იახსრის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იახსრის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით 3,5 კმ-ზე, იაღსრის გორის ძირში. განეკუთვნება V-VI საუკუნეებს.

სამაროვანი 1966 წელს გათხარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური). ძეგლი დაზიანდა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მშენებლობის დროს.

სამაროვანზე გაითხარა ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და კირქვისა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები ქვაყუთები. სამარხთა უმეტესობა ინდივიდუალურია, არის საოჯახოც. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]