იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი
Jan Baptist van Helmont portrait.jpg
დაბ. თარიღი 12 იანვარი 1580 ან 12 იანვარი 1579[1] [2]
დაბ. ადგილი ბრიუსელი
გარდ. თარიღი 30 დეკემბერი 1644(1644-12-30)[2] [3] [4]
გარდ. ადგილი ვილვორდე[5]
მოქალაქეობა Flag of Belgium.svg ბელგია
სამეცნიერო სფერო ქიმია, ფიზიოლოგია და მედიცინა
შვილ(ებ)ი ფრანსისკუს მერკურიუს ვან ჰელმონტი

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი (დ. 12 იანვარი, 1580 — გ. 30 დეკემბერი, 1644) — ფლამანდიელი ქიმიკოსი, ფიზიოლოგი, ექიმი. იატროქიმიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი ფლამანდიურ ოჯახში დაიბადა. მამამისი, ბრიუსელის პროკურორი და საბჭოს წევრი კრისტიან ვან ჰელმონტი და მარია (ვან) სტასარტი, დაქორწინდნენ 1567 წლის 28 იანვარს, წმინდა მიხეილისა და გუდულას ტაძარში. მის გარდა ოჯახში კიდევ 4 და-ძმა, 2 ბიჭი და 2 გოგო იზრდებოდა.

ჰელმონტმა განათლება ლევენის უნივერსიტეტში მიიღო, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა, თუ რომელ მეცნიერებას გაჰყოლოდა. ბოლოს მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი.

მოგვიანებით იგი სწავლას წყვეტს და სამოგზაუროდ მიემგზავრება შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში.

მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა ანტვერპენში, ასევე, 1605 წელს შავი ჭირის ეპიდემიის პერიოდში. 1609 წელს იღებს მედიცინის დოქტორის ხარისხს. ამავე წელს იქორწინა მდიდარი ოჯახის შვილზე მარგარეტ ვან რანსტზე. მეუღლეები ვილვორდეში, ბრიუსელთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ვილვერდეში დასახლების შემდეგ ვან ჰელმონტი ქიმიით, კაბალისტიკური და მისტიური კვლევებით დაკავდა. ქიმიაში მან მრავალი აღმოჩენა გააკეთა, მას ეკუთვნის ბერძნული „ქაოსის“ ანალოგიური ქიმიური ტერმინი „გაზი“; ქიმიური მეთოდებითვე ცდილობდა ყველანაირ დაავადებათა განკურნების გზა ეპოვა; თვლიდა, რომ ქიმიური პროცესი მრავალ მოვლენათა დასაბამი იყო. უარყოფდა არისტოტელეს, გალენოსსა და თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებას, შექმნა ცოცხლ ორგანიზმში მოვლენათა საკუთარი თეორია. იგი ადამიანში 2 არამატერიალურ საწყისს აღიარებდა: 1) Archeus – სიცოცხლისეული საწყისი, გაჟღენთილი მთელს სხეულში, კვებისა და მისი გადამუშავების წარმმართველი და ავადმყოფობისადმი წინააღმდეგობის გამწევი; 2) Duumvi r at – გონიერი საწყისი, ანუ სამშვინველი, რომელსაც ადგილი აქვს არა თავის ტვინში, არამედ კუჭსა და ღვიძლში.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ortus medicinae, ed. nova, Amst., 1652.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]