იაჰმეს-სიტკამოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაჰმეს-სიტკამოსის მუმია

იაჰმეს-სიტკამოსი, სიტკამოსიძველი ეგვიპტის XVII დინასტიის პრინცესა და XVIII დინასტიის დედოფალი. თუ ვიმსჯელებთ მისი სახელიდან გამომდინარე, იგი იყო ფარაონ კამოსის ქალიშვილი[1]. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „კამოსის ქალიშვილი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სარწმუნო წყაროს მიხედვით ის იყო იაჰმოსის მეუღლე, რომელიც იყო მისი ბიძა ან ბიძაშვილი. ის ატარებდა შემდეგ ტიტულებს: „მეფის მეუღლე“, „მეფის და“ და „მეფის ქალიშვილი“. ასევე იგი ატარებდა „ღმერთ ამონის მეუღლის“ ტიტულს, რომელიც მიიღო გარდაცვალების შემდეგ[2].

სიტკამონის ნეშტი აღმოაჩინეს 1881 წელს დეირ-ელ-ბაჰრიში, DB-320 აკლდამაში. ის იმყოფებოდა პედიამუნის სახელობის საკროფაგში, რომელიც ცხოვრობდა XXI დინასტიაში. მისი მუმია აღმოაჩინა გასტონ მასპერომ 1886 წლის 19 ივნისს. სიტკამონი, ყველა მეცნიერის შეფასებით იყო 30 წლის, როდესაც გარდაიცვალა. გრაფტონ ელიოტი მას აღწერს როგორც მამაკაცური თვისებების მქონეს. მუმია დაზიანებული იყო სამარხის მძარცველების მიერ[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aidan Dodson & Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, Thames & Hudson (2004) ISBN 0-500-05128-3, p.129
  2. Dodson & Hilton, p.129
  3. Mummy of Ahmose-Sitkamose