იაჰმეს-მერიტამონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაჰმეს-მერიტამონის ქანდაკება

იაჰმეს-მერიტამონი ან აჰმეს-მერიტ-ამონიიაჰმეს I-ის ქალიშვილი და ამენჰოტეპ I-ის, მეთვრამეტე დინასტიის[1] ფარაონის და და მეუღლე.

თავისი მშობლებისაგან მას მემკვიდრეობით ერგო „ღმერთ ამონის ცოლის“ ტიტული. ამის გარდა, მას ჰქონდა „მეფის ქალიშვილის“, „მეფის დის“ „ორი მიწის დიასახლისის“ „მეფის მთავარი ცოლის“ და „ღმერთის ცოლის“ ტიტულები.

იაჰმეს მერიტამონის მუმია აღმოჩენილია[2] მუყაოს კუბოში დეირ-ელ-ბაჰრიში. აღმოჩენა შეისწავლეს კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, რის შედეგადაც გახდა ცნობილი, რომ იაჰმოს მერიტამონი დაიღუპა ათეროსკლეროზით. ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ იგი გარდაიცვალა ორმოცი წლის ასაკში.

იაჰმეს მუმია და სარკოფაგი ამჟამად იმყოფება კაიროში, კერძოდ ეგვიპტის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Aidan Dodson & Dyan Hilton: The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, 2004, ISBN 0-500-05128-3
  • Tyldesley, Joyce. Chronicle of the Queens of Egypt. Thames & Hudson. 2006, ISBN 0-500-05145-3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aidan Dodson & Dyan Hilton: The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson, 2004, ISBN 0-500-05128-3, p.123, 127, 129
  2. "Upper part of a limestone statue of Queen Ahmose-Merytamun," The British Museum Web site.