იაჰმეს-ნეფერტარი
იერსახე
| იაჰმეს-ნეფერტარი | |
|---|---|
| ეგვიპტის დედოფალი | |
| მეუღლეები | იაჰმეს I |
| შვილი/ები | ამენჰოტეპ I, იაჰმეს-ანხი, სიამუნი, იაჰმეს-მერიტამონი, იაჰმეს-სიტამუნი, რამოსე (?), მუტნოფრეტი (?) |
| მამა | სეკენენრა ტაა |
| დედა | აჰოტეპ I |
| დაბ. თარიღი | ძვ.წ. 1562 |
| გარდ. თარიღი | ძვ.წ. 1495 |
იაჰმეს-ნეფერტარი — ძველი ეგვიპტის დედოფალი მეთვრამეტე დინასტიიდან, ეგვიპტის ახალი სამეფოს პერიოდის დროს. იაჰმეს-ნეფერტარი ეგვიპტის ფარაონის იაჰმეს I-ის მეუღლე იყო. მას და იაჰმესს ჰყავდათ შვილები ამენჰოტეპ I, იაჰმეს-ანხი, სიამუნი, იაჰმეს-მერიტამონი და იაჰმეს-სიტამუნი, შესაძლოა მათი შვილები იყვნენ რამოსე და მუტნოფრეტი.