შინაარსზე გადასვლა

იარქენდი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იარქენდი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეულები სინძიანი
სათავე ყარაყორუმი
35°31′07″ ჩ. გ. 77°31′20″ ა. გ. / 35.51861° ჩ. გ. 77.52222° ა. გ. / 35.51861; 77.52222
შესართავი ტარიმი
40°27′46″ ჩ. გ. 80°52′10″ ა. გ. / 40.46278° ჩ. გ. 80.86944° ა. გ. / 40.46278; 80.86944
სიგრძე 1068 კმ
მდინარის სისტემა ტარიმილობნორი
წყლის ხარჯი (საშ.) 170 მ³/წმ
იარქენდი (მდინარე) — ჩინეთი
იარქენდი (მდინარე)
იარქენდი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
იარქენდი ვიკისაწყობში

იარქენდი (უიღ. يەكەن دەرياسى იექენ დარიასი, ჩინ. ტრად. 葉爾羌河, გამარტ. 叶尔羌河, ფინინი: Yè'ěrqiāng Hé; ზემო წელზე ეწოდება რასქემ-დარია) — მდინარე დასავლეთ ჩინეთში, ტარიმის შემდგენელი. სიგრძე 1068 კმ. სათავეს იღებს ყარაყორუმის მყინვარებში; მთებიდან გამოსვლისას წარმოქმნის გამოზიდვის კონუსს მრავალი ტოტით, შემდეგ, მდინარეებთან აქსუსა და ხოთანთან შეერთებამდე (ტარიმის სხვა შემდგენლები), მიედინება ტარიმის ღრმულის ჩრდილო დასავლეთ განაპირა მხარეს, არამდგრად კალაპოტში. წყალდიდობა იცის ზაფხულში, რომელიც გამოწვეულია თოვლისა და მყინვარების დნობით და წვიმით; ზაფულში ვაკეზე შრება. წყლის საშუალო ხარჯი 170 მ³/წმ. რწყავს იარქენდის ოაზისს.[1]

  1. Яркенд // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.