აიგულის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიგულის ტბა
უკრ. Айгульське озеро
კოორდინატები: 45°57′33″ ჩ. გ. 34°02′59″ ა. გ. / 45.95917° ჩ. გ. 34.04972° ა. გ. / 45.95917; 34.04972
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა
სიგრძე 18 კმ
სიგანე 4,5 კმ
ფართობი 37 კმ²
საშუალო სიღრმე 0,1–0,3 
მარილიანობა 140–220 
აიგულის ტბა — უკრაინა
აიგულის ტბა

აიგულის ტბა (უკრ. Айгульське озеро), დიდი აიგულის ტბა (Велике Айгульське озеро) — მლაშე ტბა უკრაინაში, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სიგრძე 18 კმ, სიგანე 4,5 კმ, ფართობი 37 კმ², სიღრმე 0,1–0,3 მეტრი. ნაპირები, გარდა სამხრეთისა, 5–12 მეტრის სიმაღლისაა. ტბაში მრავალი მცირე ზომის კუნძულია. იკვებება ფსკერული წყაროებით, ატმოსფერული ნალექებითა და ზედაპირული ნაკადებით. წლის განმავლობაში მარილიანობა მერყეობს 140–220‰-ს შორის. ფსკერი დაფარულია 8–9 მეტრის სისქის ლამით. აიგულის ტბას იყენებენ სივაშის ყურიდან ამოქაჩული მარილ-პეჟოს შესანახად.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Оліферов, А. М.. Айгульське озеро uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2023