საბჭოთა ეკრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საბჭოთა ეკრანი (რუს. Сове́тский экра́н) — რუსულენოვანი პერიოდული ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა საბჭოთა კავშირში, შემდგომში კი რუსეთში. ჟურნალში შუქდებოდა სამამულო და საზღვარგარეთული კინოს მიღწევები, სიახლეები, კინემატოგრაფიის ისტორიები. ტარდებოდა ჟურნალის მკითხველთა გამოკითხვები და მისი შედეგებით სახელდებოდა „წლის საუკეთესო ფილმი“, „წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, „წლის საუკეთესო მსახიობი ქალი“, „წლის საუკეთესო მუსიკალური ფილმი“ და „წლის საუკეთესო საბავშვო ფილმი“.

ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1925 წლის 13 იანვარს. თავიდან ის პატარა ბროშურა იყო. თანდათანობით მისი მოცულობა გაიზარდა და ყოველკვირეული გახდა. 1984 წელს მისმა ტირაჟმა 1,9 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. 90-იანი წლების ბოლოს, ეკონომიურ კრიზისის გამო, ჟურნალი დაიხურა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინო. ენციკლოპედიური ლექსიკონი. მოსკოვი. 1987