იაკობ ფრენკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაკობ ფრენკელი
რუს. Яков Ильич Френкель
Yakov Frenkel young.jpg
დაბ. თარიღი 29 იანვარი (10 თებერვალი) 1894
დაბ. ადგილი დონის როსტოვი[1]
გარდ. თარიღი 23 იანვარი 1952(1952-01-23)[1] [2] [3] [4] (57 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ბოგოლოვსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო თეორეტიკული ფიზიკა
მუშაობის ადგილი ტავრიდის უნივერსიტეტი და იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი

იაკობ ფრენკელი (რუს. Я́ков Ильи́ч Фре́нкель; დ. 10 თებერვალი, 1894, როსტოვი — გ. 23 იანვარი, 1952, ლენინგრადი) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობ ილიას ძე ფრენკელი დაიბადა 1894 წლის 10 თებერვალს ქალაქ როსტოვში. 1905 წელს იგი მიაბარეს ყაზანის გიმნაზიის პირველ კლასში. იმავე წელს ებრაელთა რბევა დაიწყო, რის გამო ფრენკელების ოჯახი შვეიცარიაში გაიხიზნა. ამ დროს იაკობ ფრენკელი 11 წლისა იყო, მაგრამ ფრანგულად თავისუფლად ლაპარაკობდა. ამან მას საშუალება მისცა სწავლა განეგრძო შვეიცარიაში. ერთი წლის შემდეგ ფრენკელები მინსკში გადმოსახლდნენ. იქ პატარა ფრენკელს შეამჩნიეს, რომ მას მუსიკა და ხატვა უყვარდა. იქ პატარა ფრენკელს შეამჩნიეს, რომ მას მუსიკა და ხატვა უყვარდა. მუსიკითა და მხატვრობით იაკობ ფრენკელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო 1946 წელს ლენინგრადში გამარტულ მოყვარულ მხატვართა გამოფენაზე და დიდი მოწონების დაიმსახურა. 1909 წელს ფრენკელების ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა. იქ პატარა იაკობი კერძო გიმნაზიაში მიაბარეს. 1912 წელს გიმნაზიის ბოლო კლასში ფრენკელმა დაამთავრა თავისი პირველი შრომა ფიზიკაში, რომელშიც ასაბუთებს, რომ მზეს, მისი გავარვარებული წედაპირიდან ელექტრონების ემისიის ხარჯზე გააჩნია დადებითი მუხტი. 1913 წელს ფრენკელმა გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა, რის შემდეგ იგი ამერიკაში გაემგზავრა. იმავე წლის სექტემბრიდან იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტია. 1916 წელს ფრენკელმა უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგ დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად.

ცარიზმის დამხობას ფრენკელი აღფრთოვანებული შეხვდა. 1917 წლიდან მან მუშაობა დაიწყო იალტის ახლად გახსნილ უნივერსიტეტში, დოცენტის თანამდებობაზე. აქ დაიწყო მან მუშაობა კვანტთა თეორიასა და ფარდობითობის თეორიაში. 1919 წლის აგვისტოში ყირიმში დენიკინის ჯარი შეიჭრა. ფრენკელი დააპატიმრეს როგორც „ბოლშევიკთა აგიტატორი“. უნივერსიტეტის პროფესორებს აკადემიკოსი ნ. კრილოვის მეთაურობით, დიდი ჯაფა დაადგათ ფრენკელის გასანთავისუფლებლად. განთავისუფლების შემდეგ ფრენკელი კარგა ხანს უმუშევარი დადიოდა. შემდეგ უნივერსიტეტი იალტიდან სიმფეროპოლში გადაიტანეს და ფრენკელიც აღადგინეს თავის უფლებებში.

1921 წელს ფრენკელი პეტროგრადში გადავიდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი მნიშვნელოვანი მეცნიერული მოღვაწეობა. პირველი შრომა, რომელიც მან აქ გამოაქვეყნა, ადსორბციის კრიტიკული ტემპერატურის შესწავლას ეხევოდა. ამ შრომაში აშკარად იგრძნობოდა ექსპერიმენტსა და თეორიას შორის მჭიდრო კავშირი. ფრენკელის მეცნიერულ მემკვიდრეობაში ორივე სახის შრომებს ვხვდებით, როგორც ექსპერიმენტულს ისე თეორიულსაც. 1920-იან წლებში მყარ კრისტალურ სხეულებში სითბური მოძრაობა ახსნილი იყო კრისტალური მესერის კვანძებში მყოფი ატომების რხევებით. 1922-1924 წლებში გამოდის ფრენკელის სამტომეული: „ნივთიერების აღნაგობა“. 1924 წელს კი — „ფარდობითობის თეორია“. მას მოჰყვა „ლითონთა ელექტროგამტარობის თეორია“. ოთხი წლის მანძილზე ფრენკელმა ხუღი ფართო გამოკვლევა და სახელმძღვანელო გამოსცა.

1925 წელს ფრემკელი მივლინებით ევროპაში გაემგზავრა, სადაც თავისი შრომები საქვეყნოდ აღიარებულ მეცნიერებს გააცნო. 1926 წელს ფრენკელი ლენინგრადში ბრუნდება და აქვეყნებს მრავალ შრომას, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ლითონთა ელექტრული თეორიის შესახებ“. ამ შრომაში მან ლითონში მოხეტიალე ელექტრონებზე დე ბრიოლის ფორმულა განაზოგადა. 1928 წელს გამოქვეყნდა მისი შრომა „ლითონთა მაგნიტური და ელექტრული თეორია აბსოლუტური ნულის ტემპერატურაზე“. 1930 წელს ფრენკელი ამერიკაში გაემგზავრა და ერთი წელი იქ დაჰყო . იქ იგი პედაგოგიურ და მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა. 1931 წელს ფრენკელი სამშობლოში დაბრუნდა. ლენინგრადში მან მრავალი შრომა გამოაქვეყნა. მრავალი შრომა მიუძღვნა ფრენკელმა მაღალმოლეკულური შენაერთებს მოლეკულურ ფიზიკას, გეოფიზიკასა და სხვა.

1947 წელს შრომისათვის — „სითხეების კინეტიკური თეორია“ I ხარისხის სახელმწიფო პრემის მიენიჭა. იაკობ ფრენკელს გარკვეული ამაგი მიუძღვის საქართველოს ფიზიკოსების გამოზრდაში. მისი ღვაწლი იმით აიხსნება რომ იგი საქართველოში რამდენჯერმე იყო.

იაკობ ფრენკელი გარადაიცვალა 1925 წლის 23 იანვარს. იგი დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 495-500

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Френкель Яков Ильич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. MacTutor History of Mathematics archive
  4. SNAC — 2010.