შინაარსზე გადასვლა

იაპონიის ქალაქების კულტურა ედოს პერიოდში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედოს პერიოდის ქალაქი

ახალი იაპონიის კულტურა და ისტორია, განვითარებული იაპონიის ნაწილია. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან მეოცე საუკუნამდე მიმდივარეობდა იაპონიის განვითარება და იგი პირდაპირ კონკურენციას უწევდა დასავლეთის ქვეყნებს. სწორედ ეს აზრი, რომ დასავლეთის მსგავსად განვითარებულიყო იაპონია წარმოადგენდა იაპონელი ფილოსოფოსებისა თუ სწავლულების იდეასა და მისწრაფებას.

ტოკუგავა ცუნაიოში
ტოკუგავა იაიასუ
ტოკუგავას პერიოდის მხატვრის, იტჩო ჰანაბუსას ნახატი "ქარიშხლის ღმერთის დაცემა"

ტოკუგავას პერიოდამდე იაპონიას საკმაოდ რთული და ბნელი დრო ჰქონდა.1603-1867 წლებს კი ოქროსა და აყვავების წლებს უწოდებენ. ტოკუგავას პერიოდში აყვავდა იაპონიის კულტურა .განვითარდა სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკურად გაძლიერდა სახელმწიფო. ეს პერიოდი გრძელდებოდა იქამდე, სანამ ევროპული იდეოლოგიები და მოდა არ შემოაბიჯებდა იაპონიის კულტურაში და ძირფესვიანად არ შეცვლიდა მას. რა თქმა უნდა, ამ პერიოდს ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. იაპონიის ეს პერიოდი გამოირჩეოდა იმით, რომ ყალიბდებოდა ფორმალური დაწესებულებები. მათი მოვალეობა იყო სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური მართვა და განვითარება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, თუ როგორ უნდა ემუშავა ამ დაწესებულებებს, მაშინვე მივხვდებით რომ სწორედ იაპონიაში იყო პირველი კერა სადაც მსგავსი მმართველობითი დაწესებულებები და ორგანოები ფუნქციონირებდნენ. ტოკუგავას შოგუნატი არ იყო მთლიანად ცენტრალიზებული. იეასუ და მისმა შთამომავლებმა ააშენეს ფედერალისტური მმართველობის მოდელი, რომელიც აბალანსებდა ავტონომიას სამხედრო „სახლებს“ შორის. შოგუნატი ქვეყნის წარმოების მეოთხედს აკონტროლებდა, ხოლო დანარჩენს ადგილობრივი მმართველები მართავდნენ და არეგულირებდნენ, რომლებიც გარკვეული ავტონომიით სარგებლობდნენ და ერთგულებას უცხადებდნენ ტოკუგავას შოგუნატს. ამ სისტემამ დაახლოებით 265 წელი გაძლო.1637-1864 წლებში იაპონიაშია არ იყო სამხედრო დაპირისპირებები და ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა.[1] ის ცხოვრების სტილი და კულტურა, რომელიც ტოკუგავას პერიოდში არსებობდა განსხვავდებოდა, იმ ისტორიისაგან, რომელიც იაპონიას ჰქონდა უხსოვარი დროიდან. წარმოებისა და აგრარული მიმართულების განვითარება საკმაოდ კარგ შედეგებს იძლეოდა. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში იაპონია დამოკიდებული იყო ბრინჯის, ბამბის, ზღვის პროდუქტის, მარილისა და სხვადასხვა წვრილ საქონელს წარმოებაზე. იაპონიის ისტორიის განუყოფელი ნაწილია ედოს პერიოდი. სწორედ ამ პერიოდის დროს ტოკუგავას მმართველობა საკმაოდ გაძლიერდა. ტოკუგავა იასუმ ადმინისტრაცია ედოში (დღევანდელ ტოკიოში) გადაიტანა. მან დააწესა „მონაცვლეობითი დასწრება“, რომელზეც სხვადასხვა ტერიტორიის მმართველები წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ. მისმა პოლიტიკამ გამოიღო შედეგი. ედო საკმაოდ ცენტრალიზებული გახდა,აქ გადმოვიდა უამრავი ადამიანი, რამაც ხელი შეუწყო ედოს და ამ პერიოდის კულტურის განვითარებას. ვითარდებოდა მუსიკა, თეატრი (აღსანიშნავია კაბუკის თეატრი),მხატვრობა. თანდათნ უფრო მეტი ხელოვანი იწყებდა მოღვაწეობას ედოში.[2] ედო, როგორც უკვე ვახსენეთ, გამოყოფილი იყო იაპონიისაგან, მმარველისა და პოლიტიკის გამო, მიუხედავად ამისა მას არ ჰქონდა დაკარგული კავშირი სხვა იაპონიის ქალაქებთან თუ სოფლებთან. შიდა ომების შემცირებამ გამოიწვია ტოკუგავას პერიოდის კულტურისა და ეკონომიკის ზრდა. ამას გარდა ვითარდებოდა სავაჭრო და საფინანსო მიმართულებები და შუა ფენა კავდებოდა სხვადასხვა კავშირებით ქვეყნის მცირე თუ დიდ ქალაქებთან. ვაჭრობის განვითარებამ ფინანსური დამოუკიდებლობა და ძალა მისცა ტოკუგავას შოგუნატს. დამოუკიდებელმა მხატვრებმა იწყეს ფეხის მოკიდება. მხატვრები, რომლებიც არ იყვნენ კავშირში სამხატვრო სკოლებთან, პირდაპირ ყიდიდნენ თავიანთ ნამუშევრებს. ვითარდებოდა გრავიურის ნამუშევრები, ეს ხელს უწყობდა მათ ტრანსპორტირებას. ასევე მხატვრობამ გამოიწვია ლიტერატურისა და წიგნების წარმობის განვითარება. იაპონიის კულტურა და ისტორია დიდ პერიოდს მოიცავდა და მას ჰქონდა გარკვეული სახე, მის ლიტერატურაზე ტოკუგავას პერიოდში, გავლენა მოახდინა კორეულმა და სხვა აზიურმა ლიტერატურამ რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდში იაპონიას მართალ ჰქონდა ერთგვარი „კავშირი“ სხვა ქვეყნებთან. რაც განაპირობებდა მისი ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების ზრდას. კულტურის განვითარებამ, ხელი შეუწყო მოსახლეობის კლასის ამაღლებას. მაგალითად, თუ ჩაის ცემონია, ლიტერატურის სიყვარული და სპეციფიკური ტანისამისი მხოლოდ მაღალ კლასს ახასიათებდა, ტოკუგავას პერიოდში ეს სხვა ფენებსაც მოედო და ასე ვთქვათ, აამაღლა მათი სოციალური სტატუსი. მოსახლეობის ცხოვრების სტილის განვითარებამ და ცივილიზაციის მაღალ დონეზე ასვლამ განაპირობა ტრადიციებისა და საქალაქო ცხოვრების გაზრდა. ედოს ტერიტორია განვითარდა და შეიქმნა სხვადასხვა სოციალური კერები. ყალიბდებოდა რელიგიური თავშესაფრები, მაღაზიები, სავაჭრო ტერიტორიები. გამომცემლებ ხშირად მიმართავდნენ გაზეთის მსგავსი ბროშურების გამოქვეყნებას, რომლითაც მოსახლეობას თუ სხვა მხარის მცხოვრეს აცნობდნენ ედოს და ტოკუგავას კულტურის განვითარების შესახებ.[3] კულტურის განვითარებამ, თავისთავად გამოიწვია განათლების რეფორმის დახვეწაც. სამურაებისა და სამეფო ოჯახისთვის არსებობდა სპეციალური სკოლები. აქ მათ განსხვავებული სწავლების დონე და აღზრდა ჰქონდათ. გარდა ამისა ედოს პერიოდში ბავშვები 7 დან 15 წლამდე ახლომდებარე სკოლებში დადიოდნენ ,რომლებსაც ბუდისტური სექტები განაგებდნენ. აქ მოსწავლეებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას,წერის სტილს. ძირითადად მსგავს სკოლებში სწავლობდნენ ექიმების, სამურაებისა და გამოჩენილი ადამიანების შთამომავლები .მასწავლებლებიც მსგავსი ადამიანებისგან ირჩეოდა. დღევადნედი ტოკიოს ტერიტორიაზე და საკმაოდ გავრცელებული იყო ასეთი სკოლები და მათ ბევრი ადამიანიც „სტუმრობდა“, თუმცა ქალაქ გარეთ, სოფლებსა და ნაკლებად განვითარებულ ქალაქებში მსგავსი სკოლები საკმაოდ ცოტა იყო და მოსწავლეების რაოდენობაც შესაბამისად დაბალი. ძირითადად მსგავს ტერიტორიებზე არ იყო მათი აზრით განათლება საჭირო, სამეფო და მაღალი ფენა თვლიდა, რომ მათ განათლება სწორედ იმისთვის სჭირდებოდათ ,რომ გადასახადები აეკრიფათ და ვინმეს მათთვის საქმიანობაში არ მოეტყუებინათ. გადასახადები და მმართველობა საკმაოდ კარგად კონტროლირებადი ფენომენი იყო. ედოს პერიოდში მხოლოდ სამურაებს შეეძლოთ იარაღის ტარება და მათ საკმაოდ დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდათ. კრიმინალი და მსგავსი კანონსაწინაამღდეგო მოძრაობები საკმაოდ მკაცრად ისჯებოდა და მთავრობას სპეციალური ბერკეტებიც გააჩნდა მსგავსი მოვლენების შესაჩერებლად. მმართველობის მხრიდან ხშირი იყო სხვადასხვა შეზღუდვები, რომელსაც შოგუნატი სხვადასხვა რეგულაციებისათვის იყენებდა და ასევე ხაზს უსვამდა თავის უზენაესობას. მიუხედავად მტკიცე და ზოგჯერ აბსურდული წესებისა და შეზღუდვებისა, შოგუნატი წარმატებით ახერხებდა ხალხისა და ტერიტორიის შენარჩუნებასა და მართვას.[4] იაპონია, როგორც უკვე ვახსენეთ, ტოკუგავას პერიოდში საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა. ვითარდებოდა ამასთანავე ქალაქები და მისი შემოგარენი. ტარდებოდა ახალი რეფორმები, რომლებიც ურბანიზაციასა და ქალაქის კეთილმოწყობას უწყობდა ხელს. იაპონიაში ქალაქებსა თუ სოფლებს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ. ძირითადად გმოყოფდნენ სამეურნეო (საფერმო) სოფლებს, საპორტო და საფოსტო ქალაქებსა და სატახტო ტერიტორიებს. მსგავსი ტერიტორიების განვითარება, ბუნებრივია იწვევდა ქალაქის ყურადღების ქვეშ მოქცევას. ხშირად ქალაქებს თან ერთვოდა დიდი, ფართე და ხალხმრავალი გზები, მაგისტრალები. თითოეული ხალხმრავალი ადგილი და თვითონ ქალაქისა თუ სოფლის შემოგარენი გამოირჩეოდა სპეციფიკური ცხოვრების სტილითა თუ კლიმატით. სწორედ ქალაქის ტიპი განაპირობებდა ცხოვრების სტილსა და სამეირნეო თუ სამრეწველო საქმიანობას. როდესაც ჩამონათვალს ვაკეთებთ საფოსტო თუ საპორტო ქალაქების, მაშინვე უნდა გვქონდეს წარმოდგენა ზოგადად რა მახასიათებლებით სარგებლობდნენ მსგავსი ქალაქები და რატო შეიძინეს მათ სხვადასხვა დატვირთვა. მაგალითად თუ განვიხილავთ ,საპორტო ქალაქს მაშინ აუცილებელია ქალაქს ჰქონოდა, ადვილად მისადგომი სანაპირო და წყლით შემოსაზღვრული საკმაოდ დიდი ტერიტორია. ტოკუგავას პერიოდში მსგავსი ქალაქების ქუჩები სავსე იყო სხვადასხვა „ბარებითა“ და დუქნებით, ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა სავაჭრო დახლები და სწარფი კვების ობიექტები ,რომლებიც ქუჩაში საკმაოდ მრავლად გვხვდებოდა. საფოსტო ქალაქის დანიშნულება სახელიდან გამომდინარე პირველ რიგში სწორედ კომუნიკაციის საშუალება იყო. მსგავსი ქალაქები თუ სოფლები ძირითადად მაღალ ტერიტორიაზე შენდებოდა, იქ სადაც ბევრი გზა ერთდებოდა და აკავშირებდა რამდენიმე სოფელს ერმანეთს .ხშირი იყო ის ფაქტი რომ ქალაქს ოთხივე მხრიდან სხვადასხვა სოფელთან თუ ქალაქთან ჰქონოდა კავშირი. საფოსტო ქალაქებში ხშირად შეხვდებოდით სატელეფონო გაყვანილობებსაც ,რომლებიც სახლის უკანა მხარეს იყო განლაგებული. ამ ქალაქებმა დიდი ცვლილება განიცადეს და ბევრმა ადამიანმა დატოვა ეს ტერიტორია. ედოს პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო სატახტო ქალაქები. ეს იყო დასახლება, რომელიც გაშენებული იყო სამეფო სასახლის გარშემო. მაგალითისათვის მოვიყვანოთ ტოკიო, რომელიც განვითარდა ედოს სასახლის გარჩემო,რომელიც ტოკუგავას შოგუნატს ეკუთვნოდა. მსგავსი დასახლებები საკმაოდ ბევრი იყო და სასახლეებზე დამოკიდებული ქალაქები თანდათან მატულობდა. მსგავსი სასახლეები დღესაც შემორჩენილია იაპნიაში. ეს იყო სამეფო, შოგუნატის სატახტო ტერიტორია, რომლის გარშემოც მასზე გამოიდებული ქალაქი იყო განლაგებული. სასახლის შიგნით ძირითადად სამეფო და სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. სასახლესთან ახლოს ჰქონდათ რეზიდენციები სხვადასხვა გამოჩენილ ოჯახებსა თუ მაღალი ფენის წარმომადგენლებს. ძირითადად სასახლე ქალაქის ცენტრს წარმოადგენდა და მართვითაც სწორედ აქედან იმართებოდა. განსაკუთრებულად უნდა ავღნიშნოთ მსაგვსი ქალაქების ფორმირება, მაგალითად თუ ძირითადად სოფლები და ქალაქები ტერიტორიის მიხედვით იძენდნენ დანიშნულებას ,სატახტოს შემთხვევაში ყველაფერი გაწერილი გეგმის მიხედვით იყო და თითოეულ დასახლებულ სახლს თავისი დანიშნულება ჰქონდა. თუ რამდენად ახლოს იყო იგი ცენტრთან, რამდენად დაშორებული იყო ესა თუ ის ტერიტორია ცენტრალურ ადგილს, რამდენად ხდებოდა კონკრეტული ტერიტორიის უზრუნველყოფა სხვადასხვა სამუშაოებითა და სამურაების ყურადღებით. თითოეული ეს ფაქტორი აუცილებელი იყო სწორი და ეფექტიანი მმართველობისათვის. გარდა ამისა აღსანიშნავია ის, რომ სატახტო ქალაქების არქიტექტურა ხშირად უფრო განსხვავდებოდა სხვა სოფლისა თუ ქალაქისაგან. ისინი ხშირად განიცდიდნენ ჩინურ და დასავლურ გავლენებს,რაც ძირითადად ვაჭრობის მაღალი დონითა და ურბანიზაციით იყო გამოწვეული [5]

ციხე-ქალაქების საწყისები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ედოს პერიოდის ციხე-ქალაქი

სენგოკუს პერიოდში იმდენი ბრძოლა მიმდინარეობდა, (როგორც საალყო სიტუაციაში, ისე ღია ბრძოლის ველზე) რომ დასაბამი მიეცა ციხე-სიმაგრის დიზაინის კონკრეტულ სტილსა და საალყო ბრძოლის ხელოვნებას. დღემდე იდეალურად შემორჩენილ ნაგებობებზე დაყრდნობითაც შეიძლება ამ დასკვნის გამოტანა. სენგოკუს პერიოდის დასაწყისში ციხე-სიმაგრეები ძალიან ელემენტარული სტრუქტურის შენობები იყო, ცნობილი როგორც იამაშირო (მთის ციხე-სიმაგრე). სახელი იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმაგრეები მთებში შენდებოდა, არამედ თვითონ იყო მთისგან ნაშენი (გადატანითი მნიშნველობით). ამ მიზნით მწვანე საფარი იჩეხებოდა და მიმდებარე ქედებს შორის სივრცეები ითხრებოდა (თხრილების გასაკეთებლად). მთების ასეთი გზით გამოკვეთა, უხეშად კონცენტრული, თანმიმდევრული მწვერვალები შესაძლებელი იყო გადაკეთებულიყო შიდა და გარე კოშკის კედლებად, რომლებიც გამოიყენებოდა გადაჯაჭვულ სფეროებში ცეცხლის შესაქმნელად. თხრილები გამაგრებული იყო ვერტიკალური ჯვრის ფორმის ნაწილებით, რომლის მეშვეობითაც შენდებოდა მართი კუთხის მქონე შიდა კედლები. იმისთვის, რომ მართი სექციები უფრო ეფექტიანი გამოსულიყო, მათგან ჭრიდნენ გრძელ არხებს, რის მეშვეობითაც ქანების ჩამორეცხვა ხდებოდა შესაძლებელი. მთის მდინარეებს შეუცვალეს მიმართულება ხევისკენ თხრილების შესაქმნელად. შესასვლელი ჭიშკრის ხაზიდან მოშორებით იყო, რათა მტრის შემოსევისას ციხე-სიმაგრე მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.[6]

ციხე-ქალაქები და მათი რაობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციხე-ქალაქი გეგმა
ედოს პერიოდის ციხე-ქალაქი

იაპონური ქალაქები ძალიან განსხვავდება ევროპული და თუნდაც აზიური ქალაქებისგან. ამ უკანასკნელთა შუა საუკუნის ქალაქები შემოსაზღვრულია დამცავი კედლებით, მაშინ როცა იაპონიაში საერთოდ არაა შემოკედლილი. მაგალითად რომ ავიღოთ ინუიამას ციხე-ქალაქი, რომელიც მხოლოდ თხრილით იყო შემოსაზღვრული. მსგავსი ტენდენცია იგრძნობა სახლების მშენებლობაშიც. იმ დროს, როდესაც ევროპული საცხოვრებლები ქვითა და აგურით შენდებოდა, იაპონელები მხოლოდ ხესა და მსგავს მასალებს იყენებდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროპული ქალაქები ინდუსტრიულ რევოლუციას განიცდიდნენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. იაპონიაში კი ძალიან მცირე ხნით გრძელდებოდა და სოციუმში განსაკუთრებული ცვლილებებიც ვერ შეჰქონდა. თუმცაღა, ქალაქების სტრუქტურაში მაინც შეიმჩნეოდა გარკვეული სახის დასავლური ცვლილებები. ციხე-ქალაქები ათასობით და ათი ათასობით ადამიანით იყო დასახლებული, სწორედ ამ ნიშნით განახვავებდნენ პატარა და დიდ ქალაქებად. თითოეული მათგანი კლანის მთავრის მიერ იყო დაგეგმილი და შემდგომ კონსტრუირებული, დაგეგმარება კი ძალიან მარტივად ხდებოდა. ციხე ქალაქი 4 შიდა რეგნიონად იყოფოდა ციხე-სიმაგრის, ვასლების, ვაჭრებისა და სატაძრო ზონებად. ციხე-სიმაგრის ტერიტორია: სიმაგრე კლანის მთვარის სამყოფელი და ამავდროულად მთავარი სტრატეგიული წერტილია. ამავდროულად სამთავრობო ოფისიც. შემოსაზღვრული იყო თხრილებითა და კედლებით. ვასალთა ტერიტორია: ზონა დაყოფილი იყო 3 ნაწილად: მაღალი, საშუალო და დაბალი კლასის. მაღალი კლასსა და შუა კლასს შორის ხანდახან თხრილიც კი იყო გაყვანილი. ვაჭართა ტერიტორია: ეს ზონაც 3 ნაწილად იყო დაყოფილი: ცენტრალური სავაჭრო ქუჩა, რომელიც დასახლებული იყო პრივილეგირებული ვაჭრებით, ყოველდღიური სავაჭრო ქუჩა და ხელოსანთა ზონა. სატაძრო ტერიტორია: მოიცავდა რამდენიმე სალოცავსა და მათ სასაფლაოებს. ამ ოთხი ნაწილის სტრუქტურა ქალაქის ზოგ ადგილას ერთმანეთთან შერწყმულიც კი იყო, თუმცაღა თანმიმდევრობა თითქმის უცვლელი რჩებოდა, რომელიც სასახლიდან აითვლებოდა და მასთან ყველაზე ახლოს წარჩინებულ ვასალთა ზონა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ზონები ერთმანეტში კონცენტრული წრეწირის მსგავს ფორმებს ქმინდნენ, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ წრიულ ციხე-ქალაქს ქმნიდა. ციხე-ქალაქები დროთ განმავლობაში არ იზრდებოდა. მესამე განსხვავებული ნიშანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ციხე-ქალაქები არ ფართოვდებოდა, რადგან იმ პერიოდში იაპონიის მოსახლეობა საგრძნობლად და შესამჩნევად არ იცვლებოდა, მატი რაოდენობა თითქმის იგივე რჩებოდა ათწლეულების განმავლობაში. ასევე კლასების მიხედვით მკაცრად კონტროლდებოდა საცხოვრებელი ადგილები. მეორეს მხრივ, ახალ სტრუქტურას გააჩნდა მაცხოვრებელთა ზრდის, არეალის გაფართოების და ფუნქციური ზონების დიფერენციაციის ტენდენციები. ძალადობრივი სოციალური ცვლილებები იაპონიაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში უფრო სწრაფად პროგრესირდებოდა ვიდრე ევროპაში. სწორედ ამ მიზეზი გამო, შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ძველი კონცენტრირებული ზონირება საბოლოოდ გაქრა და განადგურდა. „ფეოდალური კონცენტრირებული ზონირების სტრუქტურა“, რომელიც სისტემატიზირებულია ციხე-სიმაგრის გარშემო, „ქალაქური სტრუქტურის“ ფუძედ (რომელიც გამოვლინდა ფეოდალიზმის დაშლით/გაუქმებით). „წრიული სტრუქტურა“ გამოყენებული იქნა მხოლოდ ერთხელ, რაც შეეხება „დახურულ სტრუქტურას“ - იგი წარმოადგენს იაპონიის ძველი ციხე-ქალაქების რეალურ სტრუქტურას. განვითარების ტენდენციები იგივე იყო ევროპულ ქალაქებში, მაგრამ ევროპაში გამოირჩეოდა ორი კონცენტრირებული ზონირება; ერთი, რომელიც პოპულარული იყო ეცხრამეტე საუკუნეში და მეორე, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა მეოცე საუკუნეში.[7] მე-17 საუკუნის ადრეულ პერიოდში, ედოს პერიოდის დასაწყისში, დაახლოებით 100-მდე ციხე-ქალაქი აშენდა, როგორც ფეოდალური ადგილ-მამულის დედაქალაქად. ედოს პერიოდამდე იაპონური ციხეების უმრავლესობა მაღლობზე შენდებოდა, საქალაქო ტერიტორია, კომერციული თუ საცხოვრებელი დაწესებულებები კი ქვედა სიმაღლით დონეზე იყო განლაგებული. სწორედ ამიტომ, „ციხე-ქალაქი“, როგორც ცნება, აღნიშნავს მთელს ქალაქს, რომელიც მოიცავდა როგორც ციხის, ასევე საქალაქო ზონას, რომელიც რამდენიმეჯერადი თხრილით იყო გამოყოფილი. ციხე-ქალაქებმა ითამაშეს რიგი მნიშვნელოვანი როლებისა თითოეულ რეგიონში, როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციული, კულტურული, სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრები.[8] მემკვიდრეობითი სამურაების კლასი ოფიციალურად უმაღლესი რანგი იყო ტოკუგავას კლასობრივ სისტემაში. სამოქალაქო ომების პერიოდში, სამურაი ემსახურებოდა რეგიონალურ მთავრებს ან ფეოდალებს როგორც მებრძოლები. ახლა კი ტოკუგავას „დიდი მშვიდობის“ პერიოდში მთავრობამ მოითხოვა სამურაებისთვის დაეტოვებინათ უბრალო მიწები და ციხე-ქალაქებში გადაეყვანათ, სადაც ისინი საკუთარ ფეოდალებს ემსახურებოდნენ როგორც ბიუროკრატები ან დამხმარეები. რათა ხაზი გაესვათ საკუთარი ელიტური პოზიციისთვის, სამურაის ჰქონდა უფლება ეტარებინა ხმლები და ჩაეცვა ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სამოსები, როგორიც იყო აბრეშუმი. თუმცაღა, კანონის მიხედვით, მათ არ შეეძლოთ ვაჭრობაში ან სულაც ფერმერობაში მონაწილეობის მიღება.[9]

ქალაქი ედოს რუკა

ქალაქი ედო (თანამედროვე ტოკიო) პირველი შოგუნის, ტოკუგავა იეიასუს ბრძანებით აშენდა. სამურაის უბანი ჩამოყალიბდა ედოს ციხე-სიმაგრის გაფართოებითა და გარე ზონის მოსახლეობის ნაწილის, ფერმერების, იძულებით, გადასულიყვნენ მეზობელ სოფლებში საცხოვრებლად. ვაჭრები და ხელოსნები კი აიძულეს უფრო შორეულ რეგიონებიდან ქალაქის კიდეებში გადმოსულიყვნენ, რომელიც თხრილების ამოვსებით წარმოიქმნა და ამავდროულად არხებიც გაიჭრა, რომელიც ნავით მიმოსვლას უზრუნველყოფდა და ამავდროულად ქალაქურ მხარესაც ქმნიდა. 1657 წლის დიდი ხანძრის შემდეგ, საქალაქო უბანმა გაფართოება დაიწყო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა ედოსკენ. ეს უკვე ედოს პერიოდის გვიანი პერიოდის დასაწყისი იყო, როდესაც ქალაქი ნამდვილ სატახტო ქალაქად იქცა უზარმაზარი მოსახლეობით. ამავე პერიოდის იაპონიაში დაიწყო სწრაფი ურბანიზაციის პერიოდი, შენდებოდა გზები, სახლები, სამთავრობო ნაგებობები, რაც საკმაოდ მარჯვე შრომას მოითხოვდა. დაიწყო სხვადასხვა საჭირო მასალისა თუ საქონლის ბიზნესი.[9] 1743 წლის ჩანაწერების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობას საშუალოდ 310000 მამაკაცი და 215000 ქალი ქმნიდა, ამ მონაცემთა ჯამი კი უტოლდებოდა სამურაების რიცხვს. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ იმ პერიოდში ედოს მოსახლეობა მილიონსაც კი აჭარბებდა. მე-18 საუკუნის მსოფლიოს ერთ-ერთი საქალაქო პოპულაციით, ედოს მოსახლეობა არ იყო კარგად დაბალანსებული მამრობით და მდედრობით სქესებით, რამეთუ, ამ უკანასკნელთა რიცხვი მამაკაცების რაოდენობაზე 1,5-ჯერ მეტი იყო. ამის მიზეზად კი ედოში დასაქმების იმედით ჩამოსული მარტოხელა მამაკაცების დიდი ტალღა ითვლებოდა. ედოს საქალაქო ცხოვრებაში, დიდი დაწესებულებისთვის მომუშავე ახალგაზრდა, უცოლშვილო ადამიამიანები სამსახურში მცხოვრები „კადრები“ იყვნენ. ედოში, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრმა დატოვა ოჯახი. ამიტომაც, ადგილობრიც საფერმერო სოფლებში მომუშავეთა შემოდინების დონე უზარმაზარი იყო. ამხელა პოპულაციის მხარდასაჭერად, კვება, ბუნებრივია, ყოველდღიური უნდა ყოფილიყო. გარდა იმ საკვებისა, რომელსაც დამსაქმებელი უზრუნველყოფდა, შესაძლებელი იყო მათ სამუშაოს გარეთაც ეჭამათ. თუმცაღა, სამურაების კლასს, შოგუნთან ერთად, ძალიან კომპექსური და მასშტაბური მოთხოვნილებები ჰქონდა, როცა საქმე კვებაზე მიდგებოდა. შედეგად, ქალაქი ვაჭრებსა და ხელოსნებს იყენებდა, რათა დაეკმაყოფილებინათ მაღალი კლასის ყოველდღიური ცხოვრება და ამავდროულად ჰქონოდათ ტექნოლოგიური მონოპოლიაც. საკვები მარაგის სისტემის ზრდამ, რასაც მოსახლეობის ზრდაც დაემატა, მოსახლეობის შესამჩნევად დიდი ნაწილი გადავიდა საკვების ინდუსტრიის მომსახურების სფეროში.[10] ედოს საზოგადოება მეტწილად აგრარულ სექტორში მუშაობდა და თავდაპირველად გლეხები 90%-ს შეადგენდნენ. ადრე ერთი საფერმერო გაერთიანება რამდენიმე ოჯახისა და მსახურებისაგანაც კი შედგებოდა, თუმცა, მალე პრობლემები წარმოიშვა მიწების ინსპექტირებისა და ოფიციალური რეგისტრაციის შესახებ, ამიტომაც მალე მსგავსი მეორნეობები ცალკეულ ოჯახთა საქმიანობის სფეროდ იქცა. კანონის მიხედვით, გლეხებს არ შეეძლოთ საკუარ მიწას მოშორებოდნენ და მიწას მათთვის ისეთივე სავალდებულო სახე ჰქონდა, როგორც გადასახადების გადახდას. თუმცაღა, რეალობა მაინც შედარებით განსხვავებული იყო და არაერთ გლეხს შეუცვლია საცხოვრებელი მაღალი გადასახადებისგან თავის დაღწევის თუ უბრალოდ ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. საკმაოდ მალე სასოფლო მეურნეობა იმდენად მოძლიერდა, რომ გელხური ცხოვრება აღარ იყო ისეთი მოსაწყენი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ისინი ხშირად ერთობოდნენ სასოფლო ფესტივალებით ან ისეს ან სხვა ტაძრებშიც გეგმავდნენ მსვლელობებს, თუმცაღა ეს ყოველივე მეწილად გასართობი მიზნით იგეგმებოდა.[11]

ნაგასაკის პრეფექტურა - პრეფექტურა კიუშუზე, გოტოოს ზღვის უსწორმასწორო ნაპირზე. იგი შედგება ოთხი მთაგორიანი ნახევარკუნძულისგან:

  • კიტა მაიცურა
  • ნიში სონოგი
  • ნაგასაკი
  • შიმაბარა
ქალაქი ნაგასაკი, ედოს პერიოდი

ამ პერიოდში ნაგასაკის პრეფექტურაზე ფართოდ გავრცელებული იყო მეთევზეობა, მსხვილი რქოსანი საქონელის მოშენება, ქვანახშირის მოპოვება, გემთმშენებლობა, მიწათმოქმედება (განსაკუთრებით ტკბილი კარტოფილის მოყვანა). ნაგასაკი - ნაგასაკის პრეფექტურის მთავარი ქალაქი. აღმოაჩინა ომურა სუმიტამამ. მას ოფიციალურად ერქვა ფუკაე ნო ურა, ტამა ნო ურა და ნიგატაცუ. ის იყო იაპონიის ერთ ერთი მთავარი საპორტო ქალაქი, საიდანაც მყარდებოდა კავშირები (სავაჭრო) ჩინეთთან, კორეასთან, სამხრეთ აზიასთან და დასავლეთი ქვეყნებთან.[12] ნაგასაკის გააჩნია ღრმა, ბუნებრივი ნავსადგომი და განვითარება, როგორც ურბანული ცენტრი დაიწყო 1571 წელს. მისი აყვავება დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიწყო ვაჭრობა უცხოეთთან. ნაგასაკის ნავსადგომი იტევდა ძალიან დიდ გემებსაც, გააჩნდა მთავარი გემთმშენებელი ქარხნები. 1636 წელს აშენდა დეჯიმას კუნძული, სადაც დაასახლეს პორტუგალიელი ვაჭრები, რომლებსაც სისტემატიურად შემოჰქონდათ საქონელი ბაზარზე. კუნძულს ქალაქის სხვა ნაწილებთან აკავშირებდა ხიდი. სამი წლის შემდეგ შოგუნატემ ბრძანა შემწყდარიყო იაპონიის უცხოეთთან კავშირების უმეტესობა. დეჯიმას კუნძულზე მყოფი პორტუგალიელები ქვეყნიდან გააძევეს. 1641 წელს ჰოლანდიელი მოვაჭრეები გადავიდნენ პატარა კუნძულზე თავიანთი სავაჭრო მისიის (ჰირადოს კუნძულზე) შესრულების შემდეგ. ისინი იყვნენ პირველი დასავლელი ვაჭრები, რომლებსაც უფლება მიეცათ სავაჭრო კავშირები ქონოდათ იაპონიასთან. (მეცხრამეტე საუკუნის შუაში კი უკვე მთლიანად გაიხსნა იაპონიის ბაზრის კარი უცხოელებისთვის). ნაგასაკი წარმოადგენდა იაპონის ერთადერთ „ფანჯარას დასავლეთში“. თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებმა გრძელი მოგზაურობა მოაწყვეს შედარებით განათლებული ბასტიონისკენ, რათა შეესწავლათ ევროპული მცნიერებისა და ტექნოლოგიების საიდუმლოებანი. ამ პროცესის დაწყების შემდეგ იაპონიის ეს რეგიონი ცნობილი გახდა თავისი ეგზოტიკური დამახასიათებელი ნიშნებით, რომელიც ნასესხები იყო ევროპისა და ჩინეთის კულტურებიდან. 1672 წელს ჩამოსული ევროპული მისია იყო ერთგვარი კატალიზატორი მხატვრობისთვის „Kambun Nagasaki byobu“. ის რეალურივით გამოხატავდა ქალაქის ცხოვრებას, ნავსადგოში შემომავალ გემებს, გამცილებელ, მოვაჭრე თუ ფესტივალში მონაწილე ხალხს.[5] ტოკუგავა შოგუნატეს საზღვაო შეზღუდვების შემდეგ იაპონიასთან სავაჭრო კავშირი შეინარჩუნეს მხოლოდ ჰოლანდიამ და ჩინეთმა. ამ ორი ნაციის შედარებაც დიდ კონტრასტს გვაძლევს. თუ ჰოლანდიელი ვაჭრების რაოდენობა იყო 15-20 კაცი, ჩინელების რაოდენობა ათასს აღწევდა, მოგვიანებით კი გვიანდელი ტოკუგავას პერიოდში ქალაქის მოსახლეობის მეხუთედსაც კი შეადგენდნენ. ობა ოსამუ წერდა, რომ „ნაგასაკის ბაზარი იყო ჩინური ბაზარი.“ მიდიოდა დავები, რომ ნაგასაკის ტერიტორია აღიარებული იყო როგორც აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის წერტილად დიდ, კომპლექსურ ჩინურ ბაზარზე, ვიდრე იაპონიის პრესპექტივებად, სადაც ნაგასაკი არის ერთადერთი გამონაკლისი იმ პორტებს შორის, რომელებსაც ჩაკეტილი აქვს უცხოეთთან სავაჭრო გზები.

ედოს პერიოდის ნახატი, რომელზეც აღწერილია ჩინელების ვაჭრობა ნაგასაკიზე

ჩინეთი ვაჭრობდა და დასახლდა ნაგასაკიზე 1562 წლიდან. ეს ფენომენი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნაგასაკი ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქად 1572 წლიდან. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ოფიციალური „Chinatown“ ნაგასაკიში გაჩნდა 1600იანი წლების დასაწყისში. ედო-ს პერიოდში ნაგასაკიში იყო ორი სახის მცხოვრები. პირველი, ისინი, რომლებიც იაპონელების მსგავსად მუდმივად ცხოვრობდნენ ნაგასაკიში და მეორე - (უმეტესად ჰოლანდიელები) ისინი, რომლებიც ტოვებდნენ იაპონიას და ისევ ბრუნდებოდნენ. თავიდან ვაჭრობა და მოგზაურობა იაპონიაში თავისუფალი იყო, მაგრამ 1689 წელს გზები ჩაიკეტა, ამიტომ გახშირდა კონტრაბანდა. ამის გამო რეგიონში არაიაპონელი ხალხი ან დროებით ცხოვრობდა ან სეზონურად, მათი პროფესიები უმეტესაც იყო ვაჭარი და გემის ეკიპაჟის წევრი, მაგრამ ასევე შეხვდებოდით რამდენიმე ექიმს, ვეტერინარსა და მეცნიერს. ყველა საზოგადოებას ჰყავდა თავისი ლიდერი, ისინი იყვნენ ერთგვარ წარმომადგენლები, რომლებსაც კავშირი უნდა დაემყარებინათ იაპონიის ხელისუფლებასთან. 1603 წელ კაცი სახელად მა ლიუ (溤 六) გახდა პირველი ჩინური ენის თარჯიმანი. საზოგადოების ნაწილი, ცნობილი, როგორც „მკვიდრი ჩინელი“ (ანუ ადამიანები, რომლებიც არ ტოვებდნენ იაპონიას და მუდმივად ნაგასაკიში ცხოვრობდნენ) უფრო ადვილად ერეოდნენ და ადაპტირდებოდნენ იაპონელ ხალხში. ისინი ასევე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ იაპონიის საზღვრებს შიგნით, მაგრამ იაპონელების მსგავსად მკვიდრ ჩინელებსაც“ ეკრძალებოდათ ქვეყნის დატოვება. ადრეულ პერიოდში (კერძოდ 1623, 1628 და 1629 წლებში) ნაგასაკიში აიგო მრავალი ჩინური ტაძარი. ისინი „ემსახურებოდნენ“ მუდმივ მაცხოვრებელ ჩინელებს ნანძინის, ჭანჭოუს და ფუჭოს რეგიონებიდან. მართალია ქალაქში ნომინალურად ბუდისტური ტაძრები ითვლებოდა, მაგრამ მცხოვრებლების ნაწილი თაყვანს სცემდა ტენპის, იგივე მაზუს, ტაოისტურ ზღვის ქალღმერთს, რომელიც ითვლებოდა მეზღვაურების მფარველად.[13]

ჰოლანდიელები ნაგასაკიში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოკუგავა იეიასუ (1543-1616), იყო მესამე და უკანასკნელი იაპონიის გამაერთიანებელი. მან შეძლო დაემყარებინა მტკიცე მშვიდობა იაპონიაში. ეს ყველაფერი მოითხოვდა მსხვერპლს, ეს მსხვერპლი კი იყო გარე სამყაროსგან განცალკევებული ქვეყანა. იეიასუმ პორტუგალიელ დაესპანელ მისიონერებში საფრთხე დაინახა, რომელიც მის მმართველობას ემუქრებოდა, ამიტომ 1587 წელს ქვეყანაში აკრძალა ქრისტიანობა.

ნაგასაკის პორტი და ჰოლანდიელების გემები

1600 წელს, ჰოლანდიური გემი Liefde უსუკი ბეიში კიუშუში, 24 ნახევრად-მშიერი ადამიანით (აქედან 23 ჰოლანდიელი და 1 ინგლისელი). 7 მათგანი იმდენად დასუსტებული იყო, რომ მოგვიანებით გარდაიცვალნენ. ისინი აღმოჩნდნენ ერთ-ერთი ექსპედიციის გადარჩენილი მეზღვაურები. ექსპედიცია დაწყებულა როტერდამიდან ორი წლის წინ, 1598 წლის 27 ივნისს, 5 გემით. მათი მისია შემდეგში მდგომარეობდა: ისინი გააგზავნეს სარისკო მოგზაურობაში, რათა დაერბიათ პორტუგალიური და ესპანური დასახლებები აფრიკასა და აზიაში, უკან კი დაბრუნებულიყვნენ წიწაკითა და სხვა აზიური სანელებლებით. იმ პერიოდში წიწაკით ადამიანს შეეძლო სიმდიდრის დაგროვება. ვილ ადამსი იყო Liefde-ს კაპიტანი. მან მოახერხა ტოკუგავა იეიასუს ნდობის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელები ჰოლანდიას მეკობრეობაში ადანაშაულებდნენ. ეს იყო უნიკალური ურთიერთობების დასაწყისი იაპონიასა და ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას შორის, რომელიც 250 წელს გაგრძელდა.

ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია დეჯიმაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1636 წელს შოგუნმა ბრძანა პატარა, ხელოვნური კუნძულის - დეჯიმას მშენებლობა. თავიდან ეს კუნძული უნდა ყოფილიყო პორტუგალიელი ვაჭრების საცხოვრებელი ადგილი, რადგან იზოლირებული ყოფილიყვნენ იაპონიის მოსახლეობისგან. მაგრამ სამშენებლო სამუშაოების დასრულებისას, პორტუგალიელები უკვე გაძევებულები იყვნენ ქვეყნიდან, ამიტომ მათ მაგივრად ჰირადოდან დეჯიმაზე ჰოლანდიელები გადავიდნენ. ხშირ შემთხვევაში ყოველ წლიურად ნაგასაკის ნავსადგომში ორი ჰოლანდიური გემი შემოდიოდა. ჩამოსვლის დღე ყველასთვის სასიხარულო იყო, განსაკუთრებით კი დეჯიმაზე მცხოვრები ჰოლანდიელებისათვის. მუდმივი პერსონალს შეადგენდნენ დირექტორი და კომპანიის 10 თანამშრომელი.

კუნძული დეჯიმა

უცხოელი ქალები არ დაიშვებოდნენ დეჯიმაზე. ერთი მამაცი ქალი სახელად ტითია თან ახლდა თავის მეუღლეს იან კოკ ბლომჰოფს, 1817 წელს დანისნულ დეჯიმას ვაჭრობის დირექტორს. ტათია იძულებული გახდა დაეტოვებინა იაპონია სამი თვის შემდეგ, იგი გახდა პირველი დასავლურ ეროვნების ქალი, რომელმაც ფეხი დადგა იაპონიის მიწაზე. ტათია გარდაიცვალა ქმართან განშორებიდან 4 წლის შემდეგ. ფილიპ სიბოლდი (1796-1866) 1823 წელს ფილიპ სიბოლდი ჩამოვიდა ექიმად დეჯიმას სავაჭრო პოსტზე. მან თავისი ეს ჩამოსვლა გამოიყენა და შეისწავლა იაპონია. როდესაც ევროპაში დაბრუნდა თავისი ცოდნა გამოაქვეყნა 1832 წელს წიგნში - Nippon. მის გამოჩენას იაპონიაში დადებითი და მნიშვნელობანი ეფექტი ჰქონდა, რადგან ქვეყანაში შემოიტანა დასავლური მედიკამენტები.

ერთგულების პროცესიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იეიასუ ტოკუგავამ დააკისრა ვალდებულება დაიმიოს გადაეხადა ხარკი შოგუნისთვის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დიდ, ფორმალურ სასამართლოში ედოში (ტოკიოში). ეს პოლიტიკა უზრუნველყოფდა ერთგულებას და ეკონომიკური ბარიერები ასუსტებდა მათ ფინანსურად. ჰოლანდიელებსაც უნდა გამოეხატათ და დაემტკიცებინათ მათი ერთგულება შოგუნისთვის. მათი პრეცესიები იმართებოდა წელიწადში ერთხელ ან 4 წელიწადში ერთხელ. როცა პროცესიის დრო დადგებოდა ჰოლანდიელები ნაგასაკიდან ედოში მიდიოდნენ შოგუნთან სტვენით, ზარებითა და გულუხვი საჩუქრებით. ჰოლანდიელები ჭკვიანები იყვნენ, იცოდნენ, როგორ შეენარჩუნებინათ კარგი ურთიერთობები იაპონიის მმართველებთან. ხდებოდა ეგზოტიკური ცხოველების იმპორტირება (სპილოების და აქლემებისაც კი), რომლებიც შოგუნთან მიქონდათ საჩუქრად.

ჰოლანდიელებს მიაქვთ ეგზოტიკური საჩუქრები შოგუნისთვის

1854 წლის კანაგავას ხელშეკრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1853 წელს, მეორე 1954 წელს ამერიკის საზღვაო ფლოტმა მეთიუ კალბრეის პერის მეთაურობით აიძულა იაპონია ჩართულიყო მოლაპარაკებაში ამერიკასთან, მისთვის სავაჭრო გზების გახსნასთან დაკავშირებით. პერის იაპონიაში მეორე ვიზიტისას, ამერიკის დელეგაციამ და იაპონიის მთავრობამ ხელი მოაწერეს კანაგავას ხელშეკრულებას. სხვა ერებმაც მიბაძეს ამერიკას დაა გააფორმეს ხელშეკრულებები იაპონიასთან (ინგლისი, რუსეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები). დონკერ ქურტისი გახდა დეჯიმას ბოლო პრეზიდენტი. 1855 წელს, ამერიკელების მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, მან შეძლო და მიაღწია ახალ შეთანხმებებს იაპონიასთან ვაჭრობის სფეროში. ჰოლანდიელების ექსპორტ-იმპორტი გრძელდებოდა, მაგრამ 1855 წლიდან მათი მონოპოლია ქვეყანაში გაუქმდა.[14]

ედოს პერიოდის ფაიფური

მეჩვიდმეტე საუკუნეში განვითარდა ფაიფურით ვაჭრობა. მოთხოვნადი იყო ევროპელებში, რომლებიც ამ ფერადი ეგზოტიკური ნამუშევრებით ამკობდნენ თავიანთ დიად სახლებსა და სასახლეებს. ჰოლანდიური გემებით ხდებოდა ჩინეთიდან აბრეშუმის, სამხრეთ აზიისა და ევროპიდან სურსათის იმპორტი, იაპონიიდან კი ფაიფური ექსპორტი. არიტა, იმარი და სხვა იაპონური ფაიფური პოპულარული იყო ნიდერლანდებში და სხვა ევროპულ ქვენებში. იაპონელი ოსტატები ითვალისწინებდნენ ევროპელი კლიენტების მოთხოვნებს. როდესაც მოთხოვნა უფრო მეტი იყო, ვიდრე დამზადებული ფაიფური, ჰოლანდიელები აკეთებდნენ იაპონელების ფაიფურის მსგავს კოპიოებს.[15][16].

უკიიო-ე - ს გრავირების ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, მას შემდეგ, რაც უცხოელებმა იოკოჰამასა და სხვა იაპონიის პორტებში შემოსვლა დაიწყეს. იოკოჰამა-ე აღწერს უცხოელებს და მათ ტექნოლოგიურ მიღწევებს. ისი პროდუქტიულობის პიკი იყო 1860 წელს, ამ პერიოდში იოკოჰამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ საქმით იყო დაკავებული. 60იანი წლებიდან პოპულარობა ნელ-ნელა ეცემა. ყველაზე მეტი ამ დარგის მიმდევარი იყო უტაგავას ოჯახის წევრი. არცერთ დარგს (ნაგასაკი-ე და იოკოჰამა-ე) არ გააჩნია დახვეწილი ტექნიკა, როგორც ეს გააჩნია მჭედლობას ან სხვა რომელიმე დარგს. ისინი გათვლილი იყო იაპონიის ფართო საზოგადოებისთვის, როლებსაც აინტერესებდათ, როგორ გამოიყურებოდნენ ბარბაროსები. მთავარი ყურადღება მსგავსი ტიპის ნამუშევრებში ექცეოდა არა ტექნიკას და ხატვის უნარს, არამედ ისტორიულ სუბიექტებს და მოვლენებს.

ნაგასაკი-ე

ნაგასაკი-ე უფრო იშვიათია ვიდრე იოკოჰამა-ე. იაპონური ხის ფირფიტებზე შესრულებული ნახატები ისინი აღწერენ ჰოლანდიელებს, მათ გეგმებს, მოგზაურობებს, ხომალდებს, ეგზოტიკურ ცხოველებს, რომლებიც საჩუქრად მიქონდა შოგუნებთან. ეს ნამუშევრები თარიღდება 1800-1860 წლებით. ამ ფირფიტებს აკეთებდნენ იაპონელები და ყიდვითაც უმეტესად იაპონელები ყიდულობდნენ, რადგან არასდროს ჰყავდათ „წითელთავიანი“ უცხოელი ბარბაროსები საკუთარი თვალით ნანახი.[12]

იაპონია გამოირჩეოდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. შინტოისტური და ბუდისტური ტაძრები ერთმანნეთან ჰარმონიაში თანაარსებობდნენ. ამის მშვენიერ მაგალითს წარმოადგენს ნიკოს სამლოცველო და სატაძრო კომპლექსი , რომელშიც ვხვდებით ამ რელიგიების უამრავ ხელოვნურ ნიმუშს. ნიკო მდებარეობს ტოჩიგის პრეფექტურაში , ცენტრალ ჰონშუში (ტოკიოს ჩრდილოეთით 120 კილომეტრში). 782 წელს ეს იყო აყვავებული რელიგიური ცენტრი. მის დამაარსებლად ითვლება ბერი შოდო.ედოს პერიოდში (1600-1868) დაემატა ტოშოგუს შინტოისტური სამლოცველო და ტოკუგავა იეიასუს მავზოლეუმი.[12] ამის გარდა აქ მდებარეობს ულამაზესი სანახაობრივ ადგილები როგორიცაა ჩუზენჯის ტბა და კეგონის ჩანჩქერი.ტოშოგუში სამურაიდ კურთხევა ხდებოდა ყოველწლიურად მაისსა და ოქტომბერში. ნიკოს ტაძრები და სალოცავები და ბუნება რომელიც მათ ამშვენებს, საუკუნეების მანძილზე, იყო წმინდა ადგილი, ცნობილი თავისი არქიტექტორითა და დეკორაციებით. ეს ადგილი მჭიდრო კავშირშია ტოკუგავას შოგუნებთან.[16]

ქალაქი ნიკო
ფუტარასან ჯინჯა
ქალაქი ნიკო

ნიკოს ტაძრებისა და სალოცავების კომპლექსი, შედგება ათას სამი რელიგიური დანიშნულების ნაგებობისაგან, რომლებსაც, თავის მხრივ, მოიცავს ორი შინტოისტური (ტოშოგუ და ფუტარასან-ჯინჯა) და ერთი ბუდისტური (რინო-ჯი) ტაძარი, თანაც მათი სილამაზე ვერც შეედრება გარშემო მყოფი ბუნების სილამაზეს. ერთად ეს ორი ფაქტორი (არქიტექტურული და ბუნებრივი) შედევრს ქმნის. ეს ყველაფერი კი მდებარეობს ტოჩიგის პრეფექტურაში, კანტოს ჩრდილოეთ რეგიონში. რელიგიური შენობები, რომელთა უმრავლესობაც მე-17 საუკუნეში იყო აგებული, სპეციალურად არიან განლაგებულნი მთის ფერდობებზე ვიზუალური ეფექტის მისაღებად. პირველი შენობები, ნიკოს მთების ჭმინდა ფერდობებზე, ააგო ბუდისტმა ბერმა მე-8 საუკუნეში. დღესდღეობით, ისინი განამტკიცებენ რესტავრაციისა და შენობის დაცვის უძველეს ტრადიციას, ისევე როგორც სხვა რელიგიური დანიშნულების შენობების დაცვის ტრადიციას, რომლებიც წმინდად ითვლებიან. ასევე, ისინი ანსახიერებენ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც ასახავენ იაპონური ისტორიის მნიშვნელოვან ფიგურებსა და მოვლენებს, განსაკუთრებით კი, ტოკუგავა იეასუს (1543-1616).[17] ტერიტორიას დღევანდელი სახე, ბევრი მნიშვნელობანი ღირებულება-ფასეულობის გამო მიეცა: ტერიტორიის 50.8 ჰექტარი არის ერთგვარი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ იაპონიაში დიდი ხნის მანძილზე ამ ადგილს ეთაყვანებოდნენ. ეს ადგილი განასახიერებს ერთგვარ სიმბიოზს ხელოვნებისა და იაპონიის ბუნების შედევრებს შორის. ეს არდილი არის ერთგვარი საცავი იაპონური კულტურისა და ისტორიის. ნიკოს ტაძრებისა და სალოცავების კომპლექსი მშვენიერად ასახავს ედოს პერიოდის ტრადიციული იაპონური რელიგიური ცენტრის არქიტექტურულ სტილს, რაც მკაიოდ ჩანს შინტოისტური სალოცავებისა და ბუდისტური ტაძრების სტილში, რომლებიც ჰარმონიულად ინტეგრირდებიან ტყესა და ბუნებასთან. გონენ-ცუკურის სტილის ორი მავზოლეუმი, ტოშოგუ და ტაიუ-ინ რეიბიო, წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას ნიკოს სალოცავებისა და ტაძრების კომპლექსში. მათი არქიტექტორების გენია და კრეატიულობა მკაფიოდაა გამოჩენილი ტაძრების აგებულებასა და დეკორაციებში.[17] ტერიტორია სამ მთავარ ნაწილად იყოფა: 1) ფუტარასან-ჯინჯას სალოცავის ოცდასამი შენობა; 2) ტოშოგუს სალოცავის ორმოცდაორი შენობა; 3) რინო-ჯის ტაძრის ოცდათვრამეტი შენობა. ამ სამი მთავარი ნაწილის გარდა, ტერიტორიას მეტად ალამაზებს შემდეგი კომპონენტები *ტაძრები). ნიკო ტოშოგუს სამლოცველოს იომეიმონის კარიბჭე არის ერთ-რთი უამრავი სამლოცველო, რომელიც პატივს მიაგებს ტოკუგავა იეიასუს, პირველ შოგუნს ედოს შოგუნატში. ნაგებობა ტოშოგუს სტილშია აშენებული, რომელსაც მეტად ამშვენებს აღმაფრთოვანებელი, ფერადი კარიბჭე, რომელიცმორთულია 508 სკულფტურით. კარიბჭე ასახავს პირველი შოგუნის იაპონიაში მშვიდობის დამყარების სურვილს. რინოჯის ტაძრის მთავარი შემადგენელი ნაწილი სანბუცუდოს დარბაზი წარმოადგენს. ნაგებობა აშენდა ჰეიანის პერიოდში და ითვლება აღმოსავლეთ იაპონიის ყველაზე დიდ ხის ნაგებობად. ფუტარასანის სამლოცველო არის სამი წმინდა მთის სახელობის. ეს მთებია: ნიოჰო, ფუტარა და ტარო, ასევე შინკიოს ულამაზესი ხიდი, რომელიც არის სამლოცველოს ნაწილი და ინარჩუნებს ასოციაციას მისტიურ ლეგენდებთან. ნიკოზან რინოჯი ტაიუნის ტაძარი არის ტოკუგავა იემიცუს (ტოკუგავას შოგუნატის მესამე შოგუნი) მავზოლეუმი. გამორჩეულია რიუგუს ციხესიმაგრითა და ნიტენმონისა და კოკამონის კარიბჭეებით.[18] სალოცავისა და ტაძრის შენობები, თავის გარემოსთან ერთად, დღესაც დგანან წარსულის დიდების ამსახველ ძეგლებად. ეს ადგილი ახლაც ფუნქციონირებს. ატარებენ რიტუალებსა და სხვა აქტიურობებს, რომლებიც შეიცავენ ძველ იაპონურ ტრადიციებს. ეს რიტუალები მოიცავენ ფიზიკურ და სპირიტუალური ხასიათის აქტივობებს. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი დაზარალდა ბუნებრივი კატასტროფებისგან (ხანძარი; მიწისძვრა და ა.შ.) საუკუნეების მანძილზე. ყოველი დაზიენებული შენობა აღადგინეს ტრადიციების დაცვით. შეძლებისდაგვარად რესტავრაციაში პირვანდელ მატერიალს იყენებდნენ, რათა არ დაიკარგოს შენობის პირვანდელი სახე. ამ პროცესს დეტალურად აღწერენ და ინახავენ. შენობების უმეტესობამ და სხვა დეკორაციებმა შეინარჩუნეს პირვანდელი ადგილმდებარეობა. ის წყობა, რომელიც შენობებს შორისაა, ისევე როგორც მე-17 საუკუნეში დარგული ხეები, დღემდეა შენარჩუნებული. როგორც ზემოთ ვახსენე, ეს ადგილი ინარჩუნებს ფორმისა და დიზაინის, მატერიალების, ტრადიციებისა და ტექნიკების (სამშენებლო), ადგილმდებარეობის, მოწყობისა და ფუნქციონირების მაღალ დონეს. აღნიშნული ტერიტორიის მენეჯმენტი ცდილობს შეინარჩუნოს მდიდარი ჰარმონიული ლანდშაფტი, რომელიც აერთიანებს შენობებსა და გარშემო ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ყველა შენობა დაცულია: ცხრა დაცულია ეროვნული საგანძურის სახით და ოთხმოცდათოთხმეტი როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, რაც გათვალისწინებულია 1950 წლის კანონში, რომელიც ითვალისწინებს კულტურული ძეგლების დაცვას. ტერიტორიის 50.8 ჰექტარზე განლაგებული შენობებიც დაცულია ზემოთ ხსენებული კანონით. კანონის მიხედვით ყველანაირი ცვლინება აკრძალულია ან უნდა იყოს განხორციელებული მხოლოდ მთავრობის თანხმობით. ტერიტორია ასევე დაცულია 1957 წლის ეროვნული პარკების კანონით, რაც ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე ახალი შენობების აშენებისა და ხეების მოჩეხვის აკრძალვას. ტერიტორიის გარშემო განთვსებულია ბუფერული ზონა. ამ ზონაში მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი არ შედის, ის კვეთს ნაციონალური პარკის კანონის ქვეშდაცულ ტერიტორიას და მისი საზღვრები თითქმის მთლიადან მიყვება მთის ძირს, რომელიც ესაზღვრება ტერიტორიას. აღწერილი ტერიტორია ეკუთვნის ფუტარასან-ჯინჯას, ტოშოგუსა და რინო-ჯის რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც განაგებენ მენეჯმენტს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციები უზრუნველყოფენ შენობების შეკეთებას, რაშიც მონაწილეობენ მაღალკვალიფიცირებული ინჟინრები და არქიტექტორები. ხანძარის საშიშროების გათვალისწინებით, შენობები აღჭურვილია ავტომატური სიგნალიზაციითა და ჰიდრანტებით, ასევე მეხამრიდებით. ამასთანავე, ორგანიზაციები ზრუნავენ მეხანძრეთა ტრეინინგზე, აწყობენ ჯგუფებს.[17] 1999 წლის 2 დეკემბერს, ნიკოს სალოცავებისა და ტაძრის ტერიტორია აღიარებული იქნა როგორც მსოფლიო მემკვიდრეობა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ (იუნესკო), 23-ე მსოფლიო კრებაზე. ამ პროგრამაში შედის ყველა ის არტეფაცტი თუ ბუნებრივი ობიექტი, რომელსაც გააჩნიე ისტორიული ან კულტურული დატვირთვა. 2000 წლის მაისში, მსოფლიოს 160 ქვეყანამ მოახდინა ამ ზავის რატიფიცირება. 1992 წელს იაპონიაც გახდა ამის ნაწილი.[19]

  1. Stearns, P. N. (2008). [Ebook]. Retrieved from http://international.uiowa.edu/files/international.uiowa.edu/files/file_uploads/japan_in_tokugawa_period_and_modernity.pdf დაარქივებული 2014-10-12 საიტზე Wayback Machine.
  2. Hall, J. W. (2008). TOKUGAWA SOCIETY: MATERIAL CULTURE, STANDARD OF LIVING, AND LIFE-STYLES [Abstract]. The Cambridge History of Japan, 4. Retrieved from https://asiapacificorri.files.wordpress.com/2012/03/lectura_tokugawa-society-material-culture.pdf.
  3. Edo Japan: Art, Culture, and Daily Life. (n.d.). Retrieved from http://educators.mfa.org/edo-japan-art-culture-and-daily-life-184785 დაარქივებული 2017-09-17 საიტზე Wayback Machine.
  4. Hays, J. (2009). LIFE AND CULTURE IN THE EDO PERIOD (1603-1867). Retrieved from http://factsanddetails.com/japan/cat16/sub107/item502.html
  5. 5.0 5.1 Nishi, K., & Hozumi, K. (1996). What Is Japanese Architecture? A Survey of Traditional Japanese Architecture (H. M. Horton, Trans.).
  6. Turnbull, S. (2002). War in Japan 1467-1615.
  7. Tanabe, K. (n.d.). Development of Areal Structure of Japanese Cities in the Case of Castle Towns – As a Geographic Contribution of the Study of Urban Structure. Retrieved from http://ir.library.tohoku.ac.jp/re/bitstream/10097/44816/1/AA0045945059077.pdf[მკვდარი ბმული]
  8. Satoh, S. (1997). The Morphological Transformation of Japanese Castle-Town Cities (Vol. I) [Ebook]. Retrieved from http://www.urbanform.org/online_unlimited/um199701_11-18.pdf დაარქივებული 2013-06-19 საიტზე Wayback Machine.
  9. 9.0 9.1 Imaging Japanese History. (n.d.). Retrieved from http://www.colorado.edu/cas/tea/curriculum/imaging-japanese-history/ დაარქივებული 2016-08-24 საიტზე Wayback Machine.
  10. Harada, N. (Ed.). (n.d.). A Peek at the Meals of the People of Edo; Tracing the Diet of Edo – the Establishment of Japan’s Culinary Culture [Abstract]. A Peek at the Meals of the People of Edo. Retrieved from http://www.kikkoman.co.jp/kiifc/foodculture/pdf_12/e_002_006.pdf[მკვდარი ბმული]
  11. The Edo Period: Pre-conditions for Industrialization (Vol. 2) [Ebook]. (n.d.). Retrieved from http://www.grips.ac.jp/vietnam/VDFTokyo/Doc/EDJ_Chap02-04.pdf დაარქივებული 2012-11-15 საიტზე Wayback Machine.
  12. 12.0 12.1 12.2 Roth, K. (Trans.). (2002). Japan Encyclopedia.
  13. Chinese in Nagasaki. (2016). Retrieved from http://wiki.samurai-archives.com/index.php?title=Chinese_in_Nagasaki დაარქივებული 2016-08-12 საიტზე Wayback Machine.
  14. Wanczura, D. (n.d.). The Dutch in Nagasaki. Retrieved from http://www.artelino.com/articles/dutch_nagasaki.asp
  15. Bowring, R., & Kornicki, P. (Eds.). (1993). The Cambridge Encyclopedia of Japan.
  16. 16.0 16.1 Reischauer, E. O. (n.d.). Japan: An Illustrated Encyclopedia.
  17. 17.0 17.1 17.2 Shrines and Temples of Nikko. (n.d.). Retrieved from http://whc.unesco.org/en/list/913
  18. POWER RESORT. NIKKO. (n.d.). Retrieved from https://www.jnto.go.jp/eng/pdf/regional/kanto/nikko.pdf.
  19. Summary of "Shrines and Temples of Nikko" (2012, March 31). Retrieved from http://www.city.nikko.lg.jp.e.tj.hp.transer.com/bunkazai/kankou/shaji/japanese/regist-n/n-outline.html