იანგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: აიგულის ტბა.
იანგული
უკრ. Янгул, ყირიმ. Yanğul
კოორდინატები: 46°05′03″ ჩ. გ. 33°50′49″ ა. გ. / 46.08417° ჩ. გ. 33.84694° ა. გ. / 46.08417; 33.84694
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა
სიგრძე 2,5 კმ
სიგანე 1,2 კმ
ფართობი 2,8 კმ²
საშუალო სიღრმე 0,15–0,8 
მარილიანობა 300–320 
იანგული — უკრაინა
იანგული

იანგული (უკრ. Янгул, ყირიმ. Yanğul), აიგული (Айгуль) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სიგრძე 2,5 კმ, სიგანე 1,2 კმ, ფართობი 2,8 კმ², სიღრმე 0,15–0,8 მეტრი. ტბის ქვაბული ოვალური ფორმისაა, წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ნაპირები ციცაბოა, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მათი სიმაღლე 6–7 მეტრია. იკვებება მიწისქვეშა წყლებით, ატმოსფერული ნალექებითა და ზედაპირული ნაკადებით. მარილიანობა ზაფხულში 300–320‰-ა. თვითნალექი ტბაა, მარილის ფენის სისქე 10–15 მეტრს აღწევს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Оліферов, А. М.. Айгульське озеро uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023