იაკობ ბურკჰარდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაკობ ბურკჰარდტი
Jacburc2.gif
დაბ. თარიღი 25 მაისი 1818(1818-05-25)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბაზელი[5]
გარდ. თარიღი 8 აგვისტო 1897(1897-08-08)[1] [2] [3] [4] (79 წელი)
გარდ. ადგილი ბაზელი[5]
მოქალაქეობა Flag of Switzerland.svg შვეიცარია
სამეცნიერო სფერო ხელოვნების ისტორია და ხელოვნებათმცოდნეობა
მუშაობის ადგილი ბაზელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Heinrich Wölfflin, Lucian Blaga და ფრიდრიხ ნიცშე
მამა იაკობ ბურკჰარდტი

იაკობ ბურკჰარდტი (დ. 25 მაისი, 1818, ბაზელი, შვეიცარია — გ. 8 აგვისტო, 1897, ბაზელი, შვეიცარია) — შვეიცარელი ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი და მნიშვნელოვანი პერსონა ისტორიოგრაფიის ორივე სფეროში. იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა კულტურის ისტორიაში.[6] ზიგფრიდ გიდიონმა ბურკჰარდტი შემდეგნაირად დაახასიათა: „რენესანსის ეპოქის დიადი აღმომჩენი, რომელმაც პირველად აჩვენა, თუ როგორ უნდა იყოს ეპოქა წარმოდგენილი მთლიანობაში, არა მხოლოდ მხატვრობით, სკულპტურით და არქიტექტურით, არამედ, საზოგადოებრივი დაწესებულებებითაც“.[7] მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „რენესანსის ცივილიზაცია იტალიაში“ (1860).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურკჰარდტის გამოსახულება შვეიცარულ ათასფრანკიან ბანკნოტზე.

პროტესტანტი სასულიერო პირის შვილი, იაკობ ბურკჰარდტი დაიბადა 1818 წლის 25 მაისს, ბაზელში, სადაც თეოლოგიას სწავლობდა, წმინდა ორდენების მიღების იმედით. თუმცა, ვილჰელმ მარტინ ლებერეხტ დე ვეტეს გავლენით, მან მღვდლად კურთხევა არ გადაწვიტა. 1839 წელს, ბურკჰარდტმა ხარისხი მიიღო და ბერლინის უნივერსიტეტში ისტორიის, კერძოდ, ხელოვნებათმცოდნეობის შესასწავლად გადავიდა.[8] ბერლინში, იგი ლეოპოლდ ფონ რანკეს მიერ ჩატარებულ ლექციებს ესწრებოდა, რომელიც ისტორიას მიიჩნევდა არა როგორც სუბიექტურ აზრებზე, არამედ, როგორც წყაროებსა და ჩანაწერებზე დაფუძნებულ საპატიო აკადემიურ დისციპლინას. 1841 წლის გარკვეული პერიოდი, მან ბონის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც, ხელოვნებათმცოდნე ფრანც თეოდორ კუგლერი ასწავლიდა, რომელსაც ბურკჰარდტმა საკუთარი პირველი წიგნი Die Kunstwerke der belgischen Städte მიუძღვნა (1842). 1843-1855 წლებში, იგი ბაზელის უნივერსიტეტში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ — შვეიცარიის უმაღლეს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ციურიხში. 1858 წელს, იგი ბაზელში დაბრუნდა, საკუთარი პროფესიით მოღვაწეობისთვის, რასაც 1893 წლამდე, საპენსიო ასაკის მიღწევამდე უძღვებოდა. 1886 წელს, მან მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეობის სწავლება დაიწყო. ბურკჰარდტმა ორჯერ თქვა უარი გერმანულ უნივერსიტეტებში თანამდებობების დაკავებაზე — 1867 წელს, ტიუბინგენის უნივერსიტეტში და 1872 წელს, ბერლინის უნივერსიტეტში.

ბურკჰარდტი გამოსახულია შვეიცარულ ათასფრანკიან ბანკნოტზე.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურკჰარდტის ისტორიული ჩანაწერები დიდი მნიშვნელობის მატარებელია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ისტორიის შესწავლაში ხელოვნების მნიშვნელობას წარმოაჩენენ. იგი იყო „ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელ მამათგან“ და კულტუროლოგიის თავდაპირველ შემქმნელთაგან ერთ-ერთი. ჯონ ლუკაქსის მიხედვით, იგი კულტუროლოგიის პირველი ოსტატი იყო, რომელიც აღწერდა გარკვეული ეპოქის, ხალხის და ადგილების სულს და გამოხატვის ფორმებს. მისმა ინოვაციურმა დაახლოებამ ისტორიულ კვლევებთან, ხაზი გაუსვა ხელოვნების მნიშვნელობასა და მის ფასდაუდებელ ღირებულებას, როგორც ისტორიის შესწავლისთვის საჭირო ძირითადი წყარო. ბურკჰარდტი იყო ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი, რომელმაც წინა პლანზე გადმოიტანა მე-19 საუკუნის ცნება, რომ „ისტორია წარსულის პოლიტიკაა, ხოლო პოლიტიკა — დღევანდელი ისტორია“.[9] მისი არასისტემატიური დაახლოება ისტორიასთან, საკმაოდ ეწინააღმდეგებოდა ჰეგელიანობის განმარტებებს (რომელიც იმ პერიოდში აქტუალური იყო), ეკონომიზმს (როგორც ისტორიის ინტერპრეტაცია) და პოზიტივიზმს.

1838 წელს, ბურკჰარდტმა პირველად იმოგზაურა იტალიაში და გამოაქვეყნა პირველი საკუთარი მნიშვნელოვანი სტატია — „Bemerkungen über schweizerische Kathedralen“ („შენიშვნები შვეიცარიის საკათედრო ტაძრების შესახებ“). ბაზელის უნივერსიტეტს, მან ლექციათა რიგი გადასცა, რომელიც 1943 წელს, Pantheon Books Inc.-მა გამოაქვეყნა, სახელწოდებით — „ძალდატანება და თავისუფლება: ისტორიის ინტერპრეტაცია იაკობ ბურკჰარდტის მიერ“. 1847 წელს, მან კუგლერის ორი მნიშვნელოვანი ნამუშევრის — Geschichte der Malerei-ს და Kunstgeschichte-ს ახალი გამოცემები გამოაქვეყნა, ხოლო 1853 წელს, საკუთარი ნამუშევარი — Die Zeit Constantins des Grossen („კონსტანტინე დიდის ეპოქა“)გამოსცა. 1853-1854 წლების გარკვეული პერიოდი, მან იტალიაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში, იგი მასალებს აგროვებდა Der Cicerone: Eine Anleitung zum Genuss der Kunstwerke Italiens („ციცერონი: ან, ხელოვნების დამხმარე სახელმძღვანელო მხატვრობისთვის იტალიაში მოგზაურებისთვის“)-ს დასაწერად, რომელიც ასევე კუგლერს მიუძღვნა. ბურკჰარდტის ნამუშევარი — „ყველაზე დახვეწილი მოგზაურთა გზამკვლევი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, რომელმაც სკულპტურა, არქიტექტურა და მხატვრობა მოიცვა, იტალიაში მოგზაურთათვის შეუცვლელ გზამკვლევად იქცა."[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gilbert, Felix (1990). History: Politics or Culture? Reflections on Ranke and Burckhardt. Princeton, N.J.: Princeton University Press, გვ. 109. ISBN 0-691-03163-0. 
  • Lionel Gossman 2000. Basel in the Age of Burckhardt: A Study in Unseasonable Ideas. The University of Chicago Press. ISBN 0-226-30500-7
  • Grosse, Jurgen, 1999, "Reading History: On Jacob Burckhardt as Source-Reader," Journal of the History of Ideas 60: 525-47.
  • Gossman, Lionel. "Jacob Burckhardt: Cold War Liberal?" Journal of Modern History (2002) 74#3 pp. 538–572 in JSTOR
  • Hinde, John R., 2000. Jacob Burckhardt and the Crisis of Modernity. McGill-Queen's Studies in the History of Ideas. McGill-Queen's University Press. ISBN 0-7735-1027-3
  • Howard, Thomas Albert, 1999. Religion and the Rise of Historicism: De Wette, Jacob Burckhardt, and the Theological Origins of Nineteenth-Century Historical Consciousness, Cambridge University Press. ISBN 0-521-65022-4
  • Mommsen, Wolfgang. "Jacob Burckhardt- Defender of Culture and Prophet of Doom," Government and Opposition (1983) 18#4 pp. 458–475.
  • Rüsen, Jörn. "Jacob Burckhardt: Political Standpoint and Historical Insight on the Border of Postmodernism," History and Theory (1985) 24#3 pp. 235–246
  • Sigurdson, Richard, 2004. Jacob Burckhardt's Social and Political Thought. Univ. of Toronto Press. ISBN 0802047807

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11851752X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 RKDartists
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Буркхардт Якоб // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Jakob Burckhardt Renaissance Cultural History
  7. In Space, Time and Architecture (6th ed.), p 3.
  8. The Letters of Jacob Burckhardt, Translated by Alexander Dru, London: Routledge and Kegan Paul, 1955; Liberty Fund Inc., 2001, xxviii-xxxii.
  9. John Lukacs, Remembered Past: John Lukacs on History, Historians, and Historical Knowledge, ed. Mark G Malvasi and Jeffrey O. Nelson, Wilmington, DE: ISI Books, 2004, 215.
  10. Giedion, p. 4.