შინაარსზე გადასვლა

თუღლაკაბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუღლაკაბადის ციხე დელიში

თუღლაკაბადი ან თუღლაკაბადის ციხე (ინგლ. Tughlaqabad Fort, ჰინდი तुग़लक़ाबाद क़िला, ურდუ تغلق آباد قلعہ — Tughlaqabad Qila) — დანგრეული ციხე ინდოეთის დედაქალაქ დელიში. გადაჭიმულია 6,5 კმ.–ზე. აიგო დელის სასულთნოს მმართველი თუღლაკიდების დინასტიის დამაარსებლის, გიიას უდ–დინ თუღლაკის მიერ. ერთ–ერთი დელის შვიდ ისტორიულ ქალაქს შორის. ციხე დაარსდა 1321 წელს და უკვე 1327 წელს იქნა მიტოვებული.

ისტორია და ლეგენდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ციხის ფორტიფიკაცია

მალიქ ღაზი (მოგვიანებით გიიას უდ-დუნ თუღლაკი) იყო დელის სასულთნოს მმართველ ხალჯთა დინასტიის ვასალი. გადმოცემის თანახმად, სულთან მუბარაქ ხალჯის ერთ-ერთი სტუმრობის დროს მალიქ ღაზმა შესთავაზა სულთანს ციხის მშენებლობა ამ ადგილას. სულთანმა მხოლოდ გაიცინა და ვასალს უპასუხა, თვითონ აეგო ციხე, როცა ის სულთანი გახდებოდა.

1321 წელს, ხალჯის დინასტიის წევრთა შორის ტახტისათვის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა მალიქ ღაზმა და ხელში ჩაიგდო ხელისუფლება. მან დასაბამი მისცა თუღლაკიდების დინასტიას. მალიქ ღაზმა მაშინვე დაიწყო ახალი ქალაქის, სასულთნოს ახალი დედაქალაქის მშენებლობა, რომლის მიზანი იყო სასულთნოს დაცვა მონღოლთა თავდასხმებისგან.

გიიას უდ-დინ თუღლაკი ითვლებოდა საკმაოდ ლიბერალ მმართველად, მაგრამ თავისი ოცნების განსახორციელებლად აიძულებდა დელის მოსახლეობას ახალი ფორტის მშენებლობაზე მუშაობას. ამან გამოიწვია სულთნის ლეგენდარული კონფლიქტი სუფიზმის წინასწარმეტყველ ნიზამუდინ აულიასთან, რის გამოც, შეწყდა სუფიის რეზერვუარის მშენებლობა. შედეგად, წინასწარმეტყველმა შეაჩვენა სულთანი და მისი ციხე-სიმაგრე განაცხადა რა, რომ "ციხესიმაგრე დარჩებოდა ცარიელი" ხოლო "დელი კიდევ უფრო შორს" (უკანასკნელი სიტყვა მან გამოთქვა სულთნის ბენგალიში ლაშქრობის დროს. ეს წინასწარმეტყველება ახლა. სულთანი ვერ დაბრუნდა ლაშქრობიდან. სავარაუდოდ, იგი მისმა საკუთარმა შვილმა, მომავალმა სულთანმა მოკლა 1324 წელს, ხოლო ციხე რამდენიმე წლით უფრო გვიან იქნა მიტოვებული.

გიიას უდ–დინ თუღლაკის მავზოლეუმი

თუღლაკაბადი წარმოადგენს მასიური ქვის ციხეს. გალავანი არასწორი ფორმის კედელია, რომელიც 10–15 მ. სიმაღლეს აღწევს. კედელზე განლაგებულია ზემოდან მომრგვალებული თაღები და გააჩნია გარკვეული მანძილით დაშორებული მრავალი მრგვალი ბასტიონი. ქალაქს თავდაპირველად გააჩნდა 52 ჭიშკარი, რომელთაგან დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ 13. ქალაქში განლაგებული იყო რამდენიმე აუზი წვიმის წყლის შესაგროვებლად. მთელი ქალაქი იყოფა სამ ნაწილად: საცხოვრებელი კვარტალი, ციტადელი და სასახლის უბანი ციხით. ქალაქის დიდი ნაწილი დღეისათვის მიუწვდომელია ხშირი ქვა–ღორღისა და გატყიურების გამო. ქალაქის ძველი ნაწილი დაკავებულია თანამედროვე მშენებლობებით, განსაკუთრებით ტბის მიდამოებში. ქალაქის სამხრეთით შემორჩენილია გიიას უდ–დინ თუღლაკის კარგად შემონახული მავზოლეუმი, რომელიც ძველ ტბასთან გამავალი ესტაკადით არის შეერთებული ციხესთან.

სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარეობს ადილაბადის ციხე, რომელიც მოგვიანებით აშენდა, იგივე სტილში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]