გასტონ მასპერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გასტონ მასპერო
Gaston Maspero.jpg
დაბ. თარიღი 23 ივნისი 1846(1846-06-23)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი პარიზი[5]
გარდ. თარიღი 30 ივნისი 1916(1916-06-30)[1] [2] [3] [4] (70 წელი)
გარდ. ადგილი Q19297902?[5]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი
Flag of Italy (1861-1946).svg იტალიის სამეფო
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[6] , მაღალი კვლევების პრაქტიკული სკოლა, საფრანგეთის აღმოსავლური არქეოლოგიის ინსტიტუტი, სიძველეების უმაღლესი საბჭო და ბულაკის მუზეუმი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ლუი დიდის ლიცეუმი
განთქმული მოსწავლეები ერნესტო სკიაპარელი
შვილ(ებ)ი ჟორჟეს მასპერო, ანრი მასპერო და ჟან მასპერო
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი და წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის რაინდი

გასტონ კამილ შარლ მასპერო (ფრანგ. Gaston Camille Charles Maspero; დ. 23 ივნისი, 1846 — გ. 30 ივნისი, 1916) — ფრანგი ეგვიპტოლოგი.

დაიბადა პარიზში იტალიური წარმოშობის ოჯახში. 14 წლიდან დაინტერესებული იყო ეგვიპტოლოგიით. 1867 წელს შეხვდა ცნობილ ფრანგ ეგვიპტოლოგს ოგიუსტ მარიეტს, რომელმაც მასპეროს შესთავაზა ორი რთული კომპლექსური იეროგლიფური ტექსტი. გასტონმა იგი ორ კვირაში გადათარგმნა. პუბლიკაციამ ამ თარგმანების შესახებ, გასპერი სამეცნიერო წრეებში ცნობილი გახადა. თუმცა ამის შემდეგ იგი პერუში გაემგზავრა, რათა დაედასტურებინა ინდიელებისა და ინდოევროპელების კავშირები.

1868 წელს გასტონ მასპერო დაბრუნდა საფრანგეთში და გახდა ეგვიპტური ენისა და არქეოლოგიის ლექტორი სორბონის უნივერსიტეტში. 1874 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა საფრანგეთის კოლჯის ეგვიპტოლოგიის კათედრას, რომელიც ჟან-ფრანსუა შამპოლიონის სახელობისა იყო. 1880 წელს მარიეტთან ერთდ ეგვიპტეში გაემგზავრა. აქ მან დააარსა აღმოსავლეთის არქეოლოგიის ფრანგული ინსტიტუტი. მისი ხელმძღვანელობით მომდევნო 6 წლის განმავლობაში ეგვიპტეში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ეგვიპტის ყველა პუნქტში, ეგვიპტოლოგია გამიდრდა მთელი რიგი ახალი აღმოჩენებით. მათ შორის, აღმოაჩინა მეფეთა მუმიები დეირ-ელ-ბაჰრში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]