იამზე დოლაბერიძე
იამზე დოლაბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1939[1] თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
საქმიანობა | მოცეკვავე, ბალეტის მსახიობი |
ჯილდოები |
![]() |
იამზე დოლაბერიძე (დ. 7 დეკემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე, ბალეტის მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1971), ღირსების ორდენის კავალერი (1996).[2]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1958 წელს, მოგვიანებით, 1972 წელს — თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი.
1958-1960 წლებში იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 1960-1975 წლებში ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავეა, აგრეთვე ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი და მხატვარი.
იამზე დოლაბერიძე ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს. 1979-2010 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, ასევე მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იამზეში“; ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: „აჭარული“, „ხევსურული“, „ყარაჩოხელი“; ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართულ ცეკვებს ოპერებში, მათ შორისაა „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: „ექიმი აიბოლიტი“, „ოტელო“, „მშვიდობისათვის“, „გორდა“.
2015 წლის 10 ივნისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა იამზე დოლაბერიძის ვარსკვლავი.[3]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 469.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 7 დეკემბერი იამზე დოლაბერიძის დაბადების დღეა. Ipress.Ge (7 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ ი. დოლაბერიძისა ფ. სულაბერიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (1 ივლისი, 1996). ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.
- ↑ ფილარმონიასთან კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა. Droni.ge (12 ივნისი, 2015). ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი, 2019.