (IV ხარისხის)[2]
  • 2016 — სტანისლავსკის სახელობის პრემია[3]
  • 2019 — მეგობრობის ორდენი[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]