იაკობ ვასერმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ ვასერმანი, 1899, ემილ ორლიკის მიერ

იაკობ ვასერმანი, (დ. 10 მარტი, 1873, ფიურტი, ბავარია — გ. 1 იანვარი. 1934, ალტაუსზეე, ავსტრია) — გერმანელი მწერალი. მისი რომანები ("ცირნდორფელი ებრაელები", 1897; "მოლოხი", 1903; "კასპარ ჰაუზერი ანუ გულის სიზანტე", 1909; "ბატებიანი კაცუნა", 1915; "კრისტიან ვანშაფე", 1919; "მაურიციუსის საქმე", 1928; "ეცელ ანდერგასტი", 1931) ნაწილობრივ ფსიქოანალიზისა და დოსტოევსკის გავლენითაა დაწერილი. ამის მიუხედავად, მათ აკლიათ სიღრმე და ახასიათებთ სენსაციურობისაკენ მიდრეკილება. მწერალი ცდილობს დაგვიხატოს ცალკეული კეთილშობილი ადამიანების სახეები. საყოველთაო უკეთურობისა და უპატიოსნობის ფონზე ეს გმირები ახირებული, არანორმალური ადამიანები ჩანან, მარცხდებიან და იღუპებიან მტრულ საზოგადოებასთნ ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]