იამაიკის სახალხო ნაციონალური პარტია
Jump to navigation
Jump to search
People's National Party სახალხო ნაციონალური პარტია | |
ლიდერი | პორტია სიმპსონ-მილერი |
---|---|
დაფუძნდა | 1938 |
იდეოლოგია | დემოკრატიული სოციალიზმი |
იამაიკის პარლამენტი | იამაიკის პარლამენტი |
იამაიკის სახალხო ნაციონალური პარტია (PNP) — სოციალ-დემოკრატიული ორიენტაციის პოლიტიკური პარტია იამაიკაში. ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად არის ქვეყნის ორ უმსხვილესი პარტიიდან ერთ-ერთი. პარტიის ლიდერია პორტია სიმპსონ-მილერი.
პარტია დააარსა ნორმან მენლიმ 1938 წელს. 1972-1980 და 1989-2007 წლებში მმართველი პარტიაა. პარტიის წარმომადგენელთაგან ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პრემიერ მინისტრის თანამდებობა ეკავათ: მაიკლ მენლის, პერსივალ ჯეიმზ პეტერსონსა და პორტია სიმსონ-მილერს.
პარტია სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია.
პარტიის ლიდერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნორმან მენლი (1938–1969)
- მაიკლ მენლი (1969–1992)
- პერსივალ ჯეიმზ პეტერსონი (1992–2006)
- პორტია სიმპსონ-მილერი (2006 – დღემდე)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Official PNP website
- Party manifesto (PDF file; free download of reader available here)
- History of the PNP and the JLP